პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ინტერვიუები

გიგლა ბარამიძე: "კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებულია"

"კვირიკაშვილის შემცვლელის ძებნა უკვე დაწყებულია"

 

გიგლა ბარამიძე: "მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობაში დიდი ფუთფუთია"

რას გეგმავს არასაპარლამენტო ოპოზიცია, რა კონსულტაციები მიმდინარეობს ოპოზიციაში, რისთვის ემზადება ხელისუფლება, რამდენი დაჯგუფება შეიქმნა სამთავრობო გუნდში, რის გადაფარვას ცდილობენ ვიზალიბერალიზაციაზე საუბრით, რატომ ვერ ბედავენ სააკაშვილის გასამართლებას? - ამის შესახებ "ახალ თაობას" დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: რატომ არ ინტერესდება პოლიტპატიმრების მდგომარეობით სახალხო დამცველი?

ამას წინათ ადამიანის უფლებებზე გულდათუთქულმა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “სისი ლოუნი” დისკრიმინაციულ ქმედებაში დაადანაშაულა. ატყდა განგაში და კრუნჩხვებში ჩავარდნილმა ლიბერალურმა სამგლეთმა ზემოაღნიშნული ორგანიზაციის თავზე, რომ იტყვიან, წისქვილის ქვა დაატრიალა.

 

ბესო დანელიას ინტერვიუ

`ხელისუფლება ხალხს კომბლების რევოლუციისკენ უბიძგებს'

ბესო დანელია: `საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერს ტყუილში ადანაშაულებს~

რატომ უძვირებს ხელისუფლება ხალხს ცხოვრებას, რატომ დუმს ივანიშვილი, როდისთვის უნდა ველოდოთ სამთავრობო ცვლილებებს და საით მიექანება ქვეყანა? - ამ თემებზე "ახალ თაობას" დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ესაუბრება.

ბესო დანელია:

 

"ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში პოლიტიკა მოკლა" - ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასი მოკლას. ბურჯანაძის შეფასებით, ამ მიზნამდე ის გეგმაზომიერად მიდის.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობა“ სჭირდება საფრთხობელად, ამიტომაც მან ეს პარტია იმ პოლიტიკური სამარიდან წამოაყენა, რომელიც ბურჯანაძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ გაუთხარა.

 

"ეს მთავრობა 3 თვეში შეიცვლება" გიგლა ბარამიძე: "ზოგი ვერტმფრენით მოინდომებს გაქცევას, ზოგი - წითელი ხიდით"

"ეს ხელისუფლება გამოჰეჯირებულია"

რატომ არ ეშინია "ქართულ ოცნებას" ხალხის უკმაყოფილების, რა გამოაჩინა ხელისუფლებამ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დროს, რა პერსპექტივა გაუჩნდა ნაციონალურ მოძრაობას? _ ამ თემებზე "ახალ თაობას" დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის წევრები ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებენ. სოზარ სუბარმა მთელ ერს შთააგონა, რომ ლარის კურსის ვარდნა მხოლოდ იმათზე აისახა, ვისაც კრედიტი აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამათ შეფასებებზე?

 

შაქრო ზურაშვილი: ეგონათ, მოვკვდი, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და უთხრეს, მორგში წაიყვანეთო

საზოგადოებამ საქართველოს ციხეებში პატიმრებისადმი არნახული სისასტიკით მოპყრობის შესახებ რამდენიმე წლის წინათ შეიტყო და ყოფილი ხელისუფლების მმართველობას წერტილი დაუსვა. მსოფლიომ შეიტყო, როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ წინააღმდეგ ხელისუფლებას პირადი მიზნები ამოძრავებდა, ამ ყველაფერს კი თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით ახორციელებდა.


 

გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

“ქართული ოცნების“ დანაშაულია, რომ ყველანაირად შეუწყო ხელი პოლიტიკური რეალობიდან გამქრალი ნაცმოძრაობის გამოცოცხლებას!

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საქართველოს ყოფილი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში და პრეზიდენტის ექსრწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალა, ქართული პოლიტიკიდან სამუდამოდ უნდა მოიკვეთოს.

- ნაციონალური მოძრაობა არის იზუვერული სექტა, რომელიც საქართველოს რეალობიდან უნდა ამოიშანთოს, ხოლო მისი დამნაშავე ლიდერები, რომლებსაც ხელები სისხლში აქვთ გასვრილი, კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ! არ არსებობს სიბინძურე, რასაც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ მოიგონებენ. მათ ქართველი ერი ეზიზღებათ, ხოლო საქართველო უნდათ არა სამშობლოდ, არამედ მხოლოდ ტერიტორიად, სადაც თავიანთ სატანურ ზრახვებს განახორციელებენ!

