პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ინტერვიუები

ვალერიან გორგილაძე: ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უაზრო შეძახილები, კონსტრუქციულმა მსჯელობამ უნდა ჩაანაცვლოს

ექსპერტ ვალერიან გორგილაძის განცხადებით, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უაზრო შეძახილები, კონსტრუქციულმა მსჯელობამ უნდა ჩაანაცვლოს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ არასტანდარტული ცვლილების მეშვეობით უსაფრთხოების ახალი გარანტიები მოიპოვოს.

ამ თვალსაზრისით გორგლაძის თქმით, „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული კონფერენცია საინტერესოა. ექსპერტი იმედოვნებს, რომ კონფერენცია შედეგიანიც იქნება.

მისი თქმით, საქართველო გეოპოლიტიკური ომების ცენტრში 1000 კილომეტრის რადიუსითა მოქცეულია.

„ჩრდილოეთით რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტია, სამხრეთით კი ერაყისა და სირიის წინააღმდეგ ისლამური სახელმწიფოს აგრესიაა. ამიტომ, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უაზრო შეძახილები, კონსტრუქციულმა მსჯელობამ უნდა ჩაანაცვლოს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ არასტანდარტული ცვლილების მეშვეობით უსაფრთხოების ახალი გარანტიები მოიპოვოს“,-განაცხადა გორგილაძემ.

 

ნანა დევდარიანი: საქართველოს საგარეო მიმართულების შესახებ საექსპერტო დასკვნის სახით დოკუმენტი უნდა შეიქმნას

„გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის ნანა დევდარიანის განცხადებით, მის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დღეს, წინადადება გაჟღერდა, რომ საექსპერტო დასკვნის სახით დოკუმენტი შეიქმნას, თუ რა გზით უნდა იმოძრაოს საქართველომ საგარეო მიმართულების კუთხით.

კონფერენცია, რომელიც დღეს გაიმართა, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს ეძღვნებოდა.

ნანა დევდარინის თქმითვე, ექსპერტები, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობდნენ, საგარეო ორიენტაციის მიხედვით არიან დაჯგუფებულნი.

„ჩვენი ამოცანა და მიზანი იყო სწორედ სხვადასხვა მოსაზრებების მქონე ექსპერტები დამსხდარიყვნენ ერთ მაგიდასთან და საკუთარი ხედვა წარმოედგინათ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით. ცხადია, ისინი არ შეიცვლიან შეხედულებებს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვუნიშნოთ ყველა ორიენტირი, რომელიც მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის“,-განაცხადა დევდარიანმა.

 

სოსო ცინცაძე: საქართველოს ამოცანა მეზობლებთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტა უნდა იყოს

ექსპერტ სოსო ცინცაძის განცხადებით, „გლობალური კვლევების ცენტრის“ მიერ ორგანიზებული კონფერენციის საუბრის მთავარი თემა საგარეო პოლიტიკის პრობლემები იყო, უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების რეალური პერქსპექტივები.

ცინცაძე დღეს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობდა.

ექსპერტის თქმით, დღეს ძალზედ ბევრი წინააღმდეგობაა გადასალახი ამ მიმართულებით.

„საქართველო ალბათ, მსოფლიოში იმ რამდენიმე ქვეყნის რიცხვშია, რომელსაც თავის არც ერთ მეზობელთან საზღვარი არ აქვს დადგენილი, ჩვენ სადაო ტერიტორიები გვაქვს აზერბაიჯანთან, რუსეთთან, სომხეთთან და თურქეთთანაც კი.

ამიტომ იგნორირება იმ ფაქტისა რომ ეხლა ჩერნოგორიის მიღების საკითხი დგას და პირდაპირ ერთი თვის წინ ევროპარლამენტმა ულტიმატუმი წაუყენა ჩერნოგორიას, რომ ხორვატიასთან სადაო პატარა ნახევარკუნძულის პრობლემას თუ არ მოაგვარებს, ნატოში მას ვერ მიიღებენ“,-განაცხადა ცინცაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მეზობელთან სადავო ტერიტორია აქვს, შეწყვეტილია მოლპარაკებები მეზობელ სახელმწიფოსთან, ამიტომ საქართველოს ამოცანა მეზობლებთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტა უნდა იყოს.

