Archive Calendar
« March 2017 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

"ნაციონალები ბიძინა ივანიშვილთან დადიან კონსულტაციებზე"

გიგლა ბარამიძე: "კვირიკაშვილს ამერიკის ელჩი რაღაც დავალებებს აძლევს"

"ზოგიერთ ოპოზიციონერს ვალები დაუფარეს, ზოგს სახლი უყიდეს"

რაზე უნდა აგოს პასუხი მოსახლეობამ, რა ხდება სახელისუფლებო კულუარებში, ვისგან ღებულობს დავალებებს პრემიერი, ნაციონალების რომელი ფრთა დადის ივანიშვილთან მოლაპარაკებებზე? - ამ თემებზე "ახალ თაობას" დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

- ბატონო გიგლა, ოპოზიცია და ექსპერტები ამტკიცებთ, რომ 2017 წელი საქართველოსთვის უმძიმესი იქნება. ხელისუფლების განცხადებით კი ქვეყნისთვის ძალიან მაგარი წელი დადგა. ვის უნდა დაუჯეროს ხალხმა?

-  სანამ ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მინდა, შობა-ახალი წელი მივულოცო სრულიად საქართველოს, მის მოსახლეობას, დროებით ჩვენგან მოწყვეტილ აფხაზეთს, სამაჩაბლოს და ჩვენს ემიგრანტებს, რომელთა რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ საზეიმო დღეებში მხოლოდ დადებითზე ვისაუბრო, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების უმოქმედობა ამის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.

ჩვენი ხელისუფლება სამარცხვინოდ არის გადავარდნილი ნარცისიზმის უკანასკნელ სტადიაში _ აუტოეროტიზმში. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა სამყაროში არიან და საკუთარი თავის გარდა არაფერი აღარ აინტერესებთ. ამას სხვანაირად ჩაჩნების აღლუმიც ჰქვია. თავად რომ კარგად არიან, ჰგონიათ, რომ მოსახლეობაც ასე ცხოვრობს. რაც შეეხება მაგარ წელს, მაგარი წელი რომ მოიყვანო, საქმის კეთება უნდა იცოდე. ესენი კიდევ სისულელეს სისულელეზე ბჟუტურობენ. პატრონი თუ არა გყავთ, კეთილის მსურველი მაინც არ დაგრჩათ ვინმე, რომ გაჩუმება გირჩიოთ? ამათი ნაბჟუტურები რომ შევკრიბოთ, ერთი კარგი სიბრიყვის კონა გამოგვივა.

მე მაგარი წლისა არ მჯერა და ამ შეფასების გაკეთება ოპოზიციონერობის გამო რომ არ დამბრალდეს, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ფრაზას გამოვიყენებ. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ არის ქართული ეკონომიკის საქმეო, პასუხი ასეთი იყო, საქმე შავად არის.

- რევაზ არველაძის შეფასებაზე საუბრობთ?

- დიახ, ეს შეფასება "ქართული ოცნების" დეპუტატმა რევაზ არველაძემ გააკეთა. როცა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამას ამბობს, იქ რამის დამატება საჭირო აღარ არის. აშკარაა, როგორი მაგარიც იქნება 2017 წელი.

რაღაცას მაინც დავამატებ და ვიტყვი, რომ მე იმ ხელისუფლების რა ვთქვი, რომელსაც ბიუჯეტის შესავსებად ქართული მიწების გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი.

ქართული მიწების გასხვისების ფონზე საერთოდ აღარ ახსოვთ, რომ დაკარგული ტერიტორიები აქვთ დასაბრუნებელი. ამის ნაცვლად სულ იმას გაიძახიან, შევალთ თუ არა ნატოში. ამასთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა ადა მარშანიამ ძალიან კარგი რამე თქვა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, პირველ რიგში სოხუმში შესვლაზე იფიქრეთო.

ესენი კი რაღაც სულელურ რეზოლუციებს ღებულობენ და ამით ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაფარვა სურთ. ეს არ გამოგივათ, ამის უფლებას თქვენ ხალხი და ოპოზიცია არ მოგცემთ. ეტყობა, ამათ არ უნახავთ, რა არის ნამდვილი პროტესტი და ამიტომაც არიან ასე მშვიდად. მე "ახალ თაობასთან" საუბარში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირთან შეხვედრაზე ვისაუბრე. ამ ადამიანს როცა ვკითხე, რატომ იქცევით ასე, ხალხის პროტესტის არ გეშინიათ, მითხრა, რაც არ უნდა მოხდეს, ხალხი მაინც არ გამოვა ქუჩაშიო. ამის იმედით არიან, მაგრამ ხალხი აუცილებლად გამოვა.

