პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ინტერვიუები

ნინო ბურჯანაძე - გარწმუნებთ, ხელისუფლებაში რომ მოვსულიყავი, დღეს „ნაცმოძრაობა“ ასე ვერ იბოგინებდა და სამართლიანობა რეალურად აღდგებოდა

- ქალბატონო ნინო, საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვენ საკმაოდ მაღალი, - 11%-იანი შედეგი აჩვენეთ. რას ელოდებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან, როგორია თქვენი პროგნოზი?
- საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ასე შევაფასებდი: ერთი მხრივ გეთანხმებით, როცა ორი მმართველი პოლიტიკური ძალა - „ნაცმოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ უზარმაზარი ფინანსური, სატელევიზიო და ადმინისტრაციული რესურსებით გვებრძოდა, ამ ფონზე 11%, რა თქმა უნდა კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არ იყო კარგი შედეგი იმიტომ, რომ ვიცით, რეალურად გაცილებით მეტი ხმა მოვიპოვეთ.
„ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ რომ არ გარიგებულიყვნენ, მეორე ტური აუცილებლად გაიმართებოდა. არ ვამბობთ, რომ არჩევნებს მოვიგებდით, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ არც მარგველაშვილს მიუღია 62% და არც ბაქრაძეს 22%. ეს მანიპულირებული არჩევნები იყო, შესაბამისად, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს ციფრები მისაღები ვერ იქნებოდა. ყველაზე ცუდი კი, ქვეყნის მომავლისთვის და არა პირადად ჩემთვის ის იყო, რომ ამ არჩევნებით „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ გაცოცხლებას და აღზევებას შეუწყო ხელი. დღეს ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობა“ უკვე მორალს გვიკითხავს და საპარლამენტო არჩევნებში გასამარჯვებლად ემზადება.
 

ყველას ახსოვს, ალბათ, რომ 2012 წლის იანვარში, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელშიც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია შედიოდა «ნაცებთან» ერთად, მათ შორის, «მრეწველებიც».

კომისია დიდი მონდომებით შეუდგა სიების დაზუსტებას და სახელმწიფოს მიერ აღნიშნული საქმის სრულყოფილად შესასრულებლად გამოყოფილი 5 მილიონი ლარიც მიზანმიმართულად დახარჯა. თითქმის ნახევარი საქართველო დასაქმდა, დროებით, მაგრამ მაინც...

 

მკითხველს, ალბათ, ისიც ახსოვს, რომ იმჟამინდელი ოპოზიცია, ახლა უკვე სახელისუფლო გუნდი, სიების დაზუსტების კომისიას არ ენდობოდა და, პარალელურად, საკუთარი თანხით დაიწყო ანალოგიური სამუშაოები, რომელთაც სახელმწიფო კომისია აწარმოებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კოალიციაში შემავალ პარტიებს ამომრჩეველთა ზუსტი რიცხვი არ გამოუქვეყნებია, თუმცა დაბეჯითებით იმეორებდნენ, კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამომრჩეველთა სია კვლავ გაბერილია და სანდო არ არისო, იმასაც ამბოდნენ, რომ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, პირველი, რასაც გავაკეთებთ, მოსახლეობის აღწერა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტება იქნებაო.

 

გაუსაძლისი პირობები დევნილთა ახლადგარემონტებულ საცხოვრებლებში

სოკოთი დაფარული "გიფსოკარდონის" ტიხრები ოთახებისთვის, 15-20 სანტიმეტრით ამობურცული ლამინატის იატაკი, ანჯამიდან ამოვარდნილი კარები, ჩამოცვენილი მოსაპირკეთებელი მასალა, კომუნისტების დროს დაგებული და აწ უკვე ამოყრილი ფილები დერეფანში და სარდაფში დაგროვილი წყალი - ეს ის პირობებია, რაშიც კოალიცია "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" დევნილთა საკითხების კოორდინატორ მამუკა აჩბას ინფორმაციით, დევნილებისთვის გადაცემულ ახლადგარემონტებულ საცხოვრებელ ფართებშია შექმნილი.

 

რატომ უნდა დაიქირავოს თბილისმა მერად დიმიტრი ლორთქიფანიძე

რატომ გადაწყვიტეთ, რომ ,,ქრისტიან-დემოკრატები“ თქვენი ქოლგის ქვეშ დამდგარიყვნენ ? მართალია, გიორგი თარგამაძემ პარტია დატოვა, მაგრამ საზოგადოებაში მის მიმართ არსებობდა აგრესია, რადგან ხალხი თვლიდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს უღალატა და სააკაშვილის სატელიტი პარტია შექმნა. მან ასევე უღალატა საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციას და პროტესტის ნიშნად დახეულ მანდატებს არ შეუერთდა, თარგამაძემ და მისმა პარტიამ სააკაშვილს არჩევნები ,,გაუპრავა“.

ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური დასასრული. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ დიდი ოპოზიციური ერთობა შეიქმნა... თუ ვსაუბრობთ ოპოწიციურ ერთობაზე, ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია, თქვა, -კონკრეტული პარტია არ მომწონს და მას არ დაველაპარაკები. ასეთ შემთხვევაში, უბრალოდ, ერთობა არ შედგება.

