პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე: ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს "რუსთავი 2"-ზე გადაწყვეტილება უგუნურებაა!

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღესვე სრული უგუნურებაა.

როგორც ბურჯანაძემ „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა, ამ საქმეში ხელისუფლების ინტერესები აშკარაა. მისი თქმით, ქიბარ ხალვაში ხელისუფლების პოლიტიკური ინსტრუმენტია, ისევე როგორც სააკაშვილის დროსაც პოლიტიკური ინსტრუმენტი იყო.

 

ნინო ბურჯანაძე: „როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დახურული მთელი რიგი ეთერები რომელსაც აკონტრელებდა ხელისუფლება, ახლაც პრაკტიკულად იგივე მდგომარეობაა“

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია იბერიის ეთერში განაცხადა: „როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დახურული მთელი რიგი ეთერები რომელსაც აკონტრელებდა ხელისუფლება, ახლაც პრაკტიკულად იგივე მდგომარეობაა“

 

ნინო ბურჯანაძემ: „მე ვიყავი ის ადამიანი რომელმაც მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და სხვების წინააღმდეგობისა კატეგორიულად მოვითხოვე ტელეკომპანია იმედის გახსნა და გავახსნევინე კიდეც“

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპიანი იბერიის ეთერში განაცხადა: „მე ვიყავი ის ადამიანი რომელმაც მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას და სხვების წინააღმდეგობისა კატეგორიულად მოვითხოვე ტელეკომპანია იმედის გახსნა და გავახსნევინე კიდეც“

 

 

„დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა დედას ულოცავს დედის დღეს

დემოკრატიული მოძრაობაყველა დედას ულოცავს დედის დღეს. დედა ყველა ადამიანისათვის და განსაკუთრებით ქართველებისათვის აღმატებული ფენომენია. ჩვენთვის ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს, ყველაზე წმინდასა და საყვარელს, საუკუნეების მანძილზე ქართულმა ენამ დედა უწოდა: დედამიწა, დედაბუნება, დედასამშობლო, დედაქალაქი, დედაბოძი, დედაენა. ყველა დედას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს და ჰქონოდეთ იმის ძალა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმძიმეს პერიოდში საქართველოს ღირსეული, ძლიერი და განათლებული მამულიშვილები აღუზარდონ. ყველა ის ფასეულობა და ტრადიცია გადასცენ და ჩაუნერგონ საკუთარ შვილებს, რომლითაც აქამდე მოვიდა ჩვენი ქვეყანა.

 

ნინო ბურჯანაძე: არავითარ შემთხვევაში არ დავასხათ იმ ძალების წისქვილზე წყალი, რომელთაც უნდათ ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია

„ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი და მასშიც აუცილებლად შევხვდებით კარგსაც და ცუდსაც. ეკლესია არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ბუნებრივია ის პრობლემები, რომელიც ზოგადად ქვეყანასა და ჩვენ გვაწუხებს გარკვეულწილად ეკლესიაზეც აისახებოდა. არსებული პრობლემები აუცილებლად გამოსწორდება მე ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ არ უნდა მოხდეს მთელს ეკლესიაზე ჩირქის მოცხება, რაც ასე უნდათ იმ ძალებს, რომელთათვისაც მიუღებელი არის და იყო პატრიარქისა და ეკლესიისადმი ყველაზე მაღალი ნდობა საქართველოში. ასეთი ძალები კი საკმაოდ არის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

მისი თქმით, იგი მოხარულია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და აუცილებლად მოინახულებს პატრიარქს როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

 

 

ნინო ბურჯანაძე: ფაქტია, რომ ყველაზე დიდი დარტყმა ეკლესიამ და პატრიარქმა სწორედ დღვანდელი ხელისუფლების პერიოდში მიიღო

თუ არ ხარ აბსოლუტურად დარწმუნებილი და არ გაქვს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები, არ შეიძლება გააკეთო განცხადება, იმის შესახებ რომ იგეგმებოდა პატრიარქის მოწამვლა, ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საპატრიარქოს გარშემო არსებულ სკანდალს.

„ასეთი განცხადებების გაკეთება არის მინიმუმ ძალიან დიდი არაპროფესიონალიზმი და უპასუხისმგებლობა ხელისუფლების მხრიდან, თუ გაცილებით მეტი უბედურება არ დგას ამ საქმის უკან. რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება პასუხისმგებელია ამ საქმის გარშემო აგორებულ სკანდალზე. ასევე ისიც ფაქტია, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ყველაზე დიდი დარტყმა ეკლესიამ და პატრიარქმა სწორედ დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში მიიღო,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ნინო ბურჯანაძე - შოკის მომგვრელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ბედთან დაკავშირებული განცხადება

აბსოლუტურად შოკის მომგვრელი იყო განცხადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ბედთან დაკავშირებით გაკეთდა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

ნინო ბურჯანაძე: ჩვენთან რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის ამაზე ორი აზრი არ არსებობს

„ჩვენთან რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის ამაზე ორი აზრი არ არსებობს“ -ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე რუსთავი ორის საქმეს.

მისი თქმით, მურუსიძის დანიშვნა და მთლიანად სასამართლო პროცესი გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

„რუსთავი ორის საქმე ნამდვილად პოლიტიკური პროცესია. ხელისუფლებას არ აქვს იმის უფლებას, რომ საკუთარი ბერკეტები მათ მიმართ არასწორად გამოიყენოს.“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მთავარი ევროპული ღირებულებები მედიისა და სასამართლოსათვის თავისუფლების ხარისხით გამოიხატება, ჩვენს ქვეყანაში კი ორივე ინსტიტუტს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს დამოუკიდებლობის მხრივ.

 

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