პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ინტერვიუები

ნინო ბურჯანაძე: ხელისუფლებაში როცა ვიქნები, რუსულ სამხედრო ბაზებს საქართველოდან გავიყვან

„მე პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოში არც „ნატოს“ ბაზა უნდა იდგეს არც რუსეთის. მე როცა ვიქნები ხელისუფლებაში, მივაღწევ იმას, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები და გავიყვანოთ რუსული სამხედრო ბაზები საქართველოდან”, - აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

 

 

ნინო ბურჯანაძე: ქართული მხარის ყველა ტუტუცურ განცხადებაზე კარასინთან საუბარს ვერ დავიწყებ

"მიკვირს, რატომ გაუკვირდა ვინმეს კარასინის რეაქცია. რას ელოდებით, ბატონებო?! როდესაც რუსეთს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ასეთი ტონით ელაპარაკება, რა ტონითაც ჩვენი თავდაცვის მინისტრი ლაპარაკობს… ამას ვინ გაპატიებს?! კიდევ ძალიან თავშეკავებული რეაქცია აქვს რუსეთს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებაზე.

ქალბატონო ნინო, საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთეთ იმის საპასუხოდ, რაც კარასინის განცხადებებს მოჰყვა. საგარეო პოლიტიკას უწუნებთ თავდაცვის მინისტრს თუ ფიქრობთ, რომ რუსეთთან დიალოგის გარეშე საქართველო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება?

 

ნინო ბურჯანაძე: 7 წელი მოვანდომე იმისთვის ბრძოლას, რომ ქვეყანას პერსპექტივა გასჩენოდა

კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშალა. გაცხადებული ფორმალური ერთობის მიუხედავად, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის მისამართით არაერთი ბრალდება, საყვედური და წარსულში ჩადენილი პარტიული შეცდომების წამოძახება გაისმა. ძალიან ხშირად ჟღერდა სიტყვა - "პრორუსული".

 

 

გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

ო (პოზიცია)

 

რომელ მინისტრს, დეპუტატსა და ბიზნესმენს სთხოვენ ფარული კადრები არგამოქვეყნებაში 200 ათასს.

გიგლა ბარამიძე: ,მაქვს ურთიერთობები, მყავს წყაროები...''

ნინო კომახიძე

პარტიული ყრილობა, სავარაუდოდ, ივნისში ექნებათ, ,,მარგი ქმედების კოეფიციენტის'' არმქონე პარტიების ,,აკიდებას'' არ აპირებენ და ჯერ არც ფართომასშტაბიანი საარჩევნო კამპანიის დაწყებას გეგმავენ - ასეთია ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის უახლოესი გეგმები, რომელთა შესახებაც ,,ვერსიას'' პარტიის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ესაუბრა. მარამიძე, რომელიც პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა ფარული ჩანაწერების თემას აგრძელებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ჩანაფიქზეც გვიამბობს. ,,ვერსიამ'' გიგლა ბარამიძესთან საუბარი კოალიციის დაშლით დაიწყო. ისე, სულაც არ ველოდი, რომ ინტერვიუ სკანდალური გამოვიდოდა.

 

ნინო ბურჯანაძე: ევროკავშირის ელჩმაც იგივე თქვა ვიზალიბერალიზაციაზე, რაზეც მე გამაკრიტიკეს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციას ზაფხულში, როგორც ამას ხელისუფლება აანონსებს, ვერ მიიღებს. მისი თქმით, ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა, რომელიც ზაფხულამდე ვერ მოესწრება.

 

 

გიგლა ბარამიძის ინტერვიუ

"ხელისუფლება ვანო მერაბიშვილის მოადგილეს გაურიგდა"

რა მასალებს აწვდის ამირან მესხელი "ქართულ ოცნებას" ოპონენტებზე

გიგლა ბარამიძე: `რუსეთმა დაკარგული ტერიტორიები რომ დააბრუნოს, რამდენიმე პარტია შიმშილით მოკვდება~

ვის წისქვილზე დაასხა წყალი გრიგორი კარასინის განცხადებამ, რატომ არ გამოიძია ხელისუფლებამ გახმაურებული საქმეები და აგვისტოს ომი, რა გარიგება დაიდო ნაციონალებთან? _ ამის შესახებ `ახალ თაობას~ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

 

ნინო ბურჯანაძე: ივანიშვილი ''რესპუბლიკელების" მიმართ განსაკუთრებული გრძნობებით არის განსმჭვალული

"ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, ვინც `რესპუბლიკელების” მიმართ განსაკუთრებული გრძნობებით არის განმსჭვალული და ფაქტია, რომ მათსავით აზროვნებს. Yველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში "რესპუბლიკური პარტია" წარმატებული და დომინანტური ძალა ყოფილიყო." – აცხადებს `დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელსაც `რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე გაესაუბრა.

ამბობს, რომ ოპოზიციასთან `საუბრები მიმდინარეობს", თუმცა საპარლამენტო არჩევნებზე გამოსვლას დამოუკიდებლად აპირებს.

