პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
"ეს მთავრობა 3 თვეში შეიცვლება" გიგლა ბარამიძე: "ზოგი ვერტმფრენით მოინდომებს გაქცევას, ზოგი - წითელი ხიდით"

"ეს ხელისუფლება გამოჰეჯირებულია"

რატომ არ ეშინია "ქართულ ოცნებას" ხალხის უკმაყოფილების, რა გამოაჩინა ხელისუფლებამ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დროს, რა პერსპექტივა გაუჩნდა ნაციონალურ მოძრაობას? _ ამ თემებზე "ახალ თაობას" დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის წევრები ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებენ. სოზარ სუბარმა მთელ ერს შთააგონა, რომ ლარის კურსის ვარდნა მხოლოდ იმათზე აისახა, ვისაც კრედიტი აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამათ შეფასებებზე?

 

- გასულ კვირას 3 დღის განმავლობაში მთელი ქვეყანა იძულებული ვიყავით, გვესმინა მთავრობის წევრებისთვის. ეს იყო 3 დღე, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ დაამხეს ნაციონალებმა დასამტკიცებელ მთავრობას თავზე ყველაფერი.

4 წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ლარის კურსის გაუფასურება მოქალაქე გიორგი ქადაგიძის ბრალი იყო. ჰოი, საოცრებავ, ქადაგიძე აღარ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ვალუტა უარეს დღეშია.

ახლა ლარის გაუფასურებას ჩვენ, მოსახლეობას, გვაბრალებენ. თურმე ჩვენ არ გვცოდნია ეკონომიკური, ფისკალური და საგადასახადო დეტალები. სინამდვილეში, თავად არის ეს ხელისუფლება გამოჰეჯირებული. არსებულ ვითარებას ვერც მთავრობის შეცვლა უშველის, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა რეალური ცვლილებები. ეს იყო მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები იყო. კოსმეტიკა კი მხოლოდ მანდილოსნებს უხდებათ.

- იქნებ ამათაც მოიხდინონ?

- რა უნდა მოიხდინონ, ყველა მიმართულებით კოჭლობენ და ამას კოსმეტიკით ვერ დაფარავენ. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ამას ვერც კი ხვდებიან. სანამ ესენი იქნებიან, ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არც კი უნდა ვიოცნებოთ.

მართლა არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხო, რომ პირველივე დღეებში დაანახო მოსახლეობას, თუ რა უსუსური ხარ. განათლების მინისტრად ისე დაამტკიცეს ეს გაუგებრობა, რომ განათლებასა და მეცნიერებაზე არაფერი ჰკითხეს. კომბლეს მეცხვარეობას უწუნებს, თავად სტუდენტებსა და მოსწავლეებს კლიენტებად მოიხსენიებს.

მერე იყო და პრემიერმა ლიბერტარიანული ეკონომიკა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან აურია. ოლიგარქიულ ეკონომიკას აშენებენ თუ რა ხდება? ამათ ფონზე შედარებით უკეთესად გამოიყურება იუსტიციის მინისტრი, მაგრამ იმანაც დაიბრალა რაღაცები.

- წულუკიანმა რა დაიბრალა?

- ის, რაც მისი გაკეთებული არ არის. `ქართულ ოცნებას~ სხვისი გაკეთებული საქმეების დაბრალება ახასიათებს. იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ ყუმურდოში პირველად ის შევიდა და მან დაიწყო იქ საქმეების კეთება. წულუკიანმა არ იცის, რომ იქ ჯერ კიდევ 15 წლის წინ ვახორციელებდით სხვადასხვა ეროვნულ პროექტს. ყუმურდოს წყალსადენი პირადად ჩემი გაყვანილია. მინდა, მივმართო წულუკიანს, თავი დაანებოს ერთი დეპუტატისთვის მიბაძვას და საქმეს მიხედოს.

- ვის ან რაში ბაძავს წულუკიანი?

- არის ერთი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც იბრალებს, გინდა თუ არა, მე გავიყვანე სამხრეთ საქართველოდან რუსული ჯარებიო. არადა, ეს ადამიანი საერთოდ არ ჩასულა არასდროს ახალციხეში.

განცხადებები ხომ უცნაური აქვთ, მაგრამ საკადრო პოლიტიკა მთლად გამაოგნებელია. სასამართლოებში სულ ადეიშვილის ხალხს ნიშნავენ და ბარემ ისიც დანიშნონ სადმე. ინფრასტრუქტურის მინისტრად ალავიძე დანიშნეს, რომელიც სააკაშვილის დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

გვიჩიანის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია საერთოდ ანეკდოტია. ეს ადამიანი 9 წლის წინ ჩასვეს ციხეში, დააბრალეს ის, რაც არ ჩაუდენია. მისი საქმის გამომძიებელი და პროკურორი, იცით, ვინ იყო? შოთაძე, რომელიც ახლა ქვეყნის მთავარი პროკურორია.