 

გია კობახიძე: ნაციონალებისა და ქართული ოცნების დაპირისპირება მოჩვენებითია

5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრი დაფუძნდა, რომელშიც „დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ქართული დასი“  მემარცხენე ალიანსი და „თავისუფალი საქართველო“ გაერთიანდნენ.  კოალიციას გრძელვადიანი გეგმები აქვს და ის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებისთვის არ შექმნილა, „ახალი თაობა“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კობახიძეს ესაუბრა.
- რა გეგმები აქვს კოალიციას და თქვენი მერობის კანდიდატ ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ?
 

გიგლა ბარამიძე: ჯავახეთი არის აბსოლუტურად უყურადღებოდ, ბედის ანაბარა მიტოვებული

აღმოსავლეთმცოდნე გიგლა ბარამიძე ხელისუფლებას მოუწოდებს გამოფხიზლდეს და სამცხე-ჯავახეთის პრობლემებს მიხედოს. როგორც „პირველ რადიოსთან“ გიგლა ბარამიძემ განაცხადა,  რეგიონი არის აფსოლუტურად უყურადღებოდ რამაც შესაძლოა მძიმე პრობლემებამდე მიგვიყვანოს. გიგლა ბარამიძე იმ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრიბს, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას.
„ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს სამცხე -ჯავახეთისთვის სახელმწიფო პროგრამა, რაც ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებით მუშაობას. ეს არის სოციალ-ეკონომიკური მიმართლებები, ეს არის ოპერატიული საკითხები, ეს არის პოლიტიკური საკითხები. აუცილებელია სადემილიტაციო, სადემარკაციო ხაზის დადგენა და საზღვირს აღდგენა ჩვენს მეგობარ და მეზობელ სომხეთთან. ეს არის აუცილებელი. დღემდე საზღვარი არ არსებობს.
 

„ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა საქართველოდან 19 მილიარდი ლარი გაიტანეს

„ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრებმა საქართველოდან 19 მილიარდი ლარი გაიტანეს
ინტერვიუს სანახავად დააჭირეთ
 

ნინო ბურჯანაძე: „ოპოზიციურმა ერთობამ „ოცნებისა“ და „ნაცების“ სიამტკბილობას ხელი უნდა შეუშალოს“

თქვენი და ქდმ-ს  გაერთიანება ეს არის მხოლოდ საარჩევნო გაერთიანება, თუ მოავალშიც გაგრძელდება ანამშრომლობა ?

ჩვენ არაერთგზის ვთქვით, რომ ძალიან ინტენსიურად ვესაუბრებოდით არასაპარლამენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს. ჩვენ ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ ოპოზიციური გაერთიანება და ერთობა  უნდა იყოს ორიენტირებული არა იმისათვის, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე დაიდოს შედეგები და მთავარი ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ რომელიმე პარტიამ სამასიათასიანი ან ნახევარმილიონიანი დაფინანსება მიიღოს, მთავარი ამოცანა უნდა იყოს ძლიერი ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბება, რომელიც ხელს შეუშლის იმ სიამტკბილობას, რომელიც არის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, რომელიც გააკეთებს სერიოზულ  განაცხადს ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ მოლოტოვის კოქტეილები არ გვქონდა“

პარლამენტის ექს-სპიკერი, ნინო ბურჯანაძე განმარტავს, თუ რატომ დადგა იმის დრო, რომ საქართველოს ლიდერებმა „ვლადიმერ პუტინს დაურეკონ“
„ვზგლიადთან“ ინტერვიუში „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მხრიდან უარის თქმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
- აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ იგი სწორედ ასე მოიქცეოდა.. მე უფრო ის მაღელვებს, რომ სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ არაეფექტური მოქმედების გამო „ერთიანმა ნაცმოძრაობამ“ ფერფლისაგან აღდგენის შესაძლებლობა მიიღო. „ნაცმოძრაობა“ გამოცოცხლდა, ისევ ძველებურად, დიდგულად ლაპარაკობს. ეს განპირობებულია საქართველოს ახალი ხელისუფლების გაუბედაობითა და არაკომპეტენტურობით. სააკაშვილის წინააღმდეგ შეიძლებოდა არგუმენტირებული სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო, დღეს კი მას შესაძლებლობა მისცეს ხმამაღალი განცხადებები აკეთოს „პოლიტიკური დევნის“ თაობაზე.
 

ვალერი შოშიაშვილი – ვაუჩერები კი დაარიგეს, მაგრამ გლეხები მას დღემდე ვერ ანაღდებენ

19 მარტს, 12:00 საათზე, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ კახეთის კოორდინატორი ვალერი შოშიაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში (გურჯაანი, ნონეშვილის N1) პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ნაკლოვანებები.

„პირველ ეტაპზე, სასოფლო სამეურნეო იარაღის შეძენა ვაუჩერით სპეციალურ მაღაზიებში შეიძლებოდა, თუმცა ორმაგ ფასად. მაგალითად რომელიმე ერთი სასოფლო სამეურნეო იარაღი თუ ჩვეულებრივ მაღაზიაში ღირდა 50 ლარი, იქ სადაც ვაუჩერის განაღდება შეგეძლო, იგივე სასოფლო სამეურნეო იარაღი 100 ლარად იყიდებოდა ვაუჩერზე.

მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მეორე ეტაპზე. დარიგდა 50 ლარის ღირებულების ვაუჩერი, რომლის განაღდების საშუალებაც გლეხს დღემდე არ მისცემია.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