 

რამაზ საყვარელიძე: გაუგებარია IRI-ს კვლევაში ბურჯანაძის პარტიასა და „პატრიოტთა ალიანსს“ დაბალი რეიტინგი რატომ აქვს

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გაუგებარია რატომ აქვს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ დაბალი რეიტინგი.

აღნიშნულით, საყვარელიძე, გაზეთ „კვირის პალიტრასთან საუბრისას,“ IRI-ის სოციოლოგიურო კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

„თუკი საზოგადოება როგორც „ქართული ოცნებით“, ასევე „ნაციონალური მოძრაობით“ უკმაყოფილოა, რატომ აქვთ ასეთი დაბალი მაჩვენებლები იმ პარტიებს, რომლებიც ორივეს აკრიტიკებენ, ვგულისხმობ, ბურჯანაძის პარტიასა და „პატრიოტთა ალიანსს“,-განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტის თქმით, IRI და აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საქართველოში პოლიტიკურ თამაშებს თამაშობდნენ და დღესაც თამაშობენ.

 

ნინო ბურჯანაძე: ამერიკელებმა ახალი პოლიტიკური სცენარი დაგვიწერეს

ამერიკელებმა ახალი პოლიტიკური სცენარი დაგვიწერეს, როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები დასავლეთის დღის წესრიგშიც დგას, სამზადისი დაწყებულია, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნდობით, 62%-ით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ. რეიტინგებში მესამე ადგილს, 57%-ით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია იკავებს. მეოთხე ადგილს, 56%-ით, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იყოფენ.

ამ კვლევებით იკვეთება, რომ დასავლეთი ფსონს ირაკლი ალასანიაზე აკეთებს. თეთრი სახლის კულუარებში, ჯერ კიდევ 2014 წელს, იმ ახალი პოლიტიკური ნავის ეკიპაჟი განიხილებოდა, სადაც ერთ ნავში მოიაზრებოდნენ პროდასავლური ძალები _ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები, “რესპუბლიკელები” და “ნაციონალები”... თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” მკვდარზე გვირგვინის ფუნქციას თუ შეასრულებს, ის ჩამოწერილი ძალაა, რომელიც ამერიკელებს მხოლოდ პრობლემებს თუ შეუქმნის.

 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა "გერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პროფესორი - გიგლა ბარამიძე

"ასავალ - დასავალი" - 13.03.2015

— სანამ რამეს მკითხავდეთ, მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო „ასავალ-დასავალს“ იმ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, რომლის შედეგიც 11 მარტს უნდა გახდეს ცნობილი. იმედი მაქვს, მოსამართლე ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და მავანსა და მავანს არ მისცემს საშუალებას, რომ „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ თავისი მზაკვრული, სადამსჯელო ჩანაფიქრი განახორციელოს!

„ასავალ-დასავალი“ ყოველთვის იყო, არის და იქნება თავისუფალი აზრის ციტადელი. თქვენ ემსახურებით ნამდვილ ეროვნულ იდეას, რასაც მამული, ენა, სარწმუნოება ჰქვია და ყველა, ვინც „ასავალ-დასავალს“ ებრძვის, განხილულ უნდა იყოს, როგორც ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ძალა!

— დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის, ბატონო გიგლა, ახლა კი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბროთ...

— რამდენიმე დღის წინათ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გადაჭრით და არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველოსათვის ამ ეტაპზე ნატო-ს კარი დაკეტილია!

 

ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: ქართველი პოლიტიკოსები ევროინტეგრაციული კურსის დისკრედიტირებას ახდენენ

რუსული გამოცემა «Вестник Кавказа», „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.