- ამბობთ, ეტყობა, არ უნახავთ, რას ნიშნავს ნამდვილი პროტესტიო და ოპოზიციური პარტიები რაიმე საპროტესტო აქციებს აპირებთ?

- როდესაც ოპოზიციაზე ვსაუბრობ, მხედველობაში ის ოპოზიცია მყავს, რომელიც არავის არ ემსახურება. მე არ ვგულისხმობ იმ ოპოზიციას, რომელიც ერთი საგანივით ცხრაასჯერ გამოყენებადია და სიტუაციის მიხედვით ჭიკჭიკებენ. მე ძალიან კარგად ვიცი სუბორდინაცია და ვიცი, რას ფიქრობს ჩვენი პარტიის ლიდერი, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, მერე ნახეთ, როგორ გამოვა ხალხი ქუჩაში.

- ხალხის გამოყვანას მარტო დემოკრატიული მოძრაობა აპირებს თუ სხვებთანაც იქნება კონსულტაციები?

- ასე თუ გაგრძელდა, ხალხს აუცილებლად გამოვიყვანთ. შეუძლებელია უკვე იმის ატანა, როგორ ინგრევა ეს ქვეყანა. ვერ ეღირსებიან სახელმწიფოს განადგურებას. ისე მივადგებით, რომ გასწრებასაც ვეღარ შეძლებენ. ამის გარანტიას ვაძლევ ხელისუფლებას. იმის იმედი ტყუილად აქვთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ხალხი აღარ მოითმენს. ნამდვილი ოპოზიციის სიმკვეთრე მაგათ ჯერ არ უნახავთ.

ამათ, იცით, როგორ ოპოზიციასთან აქვთ საქმე? რაღაცაზე ახმაურდებიან, მერე დაელაპარაკებიან. ესენიც გვერდზე გაიყვანენ და ჯიბეში რაღაცას ჩაუდებენ _ ზოგს ვალებს გაუსტუმრებენ, ზოგს სახლს უყიდიან, ზოგს კი ანგარიშს გაუხსნიან. თავის დროზ ეასე მოქმედებდა ნაციონალური მოძრაობაც. ჩვენ, დემოკრატიული მოძრაობა, ყოველთვის პრინციპულები ვიყავით, არასდროს გავყიდულვართ და თუ საჭიროა, ქუჩის ოპოზიციაც გავხდებით, რომელიც ხალხის ინტერესებით არ ივაჭრებს. სიმკვეთრე როგორი უნდა, ჩვენ დავანახებთ ყველას.

- სიმკვეთრე როგორი უნდა, ჩვენ დავანახებთო, ესფრაზა უკვე რამდენჯერმე ახსენეთ და რაიმე განსაკუთრებული აქციის მოწყობას ხომ არ აპირებთ?

- აქცია იქნება ძალიან მკვეთრი, მაგრამ ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოექცევა. სიმართლე თუ გინდათ, არ მინდა, რომ საქმე ქუჩის

- ხალხის გამოყვანას მარტო დემოკრატიული მოძრაობა აპირებს თუ სხვებთანაც იქნება კონსულტაციები?

- ასე თუ გაგრძელდა, ხალხს აუცილებლად გამოვიყვანთ. შეუძლებელია უკვე იმის ატანა, როგორ ინგრევა ეს ქვეყანა. ვერ ეღირსებიან სახელმწიფოს განადგურებას. ისე მივადგებით, რომ გასწრებასაც ვეღარ შეძლებენ. ამის გარანტიას ვაძლევ ხელისუფლებას. იმის იმედი ტყუილად აქვთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ხალხი აღარ მოითმენს. ნამდვილი ოპოზიციის სიმკვეთრე მაგათ ჯერ არ უნახავთ.

ამათ, იცით, როგორ ოპოზიციასთან აქვთ საქმე? რაღაცაზე ახმაურდებიან, მერე დაელაპარაკებიან. ესენიც გვერდზე გაიყვანენ და ჯიბეში რაღაცას ჩაუდებენ _ ზოგს ვალებს გაუსტუმრებენ, ზოგს სახლს უყიდიან, ზოგს კი ანგარიშს გაუხსნიან. თავის დროზ ეასე მოქმედებდა ნაციონალური მოძრაობაც. ჩვენ, დემოკრატიული მოძრაობა, ყოველთვის პრინციპულები ვიყავით, არასდროს გავყიდულვართ და თუ საჭიროა, ქუჩის ოპოზიციაც გავხდებით, რომელიც ხალხის ინტერესებით არ ივაჭრებს. სიმკვეთრე როგორი უნდა, ჩვენ დავანახებთ ყველას.

- სიმკვეთრე როგორი უნდა, ჩვენ დავანახებთო, ესფრაზა უკვე რამდენჯერმე ახსენეთ და რაიმე განსაკუთრებული აქციის მოწყობას ხომ არ აპირებთ?