 

 

გიგლა ბარამიძე: ''რესპუბლიკელებს'' ერთი სული აქვთ, ივანიშვილი მოახრჩონ

`რუსული ფულით ევროატლანტიკური ფაფხური მიუღებელია~
`ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილიღა დარჩა დასასაქმებელი~
რა შანსებს აძლევს არასაპარლამენტო ოპოზიციას ნაციონალებსა და `ქართულ
ოცნებაში~ დაწყებული დაპირისპირება, მოხდება თუ არა დიდი ოპოზიციური
გაერთიანება, ვინ უპირებს ბიძინა ივანიშვილს მოხრჩობას, ვის არა აქვს უფლება,
ილაპარაკოს პროდასავლურობაზე? _ ამის შესახებ `ახალ თაობას~ დემოკრატიული
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
გიგლა ბარამიძე:
_ დღეს მთელი ქვეყანა თინა ხიდაშელისა და გოგი თოფაძის დაპირისპირების
განხილვით არის დაკავებული. არადა, ქვეყანაში იმაზე გაცილებით სერიოზული
პრობლემებია, ვიდრე ამათი ბუტიაობა. ესენი ერთმანეთს ვერასდროს იტანდნენ, მაგრამ,
არც ისაა გამორიცხული, ხელისუფლება მათ შორის დაპირისპირებას სხვა პრობლემების
გადასაფარად იყენებდეს.
მთავრობა ვერცერთ გამოწვევას ვერ უმკლავდება. კატასტროფულად იმატა
კრიმინალმა, სამუშაო ადგილები არ იქმნება და ხალხი შიმშილით სულს ღაფავს. ამ
დროს ვიღაც ჩინოვნიკმა, რომელმაც ბათუმში რესტორანში მისთვის სასურველი მაგიდა
ვერ შეუკვეთა, რესტორანს წყალი გადაუკეტა.
ცოცხალი თავით არ ცვლიან საარჩევნო კოდექსს, ამბობენ, რა ცვლილებებსაც
გვთავაზობთ, კარგია, მაგრამ 2020 წლამდე არაფერი შეიცვლებაო. ამით რა გამოდის, რომ
მომავალი 4 წელი კიდევ ამ მუქთახორებსა და 0%-იან წურბელებს ვუყუროთ?
ძალიან ცნობილი რომაული ფორმულა _ პური და სანახაობა `ქართულმა ოცნებამ~
შეცვალა და მხოლოდ სანახაობა დატოვა. პური, ამ შემთხვევაში ეკონომიკა, ჩამოშალა და
დააქცია. მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ იმდენ ლომბარდს, რამდენიც
საქართველოშია. ეს ძალიან ცუდი რამის მანიშნებელია. ხალხს სახლიდან რაღაც ნივთები
გამოაქვს და ალომბარდებს, რომ პურის ფული იშოვოს. ამ ვითარებაში კარგი სანახავია,
როგორ ჭამენ ერთმანეთს ხელისუფლების წევრები.
_ თუმცა ეს დაპირისპირება მხოლოდ ყურადღების მისაქცევად არ უნდა იყოს
დაწყებული.
_ რა თქმა უნდა. ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წელს ვამბობდით, რომ ისინი საერთო ენას
ვერ გამონახავდნენ. გარდა იმისა, რომ განსხვავებულად უყურებენ ყველაფერს,
ერთმანეთი სძულთ. ისიც საკვირველია, ამდენი ხანი როგორ იკავებდნენ თავს და
აქამდე რატომ არ დაერივნენ ერთმანეთს.
რესპუბლიკელები გამოდიან და ამბობენ, ჩვენ კოალიციაში მყოფებისგან
განსხვავებული მსოფლმხედველობა გვქონდა, მაგრამ მიზანი დიდი იყო _ მიშა უნდა
დაგვემარცხებინაო. მივმართავ რესპუბლიკელებს: თქვე გაჭირვებულებო, რისი ან ვისი
დამმარცხებლები ხართ? მიშა ქართველმა ხალხმა და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა
დაამარცხა. გამარჯვების ნაყოფი თქვენ მიიღეთ და არა _ საზოგადოებამ.
რადგან ასეთი განსხვავებული ფსიქოტიპები ხართ და ლამის საქართველოს
გეოპოლიტიკური არჩევანის გარანტორად მოგაქვთ თავი, მიშა ხომ დამარცხებულია და
რაღა გაკავებთ? თავიანთ ფლიდურ ნაბიჯებს პოლიტიკურ საფარველში ფუთავენ და
ცდილობენ, კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. სინამდვილეში ყველას მიმართ
უპატივცემულობას იჩენენ, კოალიციაში ყველას ზემოდან უყურებენ.
_ ზემოდან ყურება რით გამოიხატება?
_ ამის მაგალითად გამოდგება პრემიერთან შეხვედრიდან გამოსული დავით
უსუფაშვილის განცხადება. რომელმაც განაცხადა, პარტია `ქართულ ოცნებასთან~
სტრატეგიულ რეჟიმში უნდა ვითანამშრომლოთო. მე არ ვიცი, რა სტრატეგიული რეჟიმი
იყო აქამდე, მაგრამ ეს განცხადება კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების
უპატივცემულობაა. ამათ ერთი მიზანი აქვთ მხოლოდ _ ბიძინა ივანიშვილის მზის ქვეშ
დაიკავონ ადგილი. ახლა საკმარისია ბიძინას ერთი ჭიტლაყი და ესენი მალაყით
დაასრულებენ ყელყელაობას ქართულ სპექტრში.
_ თქვენი პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ივანიშვილი ფარული