მასალის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

ქართველი პოლიტიკოსები თავიანთი მოქმედებით მოსახლეობის თვალში ევროინტეგრაციის კურსის დისკრედიტირებას ახდენენ, - განაცხადა „ვესტნიკ კავკაზას“ კორესპონდენტთან საუბარში პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, „წინა ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ტენდენციის, მიმართულების ჩამოყალიბება შეძლო: „შენ აუცილებლად უნდა იყო ნატოში გაწევრიანებისა და პროდასავლური პოლიტიკის მომხრე და იმავდროულად რუსეთიც უნდა გძულდეს“. ამ ტრენდს აქტიურად უჭერს მხარს დასავლეთი - ის წრეები, რომლებიც პირდაპირ, ღიად, აფინანსებენ საქართველოს პროდასავლურ ძალებს“, - მიიჩნევს ნინო ბურჯანაძე.

 

სოსო ცინცაძე: თუ ივანიშვილს სიტუაციის გამოსწორება უნდა, ნინო ბურჯანაძესთან მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ფაქტობრივად დაშლილი, მასში შემავალი ყველა პარტია კი დისკრედიტებულია.

სოსო ცინცაძემ ეს, გაზეთი ,,კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი ალეტერნატივა რჩება - ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერთან, ნინო ბურჯანაძესთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები.

,,ვინმე სხვა ალტერნატივას ხედავს? ივანიშვილმა თავისი სიმპათია-ანტიპათიები გვერდზე უნდა გადადოს და ქვეყანას მიხედოს. კოალიციაში შემავალი ყველა პარტია უკვე დისკრედიტებულია, რა რეიტინგიც ჰქონდათ, ისიც აღარ აქვთ. ხალხი ხმას არც ერთ პარტიას აღარ მისცემს. პარლამენტს გარეთაც აღარ დარჩა მძიმეწონიანი პოლიტიკოსი. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ერთადერთი, - ბურჯანაძეღა შემორჩა.

ლევან ვასაძეზე ლაპარაკობენ ხოლმე პერიოდულად და ეგეც ვინ არის და რას წარმოადგენს, არავინ იცის“ - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

 

ზაზა ვეკუა: " ეს უკვე აბუჩად აგდება და უპატივცემულობაა. თბილისელები დავით ნარმანიას დასაცინები ნამდვილად არ არიან"

თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციონერი დეპუტატები ხელმოწერებს აგროვებენ, რომ თბილისის მერი საკრებულოში გამოცხადდეს და დეპუტატთა შეკითხვებს უპასუხოს. დავით ნარმანია, ეტყობა, მიხვდა, რომ ნამეტანი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და განაცხადა, რომ საკრებულოში ხელმოწერების შეგროვება და აჟიოტაჟის ატეხა არ საჭირო იყო. მერიაში აცხადებენ, რომ ნარმანია საკრებულოში აპრილის დასაწყისში მივა და საკუთარი გუნდის უუნარობასა თუ დანაშაულებრივ საქმიანობაზე ბევრი მწარე კითხვის მოსმენა მოუწევს. რა კონკრეტული კითხვები აქვს დავით ნარმანიასთან ოპოზიციას?

"ალიას" ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე, ზაზა ვეკუა ესაუბრა:

- ბატონო ზაზა, მგონი, გეშველათ დეპუტატებს და დავით ნარმანია საკრებულოში მოსვლას აპირებს.

 

პოროშენკო ჩვეულებრივი მედროვე ოლიგარქი და კორუფციული სისტემის შვილია

საზოგადოებამ, ბოლო დროს, ისეთი პოლიტიკური ძალების გაერთიანების ფაქტები იხილა, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო. ამის ერთ-ერთი მაგალითი 4 მარტს ჩატარებული 3 პოლიტიკური ძალის ერთობლივი აქციაც გახლდათ. მოარული ხმებით და დაუდასტურებელი ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე პოლიტ-დაჯგუფების შექმნაა დაგეგმილი. ამ თემებზე სასაუბროდ, სააგენტო „postalioni” პარტია „დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გიგლა ბარამიძეს ესაუბრა:

_ გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია, „დემოკრატიული მოძრაობა”, არჩევნების წინ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანდება. ამჯერად სახელდება პარტია, „პატრიოტთა ალიანსი” . ეს მითქმა-მოთქმა სიმართლეა?

_ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არავისთან არ მიმდინარეობს. დღესდღეობით ჩვენ რეგიონებში სტრუქტურული რგოლების გაძლიერებაზე ვმუშაობთ. აგორებული ჭორები იმის შესახებ, რომ ჩვენ ფარულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ივანიშვილთან, ან ინაშვილთან, სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა სამომავლოდ, არცერთ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელთანაც 100 პროცენტიანი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ არ ვითანამშრომლებთ, ეს არის დამნაშავე რეჟიმის შემქმნელი „ნაციონალური მოძრაობა“

_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ რა დამოკიდებულება გაქვთ?

_ ერთადერთი პოლიტიკური პარტია რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარების მომხრეა, ჩვენი პარტიაა. არცერთ ძალას ეს არ უნდა. შეიძლება ხმამაღლა სხვას ამბობენ, მაგრამ შინაგანად სხვაგვარად ფიქრობენ. .არც ალასანია, არც განხეთქილებაში მყოფი უმრავლესობა ნაბიჯს არ დგამენ იმისაკენ, რომ საარჩევნო კანონში ცვლილებები განხორციელდეს. კარგად მოერგნენ ნაციონალების დროს მიღებულ კანონს, რომელსაც თავის დროზე აკრიტიკებდნენ. ამის მიზეზი არის ის, რომ არ არიან მზად არჩევნებისთვის და არ აქვთ საკუთარი გამარჯვების იმედი. შეხედეთ რა ხდება ქვეყანაში , ხელისუფლების სრული კოლაფსია საგარეო, თუ საშინაო კუთხით, პური გაძვირდა, წამლები გაძვირდა. (10 დღეა, ვირუსი მაქვს და საკუთარ თავზე გამოვცადე. წამლების ყველა დასახელებაზეა გაზრდილი ფასები). ქალაქის მერს სახე აქვს დაკარგული, მერიაში გაქანებული აღებ-მიცემობაა. ამ ხელისუფლებაზეა მორგებული ძველი ანდაზა „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო”. ამბობდნენ არ გამოვიწერთ პრემიებს და დანამატებსო და გამალებული ტემპებით იძენენ მანქანებს და ციფრულ ტელევიზორებს ამ მანქანებში ჩასაყენებლად. უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ სარესტორნო მომსახურეობაზე და ა.შ.

_ ზოგი ფიქრობს, რომ 21 მარტს ნაციონალების დაანონსებული აქცია იქნება ქართული მაიდნის დასაწყისი და ამის შესახებ რა აზრის ხართ?

_ დავარქვათ ამას გადატრიალების მცდელობა, მაგრამ ამის თავი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს. ამ ეტაპზე ისინი არეულობას ვერ მოაწყობენ, თუმცა რამდენიმე მიმართულებით, სიტუაციების ასარევად ემზადებიან.. ჩემი წყაროების საშუალებით ვიცი სადაც დადიან, ვის ხვდებიან და რა მოლაპარაკებები აქვთ. თუ ამ ხელისუფლებამ კვლავ გააგრძელა გაუაზრებელი ნაბიჯების გადადგმა, ნაციონალების მავნებლობებს სექტემბერში უფრო უნდა ველოდოთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ დღეს, საქართველო იქცა გაურკვეველ არასამთავრობო ორგანიზაციად, რომელიც საგარეო ინსტიტუტების რჩევებით ცხოვრობს. ქვეყანა თავზე გვექცევა, ამ ხელისუფლებას კი „უნახავმა რა ნახა” დაემართა. 2012 წლის მერე მათი გაკეთებული საქმე არავის გვინახავს, თითი თითზე არ დაუკარებიათ საკუთარი კომფორტის შექმნის გარდა. ამით საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დათესეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი მათ გაყრის და ნაციონალებს მოიყვანს. საქართველოში უამრავი ადამიანია, რომელიც ოცნებობს, რომ ქვეყანაში პროცესები კონსტიტუციის ფარგლებიდან გავიდეს, რადგან სამართლიანობის აღდგენის იმედი აღარ აქვთ. მეცინება, ნაცები რომ არეულობას ნატრობენ. ვირთხებივით დაუწყებს ხალხი მაგათ დევნას. ერთი სული აქვთ, როდის გადაინაცვლებს ქუჩაში კონფლიქტი.