- ამაზე შოთაძემ განმარტებები გააკეთა.

- თქვა, არასწორი დოკუმენტები მომიტანესო. ეს არის და ეს. ადამიანს 9 წელი ციხეში ტყუილად გაატარებინეს და ამაზე პასუხს არავინ აგებს. სანამ ქართველი საზოგადოება მიზეზების სხვაგან ძებნას თავს არ დაანებებს, არაფერი შეიცვლება.

- თქვენ ფიქრობთ, რომ რაც ხდება, ყველაფერი საზოგადოების ბრალია?

- ჩვენი ბრალია და სხვისკენ ხელის გაშვერას თავი უნდა დავანებოთ. ხელისუფლება რომ ცუდია, ესეც საზოგადოების ბრალია. სწორედ მან მოიყვანა ასეთი ხელისუფლება. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყველანი ვხედავთ, როგორი წახალისებულია ქვეყანაში ღალატი. მოღალატეები სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ინიშნებიან. საზოგადოება ამას მშვიდად ხვდება. როცა ამ მოღალატეებს ესაუბრები, ხელს ართმევ, თავადაც თანამონაწილე ხარ ამ ქმედებების.

ასე რომ, თავი დავანებოთ ქართველებმა სხვაგან მიზეზების ძებნას. რაც გვჭირს, ჩვენი ბრალია _ რამდენსაც ვაბედვინებთ მთავრობას, იმდენს გვიბედავენ.

საზოგადოება ბევრ რამეში ტყუის და ცდება, მაგრამ მისი მოთმინება უსასრულო არ არის. ასე თუ გაგრძელდა, ძალიან მალე დაიწყება მღელვარება. დუღილის პროცესი თუ დაიწყო, მაშინ ესენი პროცესებს ვეღარ წარმართავენ. ზოგი ვერტმფრენით გაიქცევა, ზოგი _ წითელი ხიდით. საკონსტიტუციო უმრავლესობაში მყოფი "ოცნება" 27 ნაციონალს ვერ უმკლავდება და სახალხო მღელვარებას გაუძლებს?! მთავრობის დამტკიცების დღეებში მათ ძალიან გაიბითურეს თავი და, როგორც ამბობენ, ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო.

- მოულოდნელი რატომ იყო, ნაციონალებთან რაიმე შეთანხმება ჰქონდათ?

- ნაციონალებთან 2012 წლიდან არიან შეთანხმებული. ძველ ცოდვებსაც იმიტომ ახსენებენ, რომ სხვისკენ სჭირდებათ ხელის გაშვერა. ეს ამბები რომ აწუხებდეთ, ამ საქმეებს დიდი ხნის წინ გამოიძიებდნენ.

რაც შეეხება ამათ გაბითურებას, ეს "ოცნებამ" საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ნაციონალები იმ თემებს აჟღერებენ, ესენი რაღაც გაუგებრობებს ბლუყუნებენ, თანაც ყველა სხვადასხვა რამეს ამბობს, კალაძემაც კი ფილოსოფოსობა დაიწყო. ერთი სპიკერი მაინც შეარჩიონ, რომ იმან თქვას სათქმელი. სირცხვილია ამდენი სისულელის ლაპარაკი.

- ამბობთ, "ოცნება" სისულელეებს ბლუყუნებს, ნაციონალები იმ თემებით აპელირებენ, რომლებიც ხალხს აინტერესებსო. ამით ნაციონალების პოპულარიზაციას ხომ არ უწყობენ ხელს?

- ხელს როგორ არ უწყობენ, აბა, 27 ნაციონალი როგორ მოხვდა პარლამენტში? შეიკეტნენ და გადაინაწილეს ადგილები. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება `ოცნებას~ და ამას ნელ-ნელა აცნობიერებენ. მართალია, ესენი ისევ ყველაფერს ნაციონალებს აბრალებენ, მაგრამ ამას ხალხი აღარ დაიჯერებს და ყველაფერზე ისინი იქნებიან პასუხისმგებლები.

ძალიან მალე შეფუცხუნდება "ოცნება" და დაიწყებს მოძრაობებს. ის კაცი, რომელიც დღეს საქართველოში მთავრობას აკომპლექტებს, 3 თვეში ერთხელ შემოგვთავაზებს სამთავრობო ცვლილებებს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, 3 თვეში მთავრობაში ცვლილებები იქნება. შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს. ესენი ისეთ სისულელეებს ყრანტალებენ, რომ არ ვიცი.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