რესპუბლიკელიაო და, აქედან გამომდინარე, გაიმეტებს მათთვის ჭიტლაყს?
_ მეც ვიზიარებ ნინო ბურჯანაძის ამ მოსაზრებას. აბა, სხვა რა ახსნა უნდა
მოუძებნო იმას, რომ ხელი ჩაჰკიდა და საბავშვო ბაღის ბავშვებივით ატანტალა აქეთ-
იქით, ყველა წამყვან თანამდებობაზე ეგენი დანიშნა. არ გამოვრიცხავ, ბატონ ბიძინას
მარცხენა გულის ჯიბეში რესპუბლიკელების პარტიის ბილეთიც ედოს. არადა, ყველას
გვსმენია საუბრები იმაზე, რომ ის თითქოს ვერ იტანს ამ პარტიას. საქმე საპირისპიროზე
მეტყველებს.
ესენიც ბოროტად სარგებლობენ მისი კეთილგანწყობით და ხშირად გვამუნათებენ,
ჩვენ გვსურს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანებაო. ეს გასაკვირი
არაა, რადგან ევროპული ცნობიერება საქართველოში ბევრად ადრე იყო, ვიდრე ეს
ადამიანები დაიბადებოდნენ. მათ კოლხურ-ელინურ ურთიერთობას შევახსენებ. სხვა
თუ არაფერი, რომში ფარსმან ქველის ძეგლი იყო დადგმული და რას გვამადლით
ევროპისკენ სწრაფვას. ამ განცხადებებს დასავლეთში ვიღაცების გასაგონად აკეთებენ.
ჩვენ თუ არა, საქართველო ევროპისკენ არ წავაო. აქ თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა
ვკითხო, ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება რუსული ფულით მისაღებია?
საინტერესო იქნება ამ კითხვაზე მათი პასუხი.
კოალიცია `ქართულ ოცნებაში~ გაწევრიანებულ პარტიებს მივმართავ,
დაგავიწყდათ, თითო-თითო მილიონი რომ გადმოგირიცხათ ბატონმა ბიძინამ? თქვენ
თუ დაგავიწყდათ, ჩვენ გვახსოვს. თქვენი აზრით, ეს ფული სტრასბურგიდან იყო
მოტანილი თუ ვაშინგტონიდან? ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენად ჩამოყალიბდა
რუსეთში, იქ დააგროვა კაპიტალი. ასე რომ, ძვირფასო რესპუბლიკელებო, დასავლურ
ცივილიზაციაზე რუსული ფულით ფაფხურობთ.
_ რუსული ფულით დაფინანსება დანაშაულია?
_ დანაშაული არაა, მაგრამ უზნეობაა, სხვებს რომ უწოდებენ პრორუსულებს.
ივანიშვილის დიდი შეცდომაა ის, რომ ამ ხალხს ამდენს ალაპარაკებს. ხვალ შესაძლოა
მასვე შეუქმნან პრობლემები. ერთი სული აქვთ, როგორმე ისე მომძლავრდნენ, რომ
პირველი ივანიშვილი მოახრჩონ. ამის შესახებ ერთმანეთში უკვე ხმამაღლა საუბრობენ.
_ რესპუბლიკელები უპირებენ ივანიშვილს მოხრჩობას?
_ აბა, სხვა ვინ? ამაზე მთელი ქალაქი ლაპარაკობს. ეტყობა, მათი ყელყელაობა
ყველას ყელში ამოუვიდა და რამდენიმე დღის წინ მათი მისამართით პრემიერმა კარგი
განცხადება გააკეთა. უმჯობესი იქნებოდა, ამ ყმაწვილკაცს ასეთი რამე ცოტა ადრე
ეთქვა. მეეჭვება, სიტყვა საქმედ აქციოს, მაგრამ, რაღაც რომ თქვა, ესეც მისასალმებელია.
_ ნაციონალებში არსებულ დაპირისპირებაზე რაღას იტყვით, იქ რა ხდება?
_ იქაც საარჩევნო სიის გამო მიდის დაპირისპირება. `ქართულმა ოცნებამ~
ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ დამნაშავეებს მთავარი ოპოზიციური ძალის
სტატუსი მიეღოთ. ცოტა ხნის წინ ისეთი ოდიოზური ფიგურები დააწინაურეს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომ საჭიროა ზურაბ ადეიშვილის დაბრუნებაც. მისი
შექმნილია ეს სისტემა, მოსამართლეები მისი ხალხია და დაუნიშნონ ბარემ მეთაურად.
დააბრუნონ ციხის დირექტორებად ისინიც, რომელთა დროსაც ხალხს აწამებდნენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი გაუთეთრეს.
მათ წინააღმდეგ ხმასაც იმიტომ იღებენ, რომ თითის გასაშვერი სხვისკენ არ აქვთ.
ურთმელიძესა და მურუსიძეზე აწყობენ სასამართლო სისტემას. ასეთ ვითარებაში
სამართლიანობის აღდგენის იმედი არ უნდა გვქონდეს.
_ ნაციონალებში არსებული დაპირისპირება მათ ამომრჩეველზე როგორ აისახება?
_ ამას არჩევნებზე ვნახავთ. მათ საქართველოდან დიდი ფული წაიღეს,
უკრაინაშიც კარგად შოულობენ. დიდი ფინანსებით შეეცდებიან ხმების მოპოვებას,
თორემ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება მათი საარჩევნო სიის პირველი
ნომერი, სანდრა, დებორა თუ საფო.
ივანიშვილი რამდენჯერმე გავაკრიტიკე, ამის მიუხედავად, ვერ დავუკარგავ იმ
