პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ნინო ბურჯანაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანია განდგურდნენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომელთა ყიდვაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო

საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანია განდგურდნენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომელთა ყიდვაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო - ნინო ბურჯანაძე

 

დღეს, ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა.

 

„სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში საერთოდ აღარ იყოს პოლიტიკური პარტიები, გარდა იმ პარტიებისა, რომელსაც პირდაპირ გააკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, ანუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფრთა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ყველა ინიციატივა, რომელიც განხილული იქნა საკონსტიტუციო კომისიაზე საარჩევნო სისტემებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში სწორედ ამაზე მიუთითებს.

„როდესაც „ქართულ ოცნებას“ სავაჭროდ სჭირდებოდა გადაერჩინა ერთკაციანი პოლიტიკური პარტიები, მან შემოიტანა ინიციატივა, რომ ერთპროცენტიანი პარტიები დაფინანსებულიყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ, ჩვენი ბრძოლით მოპოვებული უფასო საეთერო დრო და დაფინანსება ჩამოგვართვეს და გადაუნაწილეს ბლოკში შემავალ მათთვის სასურველ სუბიექტებს. ახლა აღმოჩნდა, რომ ბლოკები ცუდია. რომ ბლოკები ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას ასუსტებს და „ქართულა ოცნებამ“ გაახმოვანა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს საერთოდ ეკრძალებათ ბლოკების შექმნა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოირგონ კონსტიტუცია. ის ინიციატივები, რომლებიც ეხება საარჩევნო სისტემას და პოლიტიკურ პარტიებს ცხადყოფს, რომ მათი სურვილია საქართველოში განადგურდეს დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკურად განადგურდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა.

„ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნის მომავლისათვის, მე მესმის, რომ საზოგადოებაში არის პოლიტიკური პარტიების მიმართ ნიჰილიზმი მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული გზა კატეგორიულად მიუღებელია,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებას უნდა, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო, მაშინ აუცილებელია არსებობდეს პარტიები, რომელსაც საზოგადეოება დაუჭერს მხარს და გააძლიერებს და არა მხოლოდ ისინი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი იყიდის.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიცხოვროთ სახელწიფოში, მაშინ ყველანი უნდა შევეწინააღმდეგოთ იმ ცვლილებებს, რომელსაც აპირებს პარლამენტი მიიღოს საკონსტიტუციო კომიისის ინიციატივების სახით. აღნიშნული ცვლილებები მიმართული არის ქვეყნის პოლიტიკური სისტემის განადგურებისკენ, რომლის მიზანია, რომ ქვეყანაში სამუდამოდ ხელისუფლებაში დარჩეს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“, ხოლო ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული ფრთა, რომელიც შეეკრა დღევანდელ ხელისუფლებას. მე მოვუწოდებ ყველას ხმა აღიმაღლოს და ბოიკოტი გამოუცხადოს იმ ფარსს, რასაც ადგილი აქვს საკონსტიტუციო კომისიაში.“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