_ დასავლეთისა და ამერიკის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის აშკარა მხარდაჭერასაც თუ გავითვალისწინებთ, მაინც სასაცილოა მათი იმედები ?

_ თუ გავითვალისწინებთ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი უცხოელების უკვე მარაზმამდე მისულ მხარდაჭერას, ალბათ, ეგენიც ჩაერევიან ჩვენს შიდა კონფლიქტში, თუმცა იმედია, მათი როლი ქუჩაში ფუნთუშების დარიგებით შემოიფარგლება.

_ წეღან ინფორმაციის წყაროები ახსენეთ. შეგიძლიათ, დაგვიკონკრეტოთ ვის გულისხმობდით?

_ გვაქვს ინფორმაციები არა მხოლოდ უკრაინიდან, არამედ იმ მეზობელი სახელმწიფოებიდან, სადაც ნაციონალები დაძრწიან. მათ დაახლოებით 15- 20 მიმართულებით აქვთ გაწერილი საქართველოში დაბრუნების ვარიანტები. რა ფინანსებზე, რა ძალებზეა საუბარი, ყველაფერი ვიცით. სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუში, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მივეცი ვამბობდი, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლება არ ამოიღებს იმ მილიარდებს, რაც ნაციონალებმა გაზიდეს, ამ ფულით მიშა საქართველოში დააფინანსებს „ენჯეოებს”, პოლიტიკურ დაძაბულობას, ტერაქტებს და შეკვეთილ მკვლელობებსაც კი. ეს ვთქვი 2 წლის წინ. შემდეგ მივმართე ხელისუფლებას, რომ ზონდერ-ჯგუფები იკრიბებიან უნგრეთსა და უკრაინაში, მიშა აყალიბებს დამრტყმელ ძალებს მეთქი. ამის შემდეგ გავიდა 6 თვე და ჭიკაიძემ გააკეთა ცნობილი განცხადება საბურავებთან დაკავშირებით. ეტყობა მოიძიეს, გადაამოწმეს და 6 თვე მოუნდნენ, რომ დარწმუნებულიყვნენ ჩემს სიმართლეში. დღესაც ვამბობ, რომ უამრავი საფრთხეა ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, მაგრამ ისეთი ხელისუფლება გვყავს, ერთმანეთისაც არ სჯერათ. სავალუტო ფონდზე ჯავახიშვილი ამბობს, მოსყიდულიაო, გამოდის კვირიკაშვილი და აცხადებს, ეს ჯავხიშვილის კერძო მოსაზრებააო. ისიც ვერ გაურკვევიათ , რომ ორივე ერთი ხელისუფლების წარმომადგენელია . სავიზო რეჟიმზე წულუკიანი ერთს ამბობს, რესპუბლიკური პარტია _მეორეს. ნარმანია ამტკიცებს, რომ მერიაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება, არადა, ამ დროს ვიცემერი მარგიშვილი უკვე გადამდგარია. ახლა თქვენ განსაჯეთ ეს რა არის?!

_ ორი დღის წინ სამმა პოლიტიკურმა ძალამ აქცია ჩაატარა, სადაც ერთ-ერთი აქტივისტი, ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდა. ამაზე რას იტყვით?