ღვაწლს, რომელიც მან სააკაშვილის რეჟიმის შეცვლაში შეიტანა. ეს იყო ომის მოგება,
მაგრამ, არც ის უნდა დაავიწყდეს ვინმეს, რომ მანამდე ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი
ბრძოლები გვქონდა რეჟიმთან გამართული. კოალიცია `ქართულ ოცნებაში~
მოკალათებულ პარტიებს შევახსენებ, რომ პარლამენტში მოხვედრას ჩვენც უნდა
გვიმადლოდნენ.
_ რას გულისხმობთ?
_ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა 2011 წლის 26 მაისის დარბევის
შემდეგ გადაწყვიტა. ეს აქცია დემოკრატიული მოძრაობისა და სახალხო კრების მიერ იყო
ორგანიზებული. სამწუხაროდ, მე მაშინ საქართველოში არ ვიყავი, ნაციონალებს ძებნა
ჰქონდათ გამოცხადებული ჩემზე. ჩვენებს სისხლი რომ არ დაეღვარათ, 2012 წელი არ
მოვიდოდა, ესენი ასე ვერ იყელყელავებდნენ და თანამდებობებს ვერ გაიყოფდნენ.
_ მმართველ გუნდსა და ნაციონალებში არსებული დაპირისპირება
არასაპარლამენტო ოპოზიციის წისქვილზე თუ ასხამს წყალს?
_ არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის ხელსაყრელი მომენტი ნამდვილად არის.
ყველა გამოკითხვა ცხადყოფს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს,
არჩევნებზე ვის მისცეს ხმა. ამომრჩევლის ამ მდგომარეობამდე მიყვანა მმართველი
ძალის დამსახურებაცაა. იმდენი იკუნტრუშეს მასში შემავალმა პარტიებმა, რომ ხალხმა
კარგად დაინახა, ვის რისი კადრება შეუძლია.
_ შეძლებს ამ შანსის გამოყენებას არასაპარლამენტო ოპოზიცია?
_ არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა. იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება მალე
გაერკვევა და იმ ძალას დაუჭერს მხარს, რომელიც არანაირი პრო არ იქნება. ნორმალური
პარტია მზად უნდა იყოს, ნებისმიერ ქვეყანასთან ითანამშრომლოს, საქართველოს
ინტერესებიდან გამომდინარე. მთავარი ამოსავალი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს.
_ არის საქართველოში ასეთი პარტია?
_ ასეთი ძალა არის დემოკრატიული მოძრაობა. ამიტომაც ვერ გვიტანენ და რაღაც
იარლიყებს გვაკერებენ.
_ რაღაც იარლიყებში პრორუსულ ძალად რომ მოგიხსენიებენ, ამას გულისხმობთ?
_ ეგ, იცით, რას ჰგავს? პროფესიონალი მეძავი, საკუთარი ცუდი ზნის დასაფარად,
წესიერ ქალს რომ გაეკიდება და მეძავო, მეძავოო, დაუძახებს.
_ ამის ძახილით თავის პრორუსულობას მალავენ?
_ არა მარტო პრორუსულობას. ან რომ გვაწებებენ ამ იარლიყს, რით გამოიხატება ეს
პრორუსულობა? რუსეთთან დიალოგი რომ საჭიროა, ამაზე თავად ევროპა და ამერიკა
მიგვითითებენ. მთავარია, საგარეო კურსი არ შეიცვალოს, თორემ დიალოგი ყველასთან
შეიძლება.
საოცარია ერთი რამეც, ჩვენი ლიდერი ევროპაშიც ხშირად ჩადის და მნიშვნელოვან
კონფერენციებში მონაწილეობს. ამაზე გატრუნულები არიან. საკმარისია, რაიმე
საერთაშორისო შეკრებაზე ჩავიდეს ბურჯანაძე პეტერბურგში ან მოსკოვში, რომ ერთ
ამბავს ტეხენ, თანაც ჩვენ არასდროს ვმალავთ, სად რა შეხვედრებს ვმართავთ.
_ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან თუ აპირებთ რაიმე ფორმით
თანამშრომლობას?
_ ამ ეტაპზე არანაირ გაერთიანებაზე არ არის საუბარი. ჩვენ საკუთარი ძალებით,
დამოუკიდებლად ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას. პოლიტიკაში გამორიცხული
არაფერია და მომავალში შესაძლოა რაღაც შეიცვალოს. როგორც უკვე გითხარით, 2012
წლის შედეგი რომ დადგა, ჩვენი დამსახურებაა, მაგრამ სხვა დარჩა მოგებული. ამაზე
ჩივილს არ ვაპირებთ, ან ვის უნდა შევჩივლოთ _ რუსთაველი მკვდარია.
რუსული ფულით ევროატლანტიკური ფაფხური მიუღებელია.
ხელისუფლებას ზურაბ ადეიშვილიღა დარჩა დასასაქმებელი.
რა შანსებს აძლევს არასაპარლამენტო ოპოზიციას ნაციონალებსა და "ქართულ
ოცნებაში" დაწყებული დაპირისპირება, მოხდება თუ არა დიდი ოპოზიციური
გაერთიანება, ვინ უპირებს ბიძინა ივანიშვილს მოხრჩობას, ვის არა აქვს უფლება,
ილაპარაკოს პროდასავლურობაზე? ამის შესახებ "ახალ თაობას" დემოკრატიული
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: “ქვეყანაში მშიერი ბუნტი იწყება”

