პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ნინო ბურჯანაძე: „როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დახურული მთელი რიგი ეთერები რომელსაც აკონტრელებდა ხელისუფლება, ახლაც პრაკტიკულად იგივე მდგომარეობაა“

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია იბერიის ეთერში განაცხადა: „როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დახურული მთელი რიგი ეთერები რომელსაც აკონტრელებდა ხელისუფლება, ახლაც პრაკტიკულად იგივე მდგომარეობაა“

 

„მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არ ვაპირებთ რაიმე იმ სახის აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან და მის აქტივისტებთან, მე და ჩემს თანაგუნდელებს იშვიათად დაგვინახავთ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისევე როგორც „იმედის“, „პირველი არხის“ „GDS”-ის და მთელი რიგი სხვა ტელევზიების ეთერებში რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება. დღეს მე და ჩემი თანაგუნდელები პრაქტიკულად ისეთივე რეჟიმში ვმუშაობთ მედია სივრცეში გაშუქებასთან დაკავშირებით, როგორშიც ვმუშაობდით სააკაშვილის რეჟიმის დროს, ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, როგორც დახურული იყო მთელი რიგი ეთერები რომელსაც აკონტროლებდა ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის დროს, ასევე პრაკტიკულად დახურულია ეთერები რომელსაც აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

მისივე თქმით ის არის ერთ-ერთი პირველი ვისაც შეიძლება პრეტენზია ქონდეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით.

„ძალიან ბევრი ცილის წამება და ბევრი უსამართლობა მივიღეთ მე, ჩემმა თანაგუნდელებმა და ოჯახის წევრებმა „რუსთავი 2“-ის ეთერიდან, მიუხედავად ამისა მე არასდროს არ ჩამითვლია, რომ „რუსთავი 2“ ან რომელიე სხვა ტელევიზია ჩემი გაბრაზების გამო ან ვინმეს გაბრაზების გამო უნდა დაიხუროს. ეს კატეგორიულად მიუღებელია, რუსთავი ორი ნამდვილად არის მიკერძოებული ტელევიზია, ის ახმოვანებს ნაციონალური მოძრაობის ინტერესს და ისინი ამას არც მალავენ ისინი, რომ მიკერძოებულნი არიან ეს არ ნიშნავს იმას რომ „რუსთავი 2“ უნდა დაიხუროს, მე მედიას ვიცავ არა იმის მიხედვით მომწონს ეს არხი თუ არა ამ შემთხვევაში რუსთავი 2 -ის დაცვა ჩემი პირადი სურვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ მე ძალიან კარგად მესმის, რომ როგორც იმედის დახურვამ მიიყვანა სააკაშვილის ხელისუფლება დაქცევამდე, იმიტომ რომ ტელეკომპანია იმედი იყო ის კრიტიკული თვალი რომელიც შეიძლება არ მოგწონდა ბევრი რამე შეიძლება მიუღებელი იყო, მაგრამ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დღესაც იგივე სიტუაციაა „რუსთავი 2“-ს გარკვეულწილად აქვს იმის რესურსი, რომ ხელისუფლების დაშვებულ შეცდომაზე განგაშის ზარი შემოკრას, თუ ხელისუფლება შეძლებს იმას რომ ეს ტელევიზიაც გააკონტროლოს ისე როგორც აკონტროლებს პირველ არხს, იმედს, GDS-ს და სხვა ტელევიზიებს გარწმუნებთ რომ ეს იქნება კატასტროფის მომტანი, ამ ხელისუფლებისათვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.“ “ განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ

 

 

 

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