თუმცა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას ნაციონალები სძულს და ამიტომაც ისინი ვერ შეკრებენ იმ რაოდენობის ხალხს, რომ რევოლუცია მოაწყონ და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ!

ისე კი, ჩვენს უდღეურ ხელისუფლებას სამართლიანობა რომ აღედგინა და ნაცრეჟიმი გაესამართლებინა, დღეს ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით!

დიახ, „ქართული ოცნების“ დანაშაულია, რომ ყველანაირად შეუწყო ხელი პოლიტიკური რეალობიდან გამქრალი ნაცმოძრაობის გამოცოცხლებას!

- თქვენ საარჩევნო ბატალიებში ხართ ჩართული და მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად იყრით კენჭს. პირდაპირ გკითხავთ - გამარჯვების შანსი თუ გაქვთ და საერთოდ, რას მოელით 8 ოქტომბრის არჩევნებისგან?

- როგორც ძირძველი მთაწმინდელი და ვერელი, ჩემს მთაწმინდელებს, ვერელებს, სოლოლაკელებს, ოქროყანელებს მივმართავ, რომ მე ვარ მათი სისხლი სისხლთაგანი, ხორცი ხორცთაგანი და ჩემთვის უცხო არ არის ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ!

ჩემი მიზანია, პარლამენტში მოვხვდე იმ გუნდთან ერთად, რომელსაც წარმოვადგენ და რომელსაც ხელეწიფება სამართლიანობის აღდგენა, რუსეთთან ღირსეული დიალოგის წარმოება, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, განათლების სისტემის ძირეული რეფორმა და უამრავი სხვა რამ, რაც ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია!

სადაც ვიყავი, ყველგან და ყოველთვის ვცდილობდი, ეროვნული საქმე მეკეთებინა და მეამაყება კიდეც ის საქმეები, რომელთა გაკეთებაც შევძელი!

- მაინც რა არის ის, რითაც ამაყობთ?

- მეამაყება, რომ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი მაქვს და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი ვიყავი დამოუკიდებელ სომხეთში!

მეამაყება, რომ ჩემი ინიციატივითა და ორგანიზებით სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, ახალციხეში მეფეთ მეფე თამარის ძეგლი აღიმართა და ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა!

მეამაყება, რომ ჩემი გუბერნატორობის დროს დაიდგა ჯავახეთში რუსთაველის ძეგლი, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში -გრიგოლ ხანძთელის ბიუსტი!

მეამაყება, რომ სამხრეთ საქართველოს დაუსახლებელ ტერიტორიაზე აჭარაში მიწისძვრით დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახი ჩამოვასახლე!

მეამაყება, რომ მე-16 საუკუნის შემდეგ სამხრეთ საქართველოში პირველად განლაგდნენ ქართველი მესაზღვრეები და ეს ჩემი თანამონაწილეობით მოხდა.

განსაკუთრებით მეამაყება ჩემი ორგანიზებული მონაწილეობა ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანაში. დიახ, რუსული 62-ე დივიზიის ტანკებს პირადად ვაცილებდი, რომ საქართველოდან სომხეთში გადასულიყვნენ!

კონკრეტულ რაიონებს არ დავასახელებ, მაგრამ სამხრეთ საქართველოში გამგეობებისა და მერიების შენობებზე არაქართული სიმბოლიკა იყო აღმართული, რომლებიც ჩემი ხელით ჩამოვხსენი და მათ ადგილას საქართველოს დროშა აღვმართე!

და კიდევ, მეამაყება, რომ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი არასოდეს ვყოფილვარ, ხოლო სააკაშვილსა და სხვა მოქკავშირელებს, რომლებიც შემდეგ ნაციონალები გახდნენ, ყოველთვის ვებრძოდი, რათა ჯავახეთში ანტისახელმწიფოებრივი დასაყრდენი არ ჰქონოდათ!

დიახ, სწორედ სააკაშვილსა და მის გუნდს არ აწყობდათ, რომ ჯავახეთში წესრიგი ყოფილიყო, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩადენის საშუალებას არ ვაძლევდი, რის გამოც მათ მიერ ძებნილი და დევნილი გავხდი და 9 წლის განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოვდიოდი!