თაკო მათეშვილი
“თანამედროვე მონობის მოდელი” - ასე უწოდებს „გაერთიანებული
დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე
ტყიბულელი მეშახტეების მდგომარეობას და აცხადებს,რომ ამაში დამნაშავე
სახწლმწიფოცაა და პროფკავშირებიც.
პირველი იმიტომ, რომ კანონმდებლობით დამსაქმებელს დასაქმაბულების ასეთ
მდგომარეობაში ჩაგდების საშუალებას აძლევს; მეორე კი იმის გამო, რომ არ
ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას და მუშათა კლასს გვერდში არ უდგას.
მოგეხსენებათ, ტყიბულელ მეშახტეთა პროტესტი გრძელდება. მაღაროელები და
მათი მხრადამჭერები გუშინ დილიდან ისევ საქნახშირის ადმინისტრაციულ
შენობასთან შეიკრიბნენ. მოთხოვნები უცვლელია. ხელფასების 40 პროცენტამდე
გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
კომპანიაში კი აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში უსაფრთხოების მიზნით
მენეჯმენტი იძულებულია გარკვეული უბნების კონსერვაცია განიხილოს.
“რეზონანსი”: შეიძლება თუ არა ტყიბულის მოვლენები მასობრივ სოციალურ
კრიზისში გადაიზარდოს?
დიმიტრი ლორთქიფანიძე:  ნამდვილად ასე შეიძლება განვითარდეს ის
პროცესები, რომლებიც ტყიბულში დაიწყო. მეშახტეების პრობლემები ჩემთვის
კარგადაა ცნობილი. 2012 წელს მთელი წინასაარჩევნო კამპანია ელისო
ჩაფიძესთან ერთად ჩავატარე და კარგად ვიცი იმ ოჯახების სოციალური ყოფა,
რომელთა წევრებიც მეშახტეებად მუშაობენ.
2012 წელს პარლამენტში გამოსვლის დროს მეშახტეთა მდგომარეობას მე
თანამედროვე მონობის მოდელი ვუწოდე. ჯერ კიდევ 2010-2011 წლებში, როცა იქ
თურქი ინვესტორი იყო შესული და ამ ბიზნესს სხვა მეპატრონე ჰყავდა,
მეშახტეების საშუალო ხელფასი 400 ლარის ფარგლებში მერყეობდა. იყვნენ
ისეთებიც, ვინც 200 ან 300 ლარს იღებდა. რაც ყველაზე მთავარია,  იმ შახტებში,
სადაც ყველაზე მეტი საშიშროება იყო, უსაფრთხოება დაცული არ ჰქონდათ.
ხშირი იყო მეშახტეების ტრამვირება და სიკვდილიანობის შემთხვევები.
მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობა ძალიან ცუდ პირობებში უწევდათ, ისევე
როგორც ჭიათურელებს მაღაროებში, იმ ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით,
რაც მაშინ საქართველოში იყო, ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი კიდევ შეეძლოთ
აეტანათ. ახლა კი, გლობალური ეკონომიკური გაჭირვებისა და ფინანსური
კრიზისის ფონზე,  მათი მდგომარეობა დამძიმდა.
ეს უკანასკნელი წვეთი იყო იმ ფიალაში, რომელიც უკვე გაივსო და თქვენ
ხედავთ რომ პროცესები ნელ-ნელა უკვე უმართავი ხდება. შეიძლება მთელ
ქვეყანაში მშიერი ბუნტის დაწყებას ჩაეყაროს საფუძველი. სოციალური კრიზისი,
ეკონომიკურ კრიზისთან ერთად მშრომელი ადამიანებისთვის გამოუვალ
სიტუაციას ქმნის. მათ ოჯახში ლუკმა-პურის შეტანის საშუალებაც კი ესპობათ იმ
რეგულაციებით, რომელიც ბოლოდ დროს საქართველოს პარლამენტმა მიიღო.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ელისო ჩაფიძეს მადლობა გადავუხადო იმ
განცხადებებისათვის, რომლებსაც ბოლო დღეებში აკეთებს. იმ სამოქალაქო და
პოლიტიკური პოზიციისთვის, რომელიც ხშირად საკუთარი გუნდის
საპირისპიროც კია.
“რეზონანსი”: რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, რამდენად ადეკვატურია
იგი თქვნი აზრით შემქნილ ვითარებაში?
დ.ლ: მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ცაიტნოტშია. მას გამოსავალი არ აქვს
მოძებნილი. სიტუაცია კი ყოველდღიურად უფრო და უფრო ჩიხში შედის.
მხოლოდ ერთი დეპუტატის განგაშის ზარები გამოსავალი არაა.
ვფიქრობ საჭიროა ხელისუფლებამ ინვესტორთან მეშახტეების პრობლემების
