პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ნინო ბურჯანაძის გამოსვლა „სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე“

25.11.10, თბილისი, რუსთაველის გამზირი

მოგესალმებით, გამბედავო ადამიანებო!
მოგესალმებით, და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით ერთად მანამ, სანამ ამ ხელისუფლების შეცვლას არ მივაღწევთ. დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ ჩატარებულიყო „სახალხო წარმომადგენლობითი კრება“, რადგან მას კრების ძალიან ეშინია. ხელისუფლებას არ ეშინოდა მიტინგის, მაგრამ ეშინოდა სახალხო კრების, სწორედ ამიტომ არ მოგვცა საშუალება კრება დახურულ შენობაში ჩაგვეტარებინა.

თითოეული თქვენგანის უკან ათობით და ასობით ჩვენი თანამემამულე დგას. სწორედ ამიტომ, ეს კრება არის სააკაშვილის ხელისუფლების  დემონტაჟის დასაწყისი. დღეს ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟისათვის  უკომპრომისო ბრძოლას ვიწყებთ, რომელიც  გამარჯვებით დასრულდება. მინდა ყველამ იცოდეთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელისუფლება, რომელმაც დათესა შიში, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს ღირსება  შეულახა, მოშორდეს  ქვეყანას; ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანას გაუჩნდეს გამთლიანების შანსი. სააკაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, მეტყველებს იმაზე, რომ მან საბოლოოდ თქვა უარი აფხაზეთისა და ოსეთისათვის ბრძოლაზე, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შევეგუებით.  როცა ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვგულისხმობთ სისხლიან ბრძოლას, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აღარასოდეს აღარ აღმართავს ხელს  ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებზე. ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც ჩვენს თანმემამულებთან, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან  ჩატეხილ ხიდს აღადგენს. დღეს სახალხო კრებამ სააკაშვილის ხელისუფლებას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა - 850.000  ადამიანმა  თქვა, რომ მას ეს ხელისუფლება არ უნდა. დღეს სახალხო კრებამ არარად სცნო ის კონსტიტუცია, რომელიც მხოლოდ იმისთვის არის შექმნილი, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ათწლეულების განმავლობაში დარჩეს ხელისუფლებაში. დღეს მიღებული ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე ხვალიდანვე დაიწყება მუხლჩაუხრელი ბრძოლა იმისთვის, რომ ყველა რაიონში და ქალაქში, მთელ საქართველოში შეიქმნას კომიტეტები, რომლებიც  დიდი დაუმორჩილებლობის აქციას მოამზადებენ. დღეს ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები. ჩვენთან ერთად უნდა დადგეს ყველა ის ადამიანი, ვისაც ქვეყნის გადარჩენა უნდა. ჩვენ  დავიწყებთ სახალხო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას და აუცილებლად გავიმარჯვებთ!

 

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