_ ცემა-ტყეპის, მით უფრო ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. კარგად მახსოვს, ამ პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთი, ცოტა ხნის წინ გამოგვეთხოვა და განაცხადა, პოლიტიკიდან მივდივარო. ზოგი მათგანი დამოუკიდებელი ვარო ამბობს…. მოკლედ, არაფერი სერიოზული…

. _ ნაციონალური მოძრაობის წევრებს უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე რომ ნიშნავენ, ამას როგორ შეაფასებთ?

_ ნონსენსია, მაგრამ ამის ღირსი ვართ. ესეც ამ უნიათო ხელისუფლების დამსახურებაა. ქართველი ხალხის მიერ გაგდებული სააკაშვილი და მისი გუნდი ოლიგარქმა პოროშენკომ დანიშნა თანამდებობებზე. ერის ამაზე მეტი დაცინვა რაღა უნდა იყოს?! უკრაინელ ხალხზე არა მაქვს საუბარი, ისინი მეგობრები არიან, მაგრამ პოროშენკოსგან ეს არის უკიდურესად დამცინავი ჟესტი. ფაქტიურად, ამ საქციელით მან ქართველი ხალხი გააღიზიანა. თუმცა, გავიხსენოთ ვინ იყო პოროშენკო. განა ის არ იყო კორუფციისგან დაქცეული ქვეყნის მთავრობის წევრი? ოლიგარქი? პარადოქსია ისიც, რომ მისი შოკოლადები რუსეთში დღემდე შეუფერხებლად იყიდება და პოროშენკოს ბიზნესი ყვავის. ეს არის ჩვეულებრივი მედროვე ოლიგარქი და იმ კორუფციული სისტემის შვილი, რომელიც მაიდნამდეც იყო უკრაინაში ფეხგადგმული.

_ დავუშვათ გადაწყდა და საქართველოში დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, როგორ ფიქრობთ, თქვენი პარტია ხელისუფლებაში მოვა?

_ კარგია რომ დღეს საქართველოში აღარ მოღვაწეობს თვალთმაქცი, კლასიკური ევროპელი მექრთამე , ნავარო და იმედია, არჩევნებიც აღარ გაყალბდება. თუმცა ამის ცდუნება და სურვილი აქვთ. ასე რომ არ იყოს საარჩევნო კანონს შეცვლიდნენ. ბიომეტრიული სიებისთვის რომ იბრძოდნენ, ახლა ამას აღარც ახსენებენ. მოკლედ, წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნება და სერიოზული ბრძოლაა საჭირო, თუმცა ნაციონალები რაც არ უნდა გაიწელონ, ოპოზიციონერებიდან ჩვენ ყველაზე სოლიდურად გამოვიყურებით და ხალხი ხედავს ყველაფერს. ჩვენ წარვადგინეთ ბრიფინგზე პროკურატურის 40 კაციანი სია და ვთქვით, რომ თუ ეს ხალხი არ მოაშორეს, არანაირი წინსვლა არ იქნებოდა. ჩვენ ვამბობდით, რომ არ უნდა გვქონოდა ფუჭი იმედები, რომ მიგვიღებდნენ ნატოში. ყველამ ვნახეთ, როგორ გადაუხვია ოლანდმა დიპლომატიურ გზას და პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენი და უკრაინის ნატოში შესვლის წინააღმდეგია. უვიზო რეჟიმის საკითხიც გადაიდო.. ასეთი რამდენი რამ გავთვალეთ და ვთქვით წინასწარ. ამან განაპირობა ჩვენდამი ხალხის ნდობაც. არჩევნები არ არის ჩვენი თვითმიზანი, ეს საშუალებაა, რომ კონსტიტუციური გზით შეიცვალოს უმოქმედობით მავნებლური ხელისუფლება.

_ ლარის გაუფასურებაზე საუბარს გვერდს ვერ ავუვლით, რადგან ეს მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას..ზოგი ამას ხელისუფლების უნიათობას აბრალებს, ზოგიც _ გარე ფაქტორებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რამ გამოიწვია?