გადასაჭრელად, მათი ხელფასების მოსამატებლად და შრომითი პირობების
უზრუნველსაყოფად,  დიალოგი დაიწყოს.
“რ”: ცნობილი გახდა, რომ კომპანია ზოგიერთი შახტის კონსერვაციას გეგმავს. ეს
რას გამოიწვევს?
დ,ლ: ეს იმას გამოიწვევს, რომ ისედაც ერთ გუნდად ქცეული ტყიბულის მუშათა
კლასი საკუთარი უფლებების დასაცავად საბოლოოდ გაერთიანდება.
ხელისუფლებისათვის ეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა იქნება, რადგან
პროცესი შესაძლოა მყისიერად გადამდები გახდეს ჭიათურის
მაღაროელებისათვის, რომლებიც უარეს თუ არა, უკეთეს მდგომარეობაში
ნამდვილად არ არიან. ეს ყველაფერი კი, დიდი ალბათობით, მიმდებარე
რეგიონებში  სოლიდარობას ჰპოვებს. საბოლოოდ  ყველაფერი მასობრივ
მღელვარებამდე შეიძლება მივიდეს.
“რ”: ანუ, მიგაჩნიათ, რომ პროტესტი სხვა ინდუსტრიულ ქალაქებსაც შეიძლება
მოედოს?
დ.ლ: რა თქმა უნდა. ზესტაფონიც მთლიანად ჭიათურის მანგანუმზეა
დამოკიდებული. შესაბამისად, თუკი პროტესტი  ჭიათურაში გადავა, ეს
პროცესში ზესტაფონის მოსახლეობასაც აუცილებლად ჩაითრევს. თუ ამ პროცესს
მკაცრი კონტროლი დღესვე არ გაუწია ხელისუფლებამ და ინვესტორებთან
მოლაპარაკებები არ დაიწყო, შეიძლება მთელი ქვეყანა  პროტესტმა მოიცვას.
“რ”: ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში დასაქმებულთა
უფლებები დაცული არც ერთ სფეროში არაა. რატომ ვერ უზრუნველყობს
პროფკავშირები მათ ელემენტარულ დონეზე დაცულობას მაინც?
დ.ლ:  საქართველოს პროფკავშირებს , რომელსაც მე პირადად არ ვენდობი,
სერიოზული ბერკეტი გააჩნია იმისათვის, რომ მუშათა კლასს გვერდში დაუდგეს.
ეს პირველ რიგში მისი მოვალეობაა. სამწუხაროდ, არსებულ პროცესებზე
პროფკავშირების დადებით ზეგავლენას ვერანაირად ვერ ვხედავთ.
შესაბამისად, თუ ეს პროცესები ისე წავა, რომ მისი ყველაზე ნეგატიური
შედეგები ხელსუფლებამ თავიდან ვერ აიცილა, მიმაჩნია, რომ ამაში გარკვეული
წვლილი პროფკავშირებსაც ექნება შეტანილი.  აქ მხოლოდ საპროტესტო აქიებში
თანამომნაწილეობა ხომ არაა საქმე. პირველ რიგში, შრომის კანონმდებლობაზეა
საუბარი, რომელიც დღემდე ვერ დაიხვეწა და ვერ გახდა ისეთი, რომ ადამიანი
საკუთარ ქვეყანაში შრომითი ექსპლუატაციისაგან დაცული იყოს.
ამ პრობლემების დაძლევას კი მუშათა კლასი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს.
მათ პროფკავშირების დახმარება სჭირდებათ, ჩვენ თუ მშრომელებს
სამართლებრივად და ინტელექტუალურად არ ვეხმარებით, მაშინ მათ საკუთარი
ინტერესების ძალის გამოყენებით დაცვა მოუწევთ. ეს ყველგან ასე ხდება.  როცა
დამსაქმებელი ყველაფერს მხლოდ საკუთარ მოგებაზე თვლის და დასაქმებულის
უფლებების არ დაგიდევთ მხოლოდ იმიტომ, რომ შრომითი კანონმდებლობა ამის
საშუალებას იძლევა, მთელი პასუხისმგებლობა მმართველ ხელისუფლებას
ეკისრება.
თაკო მათეშვილი
“თანამედროვე მონობის მოდელი” - ასე უწოდებს „გაერთიანებული
დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე
ტყიბულელი მეშახტეების მდგომარეობას და აცხადებს,რომ ამაში დამნაშავე
სახწლმწიფოცაა და პროფკავშირებიც.
პირველი იმიტომ, რომ კანონმდებლობით დამსაქმებელს დასაქმაბულების ასეთ
მდგომარეობაში ჩაგდების საშუალებას აძლევს; მეორე კი იმის გამო, რომ არ
ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას და მუშათა კლასს გვერდში არ უდგას.
მოგეხსენებათ, ტყიბულელ მეშახტეთა პროტესტი გრძელდება. მაღაროელები და
მათი მხრადამჭერები გუშინ დილიდან ისევ საქნახშირის ადმინისტრაციულ
შენობასთან შეიკრიბნენ. მოთხოვნები უცვლელია. ხელფასების 40 პროცენტამდე
გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
 