მამაჩემი, ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი რევაზ ბარამიძე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ვერც კი დავიტირე!

მიუხედავად ამისა, პიროვნული შურისძიების გრძნობა არა მაქვს, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა აიკრძალოს! ეს არის ფურუნკული, რომელიც ქართული სახელმწიფოებრივი სხეულიდან უნდა ამოიშანთოს!

- დაბოლოს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რას ეტყოდით თქვენს ამომრჩეველს?

- ერთადერთ რამეს, - მთაწმინდელებო, ვერელებო, სოლოლაკელებო, ოქროყანელებო, მომეცით ხმა და მე ვიქნები თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს პარლამენტში!

დავდაუზოგავად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანის ოჯახმა ძლიერ, სამართლიან, ღირსებით აღსავსე სახელმწიფოში იცხოვროს და, რაც მთავარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონად იგრძნოს თავი!

რაც შეეხება იმ ხალხს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გამოსულა ნაცმოძრაობის სექტანტური ხიბლიდან, მივმართავ - გამოფხიზლდით და შეიგნეთ, რომ ნაცები ქვეყნის მტრები არიან!

თუ არ გინდათ, რომ საქართველო საბოლოოდ დაიქცეს, ნუ შემოხაზავთ 5-იანს!

 

 

 

 

 

ასავალ-დასავალი N 40 (1143)

ჯაბა ხუბუა

 

გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

რა სცენარით აპირებს ნაცმოძრაობა მოქმედებას, ვინ გამოვა 5 ოქტომბერს ქუჩაში, რა მესიჯი გაუგზავნა სააკაშვილმა პუტინს ამერიკიდან? - ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრა.

გიგლა ბარამიძე:

- უკრაინელი ჩინოვნიკი, საერთაშორისო მაწანწალა მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში იქაურ ქართველებს შეხვდა. შეხვედრაზე მან ბევრი სისულელე თქვა, სიამაყით განაცხადა, პუტინი მე რაღაცეებს მითმობდა და მხვდებოდა, ივანიშვილს კი თავს არ უყადრებს, რადგანაც თავის მონად მიაჩნიაო.

- ამ შემთხვევაში მართალია სააკაშვილი, ივანიშვილს მართლა არ შეხვედრია პუტინი.

- რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა და დიალოგი თავად საქართველოს ხელისუფლებამ არ მოისურვა. ამ მიშიკოს კიდევ რაღა არჩევნების წინ გაახსენდა პუტინი? რუსეთის პრეზიდენტი იმიტომ გაიხსენა, რომ ყველაში ჰყავს გაჩხერილი მას ჩვენი პარტია. ჩვენი პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე წავიდა და შეხვდა პუტინს. მის ამ განცხადებას სხვა ქვეტექსტიც აქვს. მისი ეს განცხადება რუსეთის ხელისუფლების მისამართითაც არის გაკეთებული. მიშიკო კრემლს ეუბნება, მე კარგი ბიჭი ვიყავი, პუტინიც კი მხვდებოდაო.

- რუსეთის ხელისუფლების მისამართით არის გაკეთებულიო და მიზანი რა არის, თავს სტავაზობს ის რუსეთის ხელისუფლებას და მათგან მხარდაჭერას ითხოვს?

- ხელისუფლებაში დაბრუნება ისე უნდა, თავს შესთავაზებს კი არა, რომ დასჭირდეს, საკუთარი ოჯახის წევრებს ცოცხლად გააძრობს ტყავს. პუტინი კი არა, რუსეთის ხელისუფლების რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი ხელისუფლებაში დაბრუნდებას რომ შეჰპირდეს, დაოთხილი ჩავა. არ ჩასულა მოსკოვში, არ უმათხოვრია თუ რა? რუსეთს მაშინ ემათხოვრება, როცა ძალიან უჭირს. ახლაც სიამოვნებით წავა რუსეთში. მისგან განსხვავებით, ჩვენი ლიდერი იქ ღიად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად მიდის. ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ესაუბრება რუსეთის პირველ პირებს. სააკაშვილი და მისი გუნდი რუსებთან იმიტომ გარბიან, რომ ქვეყანას უღალატონ. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, საერთაშორისო ფორუმებზე ტუალეტებთან და კაფეებთან როგორ უსაფრდებოდა მსოფლიო ლიდერებს. აგვისტოს ომის შემდეგ მისთვის ხელის ჩამორთმევა არავის სურდა, ეს მათ წინ ხვდებოდა და ისინიც იძულებული იყვნენ, სააკაშილისთვის გამარჯობა ეთქვათ. მის მიერ კონტროლირებადი მედია ნაძალადევად ხელის ჩამორთმევას საქმიან შეხვედრად ასაღებდა. სააკაშვილი ასეთი ყალთაბანდია და მე რა ვუთხარი იმ ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანას ვერაფრით მოაშორა ჭირი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია.

- თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილს დაბრუნება არ უნდა და ამას „ოცნება“ ხალხის დასაშინებლად იგონებს?

- სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა, მაგრამ ამ თემით „ქართული ოცნება“ სარგებლობს, თორემ ჯერ კიდევ 3 წლის წინ ვამბობდი - სააკაშვილს როგორც კი საშუალება მიეცემა, აქედან წაღებული ფულით საქართველოში არეულობას დაგეგმავს და დაბრუნებას შეეცდება მეთქი. ამისთვის მან ნიადაგიც მოამზადა, არასამთავრობოები და ახალგაზრდული ორგანიზაციები შექმნა, უმაღლეს სასწავლებლებში შევიდა, როგორც კიბო. უკრაინაში მას ჰყავს შეიარაღებული ფორმირება, რომლის წევრებიც მზად არიან, საქართველოში ჩამოვიდნენ. ეს ამბავი მე თუ ვიცოდი, ხელისუფლებას არ უნდა სცოდნოდა? ახლა რომ მოინდომეს ყველაფერი, იარაღების სამალავები გათხარეს და ხალხს ზაფრავენ სააკშვილი მოდისო. თქვე მართლა ჩაჩნებო, მისი ჩამოსვლა თუ არ გინდოდათ, სად უშვებდით, აქ არ გყავდათ? ან ახლა რომ იბარებთ გია ლორთქიფანიძეს, აქ არ იყო? კაცზე საქმე იყო აღძრული და ქვეყნიდან გაუშვით. ვის ატყუებთ? მსგავსი მეთოდები არ გავა. მათ ძალია კარგად იციან, რომ სააკშვილს მათ შესაცვლელად რესურსი არა აქვს, თორემ საქართველოში ხელისუფლება უკვე შეცვლილი იქნებოდა.

- 5ოქტომბერს ყოფილი ხელისუფლება გრანდიოზული აქციის გამართვას აპირებს ვარდების მოედანზე. „ოცნებას“ ამ აქციის ძალიან ეშინია და ვარაუდობს, რომ მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

- არანაირი გადამწყვეტი არ იქნება. ახლავე გეტყვით, რომ ნაციონალები საჭირო ოდენობის ხალხს ვერ გამოიყვანენ. ამ აქციაზე ხელფასებზე მყოფ კოორდინატორებს, აგიტატორებს, უბნის და ზონის უფროსებს, თავიანთ ცოლებს, საყვარლებს, საყვარლების საყვარლებს, ძაღლებისა და კატების მომვლელებს, მძღოლება და სტილისტებს გამოიყვანენ. რამდენიმე ათასი კაცი შეიკრიბება, იხტუნავებენ და წავლენ.

 

გაზეთი „ახალი თაობა“ 2016, 3 ოქტომბერი, N234

შორენა მარსაგიშვილი

 

გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

"ოცნების" ერთადერთი დასაყრდენი ნაციონალური მოძრაობაა"

 

გიგლა ბარამიძე რესპუბლიკელებს: "ახლა აღარ მოგწონთ ივანიშვილი, ხომ?"


რა შეთანხმებაა `ოცნებასა~ და ნაციონალებს შორის, რატომ არის მიუღებელი მოსალოდნელ არეულობაზე საუბარი, რა სანახაობა გველოდება წინ? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ `დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს~ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

"სპორტსმენებმა პოზიცია არასპორტული ჟესტებით არ უნდა გამოხატონ" - ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან

„რუსეთს ჩვენი ტერიტორიები მიტაცებული არ აქვს. იმდენს ვილაპარაკებთ ქართველები რომ იქმადე მივიყვანთ, საბოლოოდ ეს ასეც გააკეთოს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბურჯანაძე დავით უსუფაშვილის ინიციატივას საქართველოში ამერიკული ჯარების განთავსებაზე იწუნებს და მას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას უწოდებს. იგი აცხადებს, რომ ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივები „რესპუბლიკელებს“ წლების წინაც ჰქონდა.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