_ ლარის კურსზე გარკვეულწილად იმოქმედა გარემო ფაქტორებმა, მაგრამ მისი მყისიერი ვარდნა ეროვნული ბანკის ქმედებებით იყო განპირობებული. გაუგებარია ისიც, ამდენი ხანი ამ თანამდებობაზე რატომ არის ქადაგიძე? გასაგებია, რომ ვადა აქვს, მაგრამ 2 წლის წინ ხომ შეიძლებოდა პარლამენტს მისი იმპიჩმენტი მოეხდინა? იგივე უნდა ვთქვა კუბლაშვილზეც. იმის ნაცვლად, რომ ოცნების მოსვლისთანავე მთელი სასამართლო სისტემა დამნაშავედ გამოეცხადებინათ, ივანიშვილი აუდიენციებით მიადგებოდა ხოლმე კუბლაშვილს და მეგობრულად ართმევდა ხელს. ასე, რომ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალონ. მორჩნენ ნაცებისკენ თითის გაშვერას და საკუთარ თავს მიხედონ.

_ როგორც ითქვა პროკურატურაში ძველი საქმეების გამოძიება დაიწყო და სპეციალური ჯგუფიც შეიქმნა. ალბათ სამართალიც მალე დადგება არა?

_ 6 პროკურორი ეყოფა ამ საქმეს? ძალიან დაგვიანებულია. თანაც რა საქმე მიიყვანეს ბოლომდე, რომ ეს მიიყვანონ?

_ გინდათ თქვათ, რომ 2 წლის განმავლობაში კარგი საერთოდ არაფერი გაკეთებულა?

_ თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლა ვზივართ და ამ თემებზე თავისუფლად ვლაპარაკობთ, არ გვიჭერენ, თავისთავად დიდი მიღწევაა. ეს ყველას რომ დაავიწყდეს, მე არ დამავიწყდება _ ყოფილ პოლიტ-დევნილს. მეორე დადებითი ის არის, რომ დაიწყო სერიოზული რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში. კახი კახიშვილისნაირები უნდა მოეძებნათ და ჩაებარებინათ უწყებები. მესამე- ჯანდაცვაა. ასეთი მასშტაბით უფასო ოპერაციები მსოფლიოში არ ვიცი სადმე თუ ხორციელდება, მაგრამ იმხელა თანხები იხარჯება ამ მიმართულებით, რამდენად შეძლებენ ამ პროგრამის გაგრძელებას ძნელი სათქმელია. ეს კერძო კლინიკები კი ისევ ატყუებენ და ატყავებენ ხალხს. ფულს ართმევენ ისეთ პროცედურებში, რაც ფინანსდება. გრიპის ეპიდემია მძვინვარებს და იმისათვის, რომ ბავშვი საავადმყოფოში დააწვინო, უნდა დარეკო ვიღაცეებთან და „ჩააწყო“. სოფლის მეურნეობასაც შევეხები. მოიხნა და დამუშავდა ისეთი ტერიტორიები რაც წლებია მიგდებული იყო, თუმცა სად წაიღონ მოსავალი, კვლავ პრობლემად რჩება.

_ სოფლად შიმშილის პრობლემა მეტ-ნაკლებად ხომ მოიხსნა ?!

_ შიმშილის პრობლემა სოფლებში კიდევ არის. მაღალმთიან სოფლებში, იმერეთში, სამეგრელოში სავალალო მდგომარეობაა. პროგრამები გათვლებს არ ეყრდნობა. ერთჯერადად მიაყარეს ხალხს თანხები. კომფორტს დანატრებულმა მოსახლეობამ კი, ამ ფულით მანქანები შეიძინა. იქ ხალხს ისევ უჭირს და ჩვენმა მთავრობამ ქამრები კი არ უნდა შემოიჭიროს,არამედ ამ ქამრებზე უნდა ჩამოეკიდოს ტყუილებისა და შეუსრულებელი დაპირებების გამო. რაღა „თუთაშხიადან „ სეთურის ზებუ ჭაში“ და რაღა დღევანდელი ხელისუფლება?!

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