„ლამიყლაპია ნარმანია ერთ-ერთი პარტიიდან უქნარობისთვის გამოაგდეს“

„ლამიყლაპია ნარმანია ერთ-ერთი პარტიიდან უქნარობისთვის გამოაგდეს“
მოხდება თუ არა დემოკრატიული მოძღაობის გაერთიანება მრეწველებთან და ეროვნულ ფორუმთან, რატომ არ გამოიძია ხელისუფლებამ ნაციონალების დანაშაულებები, საიდან გააძევეს დავით ნარმანია? - ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრა.
-კოალიცია „ქართული ოცნებაში“ უკვე ღიად საუბრობენ, რომ მათ რიგებს ეროვნული ფორუმი გამოაკდება. მათმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ თქვენი პარტიის ლიდერ ნინო ბურჯანაძეზე ბევრი კარგი რამ თქვა, არის ვარაუდი, რომ ფორუმი და დემოკრატიული მოძრაობა შესაძლოა გაერთიანდნენ. ამასთან დაკავშირებით თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ უფრო დაიძაბება ურთიერთობა და ხელოვნურადშეთითხნილ ერთობაში ბევრი რამ შეიცვლება. არც ისაა გამორიცხული, ფორუმიც წამოვიდეს იქიდან. რაც შეეხება მათთან ჩვენს გაერთიანებას, გამორიცხული არაფერი არაა, მაგრამ ამ მომენტისთვის ა თემაზე საუბარი არ მიმდინარეობს და დემოკრატიული მოძრაობა დამოუკიდებლად აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.
გუბაზ სანიკიძის განცხადებები გასაკვირი არაა. მისი და ნინო ბურჯანაძის ოჯახები მეგობრობენ და კარგი ურთიერთობები აქვთ. გუბაზს მეც კარგად ვიცნობ უნივერსტეტიდან და მის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის ალიანსი გაფორმდება. თუმცა გამორიცხული არაფერი არ არის.
-რაკი გამორიცხული არაფერი არაა, „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ძალებიდან რომელთან არის შესაძლებელი თქვენი თანამშრომლობა? თქვენი პარტიის მსგავსად. მრეწველთა ფრაქციაც სკეპტიკურად არის განწყობილი ნატოს მიმართ. მათთან თუ არის შესაძლებელი თანამშრომლობა?
პოლიტიკაშ რამის სიყვარული არ არსებობს, ჩვენ მოგვწონს ის, რაც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და მეორე, ჩვენ სურვილებით კი არ ვცხოვრობთ, არამედ არსებული რეალობიდან გამოვდივართ. ნატოს მიმართაც არ ვართ სკეპტიკურად განწყობილი, უბრალოდ ვამბობთ რომ 2008 წლის შედეგ ნატოში ჩვენი გაწევრიანება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როდესაც ნატოზეა საუბარი, ყოველთვის ვინტერესდებით, როგორ ესახებათ იქ ჩვენი გაწევრიანება, ეს არის და ეს, რაც ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს წინააღმდეგი ვართ. მათ გასაგონად, ვინც ჩვენ პრორუსულებას გვაბრალებს, ვიტყვი, რომ ჩვენ ვართ ევროპული მსოფლმხედველობის მქონე პარტია და ამის შესახებ პარტიის პროგრამაშიც გვიწერია.
მრეწველებთან თუ ითანამშრომლებთო, მკითხეთ და ამის პასუხად ვიტყვი, რომ ჩვენთვის მისაღებია ის ძალა, რომლისთისაც ეროვნული ინტერესები უპირველესია. ამასთან დაკავშირებით მეტს აღარ დავაკონკრეტებ.
-ნაციონალები ატკიცებენ, რომ მათთვის მთავარია ეროვნული ინტერესები. ეს ძალაც მისაღებია დემოკრატიული მოძრაობისთვის  ?
ნაციონალური მოძღაობა როგო რუნდა იყოს ჩვენთვის ისაღები? მათი განცხადებები ეროვნული ინტერესების დაცვაზე არის სასაცილო, მათი საქმეები სხვა რამეს ამტკიცებს. ეროვნულობის გარდა, ევროპელობას იჩემებენ და შვიდივე ბრუნვაში ატრიალებენ რუსეთს, ამის მიუხედავად, საქართველოში მაგათზე პრორუსული ძალა არ არსებობს.