- აქცია იქნება ძალიან მკვეთრი, მაგრამ ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოექცევა. სიმართლე თუ გინდათ, არ მინდა, რომ საქმე ქუჩის აქციებამდე მივიდეს, მაგრამ ამ ხელისუფლებას კოჭებშიც და ყველგან ემჩნევა, რომ არაფრის მაქნისი არ არის. ეს პრემიერი გამოდის და იძახის, ძალიან მაგარი წელი იქნებაო, წელი რომ მაგარი იყოს, პრემიერი და მისი გუნდიც მაგარი უნდა იყოს და ესენი კი მაგრები არ არიან.

- პრემიერზე ჩამოვარდა საუბარი და თქვენ პირველი იყავით, რომელმაც თქვით, რომ სახელისუფლებო კულუარებში კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნაზე აქტიურად საუბრობენო. ეს ინფორმაცია მოგვიანებით სხვებმაც დაადასტურეს. ამ პროცესზე რაიმე დამატებითი ინფორმაცია ხომ არა გაქვთ?

 

- დამატებითი ინფორმაცია ის არის, რომ ამ თემაზე ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა და რამდენიმე ვარიანტი მოამზადეს უკვე. მე მათ გვარებს ახლა შეგნებულად არ დავასახელებ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ კვირიკაშვილის შეცვლით, ქვეყანაში რაიმე შეიცვლება. შემცვლელიც თუ კვირიკაშვილივით მიუდგა საქმეს, მაშინ რა აზრი აქვს მის შეცვლას!

- გამოდის, პრემიერის შეცვლას აზრი არა აქვს?

- მიდგომა თუ არ შეიცვალა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მთავრობის მეთაური. საქმის გამოსწორება თუ გვინდა, მაშინ სისტემა უნდა შეიცვალოს. შესაცვლელია მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტების წესიც. მე დანამდვილებით ვიცი, რომ მთავრობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება.

ამ ხელისუფლებამ ხალხი ბევრჯერ მოატყუა, მაგრამ ლარის კურსთან დაკავშირებით ძალიან სამარცხვინოდ მოიქცნენ. ხალხს ჰპირდებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ეროვნული ვალუტა გამყარდებოდა. ამის გამო პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ, არადა, აშკარად ჩანდა, თუ ვინ მოიგო ამით. მოგება საფინანსო ორგანიზაციებმა და ბანკებმა ნახეს. საუბარი ძალიან დიდ მოგებაზეა. ეს ყველაფერი კი ხალხის გაღატაკების ხარჯზე გაკეთდა.

ის რაც საქართველოში ხდებოდა და ხდება, არის ფინანსური მაქინაციები. ევროკავშირს რომ გავიძახით, იქ და ამერიკაში ფინანსური მაქინაციების გამო ასეულობით მილიონის ჯარიმები დააკისრეს ბანკებს ფინანსური მაქინაციების გამო. საქართველოში რატომ არ ინტერესდებიან ამით? იქნება აქაც ფინანსურ მაქინაციებთან გვქონდა საქმე. სამწუხაროდ ეს საქმეც ისევე არ აინტერესებთ, როგორც ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

- ტერიტორიული მთლიანობა არ აინტერესებთო უკვე მეორედ ამბობთ, ეს საკითხი მართლა მიჩუმათებულია და მასზე მხოლოდ ის ძალები საუბრობთ, რომლებიც პრორუსულად ითვლებით. საუბარია თქვენზე და პატრიოტთა ალიანსზე. ეს რაიმე ახალი ტენდენციაა?

- პრორუსულობას იმიტომაც გვაბრალებენ, რომ ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ. ამათ ჰგონიათ, რომ თუ პრორუსულობას დაგვაბრალებენ, ამ თემაზე ხმას არ ამოვიღებთ. ნურას უკაცრავად. მაგათგან განსხვავებით, ეს საკითხი ჩვენთვის, დემოკრატიული მოძრაობისთვის, მთავარია. ხელისუფლებას კი ამ პრობლემის მოგვარებაზე ჩაქნეული აქვს ხელი. ამას ორი მიზეზი აქვს. თავადაც კარგად იციან, რომ უნიათოები არიან და ვერაფერს ვერ მიაღწევენ. და მეორე, რუსეთთან ვერ დაილაპარაკებენ. კვირიკაშვილი სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე რომ შეხვდეს პუტინს, ხომ გული გაუსკდა. ხმასაც ვერამოიღებს.

- რატომ გგონიათ, რომ ხმასაც ვერ ამოიღებს?

