Archive Calendar
« March 2017 »
Mon Tue Wed Thu Fri Sat Sun
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
გიგლა ბარამიძე: თბილისის მერობისთვის უგულავა, კალაძე და მელია იბრძოლებენ

თბილისის მერობისთვის უგულავა, კალაძე და მელია იბრძოლებენ

გიგლა ბარამიძე: “ყოფილი მერი ციხიდან საგანგებო დავალებით გამოუშვეს” რა მისია დააკისრა ‘ქართულმა ოცნებამ’ უგულავას, ვისკენ გადაიხარა ნიკა მელია, რას გეგმავს ოქრუაშვილი? - ამ თემაზე "ახალ თაობას" დემოკრატიული მოძრაონის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

გიგლა ბარამიძე:

 

- რამდენიმე დღის წინ "ახალ თაობასთან" საუბარში ვთქვი, რომ ნაციონალების ერთი ფრთა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან არის დაპირისპირებული, ივანიშვილთან დადის მოლაპარაკებებზე. გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლა სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგია.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ციხიდან თბილისის ყოფილი მერი საგანგებო დავალებით გამოუშვეს.

- რა დავალებით?

- ‘ქართულ ოცნებაში’ მიხვდნენ, რომ მისგან პოლიტიკური ლიდერი არ გამოვა. ამიტომ ის უნდა დაეხმაროს გიგა ბოკერიას და სააკაშვილის საპირწონე უნდა გახდნენ. ამის გაკეთება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის მხარეს გადაიხარა. არაა გამორიცხული, რომ თვითმართველობის არჩევნებზე ნაციონალების ორივე ფრთამ წამოაყენოს მერობის კანდიდატები. ესენი ნიკა მელია და გიგი უგულავა იქნებიან. მათი კანდიდატი ხელისუფლებიდან კახა კალაძე იქნება.

სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმეც განიხილა და ის უდანაშაულოდ ცნო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის სააკაშვილის მხარეს არის. ვანო მერაბიშვილის საკითხი გარკვეული არ არის. ის არავისკენ არ იხრება და ამბობს, ციხიდან რომ გამოვალ, პოლიტიკას შევეშვები და საქართველოდან საერთოდ წავალო.

- ამბობენ, რომ ნაციონალებთან რაღაც მოლაპარაკებებს ირაკლი ოქრუაშვილიც აწარმოებს. თქვენი აზრით, ვის მხარეს შეიძლება აღმოჩნდეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი?

- ოქრუაშვილის და ნაციონალების მოლაპარაკებების შესახებ არაფერი ვიცი, ისინი ერთ გუნდს წარმოადგენდნენ და არაა გასაკვირი, რაღაცაზე საუბრობდნენ. სასაუბრო ბევრი ექნებათ თუნდაც რუსთავი 2. ამ ტელევიზიაზე პრეტენზიებს ისიც აცხადებს.

რუსთავი 2 ნაციონალების ხელში მძლავრი იარაღია. მის ხელში ჩაგდებას პარტიის ორივე ფრთა ცდილობს. დღეის მდგომარეობით ტელეკომპანია მიხეილ სააკაშვილის მხარეს იხრება.

დღეს ძალიან ძნელია იმის თქმა თუ ვის დარჩება ეს ტელევიზია, ისიც გასარკვევია, ვის დარჩება სახელი ნაციონალური მოძრაობა. პარტიაში ქონების შეფასება-დათვლის პროცესი მიდის. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი გაყოფისთვის ემზადებიან.

 

 

 

 
[ Back ]
No Feed URL specified.