რუსეთს საქართველოში ისეთი სარგებელი არასდროს უნახავს, როგორც ეს ნაციონალების მმართველობის დროს მოხდა. ყოფილმა ხელისუფლებამ მოსკოვს ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები პირდაპირ უფეშქაშა. ასე კარგად რუსულ საქმეს ვერც ერთი მეფისნაცვალი ვერ გააკეთებდა. დღეს ეს ხალხი უკრაინაში ე.წ. რეფორმებს ატარებენ. აქაც არ ჩერდებიან და ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში ჰყავთ გადაყვანილი, რაც „ქართული ოცნების“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.
-ნაციონალების კრიტიკა არ არის ობიქტური, თუნდაც იგივე მერიის მუშაობის მიართ? თქვენი პარტიაც ცუდად აფასებს ნარმანიას. და რაკი მასზე ვსაუბრობთ, როგორ შეაფასებთ მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურორის შვილის დაფინანსებით ქვეყანა არ დაიცვა?
„ქართულმა ოცნებამ“ უდიდესი შეცდომა დაუშვა, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სისტემური დანაშაულის გამოძიება რომ არ დაიწყო. აქედან გამომდინარე წარმოიშვა კოაბიტაცია და ამის ბრალია, რომ ნაციონალები იქეთ უქნევენ ხელებს ოქმედ ხელისუფლებას. ეს ქართულ სახელმწიფოს აზარალებს და ესაა ძალიან ცუდი.
ხელისუფლებას ახასიათებს კიდევ ცუდი თვისება. დაშავებული შეცდომების თუ უუნარობის გადაფარვის მიზნით ხელს ნაციონალებისკენ იშვერს. ისინი რომ ცუდები იყვნენ, „ქართული ოცნების“ გარეშეც კარგად ვიცით. ახლა გვაინტერესებს, თუ ასეთი ცუდები იყვნენ, რატო არ აღიარეს სისტემური დანაშაული?! აღედგინათ საართლიანობა. ამას არ აკეთებენ, სამაგიეროდ, ხელის გაშვერა კარგად ისწავლეს და სიცუდეში დაუწყეს შედარება.
მათი უუნარობის დასადასტურებლად ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძება, მაგრამ ნარმანიაზე დაისვით კითხვა და მასზე შევჩერდები. იმდენ საშინელებებს აკეთებს, რომ მის გამო სოფელი კოკი იწვის სირცხვილით. ვიღაც დამაბრალებს, მერს წარმომავლობას უწუნებსო, არა ბატონებო, მე უვიცობაზე მაქვს საუბარი. ასეთი გაუბედურებული დედაქალაქი არავის ახსოვს. თბილისი უპატრონოდ არის მიშვებული. სხვა რა უნდა ვთქვა ქალაქზე, სადაც 32.000 ადამიანი შიმშილობს. ეს ოფიციალური მონაცემებია, სინამდვილეში ბევრად მეტი მოქალაქე ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში.
ამ დროს ცოსიალურად დაუცველების ფონდიდან მერი თანხას პროკურორის ოჯახში აძლევს. აქ იურიდიულ კაზუისტიკასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ ეს გახლავთ მორალური დანაშაული. ეს ლამიყლაპია ერი გაოდის და უსირცხვილოდ იძახის, რომ ამით ქვეყანა არ დაქცეულა.
-დაიქცა თუ არა ქვეყანა?
ამ თანხის გამოყოფის გამო ქვეყანა ნამდვილად არ დაიქცეულა, მაგრამ ნარმანიას ქმედებებმა და მმიდგომებმა ნამდვილად დააქცია დედაქალაქი.
მოხდება თუ არა დემოკრატიული მოძღაობის გაერთიანება მრეწველებთან და ეროვნულ ფორუმთან, რატომ არ გამოიძია ხელისუფლებამ ნაციონალების დანაშაულებები, საიდან გააძევეს დავით ნარმანია? - ამის შესახებ „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრა.
-კოალიცია „ქართული ოცნებაში“ უკვე ღიად საუბრობენ, რომ მათ რიგებს ეროვნული ფორუმი გამოაკდება. მათმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ თქვენი პარტიის ლიდერ ნინო ბურჯანაძეზე ბევრი კარგი რამ თქვა, არის ვარაუდი, რომ ფორუმი და დემოკრატიული მოძრაობა შესაძლოა გაერთიანდნენ. ამასთან დაკავშირებით თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