- იმიტომ, რომ დამოუკიდებლად არაფერს არწყვეტენ. ჩვენი მთავრობა, იცით, როგორ მუშაობს? ამერიკის ელჩი მიდის კვირიკაშვილთან დავალებით. მერე ეს ადის ბიძინასთან, იქ მოილაპარაკებენრაღაცას. მიღებულ გადაწყვეტილებას თავში უდებენ უმრავლესობის წევრებს და მათ მეშვეობით ახმოვანებენ მორიგ სისულელეებს.

ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება და რუსეთთან დიალოგის დაწყება არასამთავრობოებს და ნაციონალებსაც არ სურთ. ოღონდ არა იმის გამო, რომ რუსეთი ოკუპანტია. ეს პრობლემა რომ მოგვარდეს, ხელს ვერავისკენ გაიშვერენ და გრანტებსაც ვერ მიიღებენ დასავლეთიდან.

- ამბობთ, ნაციონალები სხვისკენ ხელს ვეღარ გაიშვერენო, სხვისთვის აღარ სცალიათ, ისინი ერთმანეთისკენ იშვერენ უკვე ხელს. ამაზე რას იტყვით?

- დაუჭამიათ ერთმანეთი! ორად კი არა, კიდევ უფრო მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. ერთი კი არის, 2012 წელს ესენი პოლიტიკურ მოუსავლეთში იყვნენ წასულები და ისევ "ქართულმა ოცნებამ" გადაუგდო მაშველი რგოლი. ასეთ უნიათო ხელისუფლებას ასეთი დისკრედიტებული და გასვრილი ოპოზიცია სჭირდება საპირწონედ. 2012 წელსაც გადაარჩინეს და ახლაც მჭიდრო კავშირი აქვთ მასთან.

- მჭიდრო კავშირში რას გულისხმობთ?

-ჩვენს პარტიას არ გააჩნია მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა, რომ ამათ ვუთვალთვალოთ. რომც გვქონდეს, ამას არც ვიკადრებთ, მაგრამ მოგვდის ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომ ნაციონალების ერთ-ერთი ფრთა ძალიან ხშირად დადის "ოცნების" მთლად უფროსთან მოლაპარაკებებზე თუ კონსულტაციებზე.

- ივანიშვილთან კონსულტაციებზეა საუბარი?

-ძალიან საინტერესო ინფორმაციები ვრცელდება იმის შესახებ, რომ ნაციონალების ერთი ფრთა, რომელსაც სააკაშვილმა ახირებულები უწოდა, "ოცნებაში" ყველაზე უფროსთან დადის სასაუბროდ. მე არც მათი საუბარი მომისმენია და არც დეტალები ვიცი, მაგრამ ამათი საქციელი იმ ვირთხების საქციელს მაგონებს, გემიდან პირველები რომ გარბიან ხოლმე.

ჩემი მხრიდან სააკაშვილის დაცვა არ გამოვა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნაციონალების ეს ფრთა პარლამენტში მოხვდა, იმ საერთაშორისო მაწანწალას დამსახურებაა, ახლა უკრაინაში რომ ზის. ესენი კი მის ზურგს უკან ხლართავენ რაღაცებს და უკრაინაში მყოფი კაცი ლამის ჩვენი დასაცავი გახდა.

"ქართულ ოცნებას" ეს ამბავი არ უნდა უხაროდეს. მათ რომ ჭკუა ჰქონდეთ, დასკვნები უნდა გამოიტანონ. თუ ნაციონალებმა სააკაშვილი არ დაინდეს, რომელთანაც დიდ ვალში არიან, ამათ რატომ დაინდობენ. ისე, ნაციონალების დაშლის პროცესი ძალიან ლამაზად მიდის, უფრო ადრე რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა, მაგრამ "ოცნებამ" გადაარჩინა ეს პარტია. ამ საქმეში მათ მოსახლეობაც დაეხმარა.

საუბრის დასაწყისში ჩვენს მოსახლეობას დიდი სიყვარულით მივულოცე ახალი წელი, მათ მიმართ ისევ დიდი სიყვარული მინდა გამოვხატო, მაგრამ საყვედურიც უნდა ვუთხრა _ მათი პასიურობა რომ არა, დღეს პარლამენტი ნაციონალებსა და "ოცნებას" არ დარჩებოდა. არჩევნები მართალია ტოტალურად გაყალბდა, მაგრამ ხალხი რომ მისულიყო საარჩევნო უბნებთან, სხვა შედეგი დადგებოდა. მოსახლეობამ სახლში დარჩენა ამჯობინა და შედეგიც სახეზეა _ ქვეყანა მძიმე დღეშია.

- არჩევნები საქართველოში წელსაც ტარდება. თქვენი აზრით, მოსახლეობა ისევ სახლში დარჩენას ამჯობინებს?

- ვერ გეტყვით. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომთუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, საქართველოში არჩევნების ჩატარება აზრს დაკარგავს.

 
[ Back ]
No Feed URL specified.