პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ახალი ამბები

გიორგი ახვლედიანი - თუ ხელისუფლება იტყვის, რომ მაჟორიტარული სისტემა არ შეიცვლება, ეს იქნება საკონსტიტუციო კომისიის დასასრულის დასაწყისი

თუ ხელისუფლება იტყვის, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ეს იქნება საკონსტიტუციო კომისიის დასასრულის დასაწყისი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

 

ნინო ბურჯანაძე: „მიუხედავად იმისა, რომ უცხოელებზე მიწის პრივატიზაციის აკრძალვა ჩვენი ინიციატივაა ეს საყოველთაო საქმეა და ყველას ეხება"

ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში კიდევ ერთხელ გაახმოვნა „დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივა მიწების პრივატიზაციის საკითხთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მისი ინიციატივის გაზიარებისკენ მოუწოდა.

 

ნინო ბურჯანაძე: მე არ მეგულება არცერთი თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც თავის პრიორიტეტად კონსტიტუციაში წერდეს რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანებას

„მე არ მეგულება არცერთი ნორმალური და თავმოყვარე ქვეყანა, რომელიც თავის პრიორიტეტად კონსტიტუციაში წერდეს რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ორგანიზაცია რომ დაიშალოს მერე კონსტიტუცია უნდა გადავხიოთ? ეს არის ჩვენი სირცხვილი, აკვიატებული იდეა ცალკეული პოლიტიკოსების, რომელთაც უნდათ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება და ქულები მიიღონ დასავლეთისგან ამ იდეების განხორციელებისთვის. უბრალოდ სამარცხვინოა, როდესაც ქვეყანა თავის უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ცოტა სასაცილოდ გამოვიყურებით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი სკეპტიკურად უყურებენ უკვე ამ ორგანიზაციებს ჩვენ კი კვლავ ოცი წლის წინანდელი რიტორიკით ვლაპარაკობთ,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ნინო ბურჯანაძე: ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სახელით ხელს აწერს მთავრობა უნდა იყოს საჯარო

“ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სახელით ხელს აწერს მთავრობა უნდა იყოს საჯარო. განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ცალკეული ხელშეკრულებები შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული არის ტყუილი,“- ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას.

 

ნინო ბურჯანაძე: აიკრძალოს მიწის გაყიდვა საქართველოში როგორც მინიმუმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე

დღეს, ნინო ბურჯანაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისი თქით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომისიაში ოპოზიციის ხედვა მინიმალურად ყოფილიყო წარმოდგენილი და გადაწყვეტილების მიღებისას ერთმნიშვნელოვნად ჰქონოდა გარანტირებული ხმების უმრავლესობა, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მაინც მიიღო გადაწყვეტილება წარმოედგინა უმნიშვნელოვანესი ინციატივები საკონსტიტუციო ცვლილებების სხვადასხვა მიმართულებით.

 

დემოკრატიული მოძრაობა" სრულიად საქართველოს ულოცავს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.

დემოკრატიული მოძრაობა" სრულიად საქართველოს ულოცავს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, წარმატებას და კეთილდღეობას თქვენს ოჯახებში და ჩვენს ქვეყანაში
 

დემოკრატიული მოძრაობა" სრულიად საქართველოს ულოცავს ძველით ახალ წელს.

„დემოკრატიული მოძრაობა“ გილოცავთ ძველით ახალ წელს. გისურვებთ წინსვლას, წარმატებასა და სიკეთეს. 2017 წელი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისათვის ბედნიერების მომტანი.

 

ნინო ბურჯანაძე - ქვეყანა არ ვითარდება ისე, როგორც სახელმწიფო უნდა ვითარდებოდეს, ის ვითარდება კერძო პირის საწარმოსათვის

ქვეყანა არ ვითარდება ისე, როგორც სახელმწიფო უნდა ვითარდებოდეს, - ის ვითარდება კერძო პირის საწარმოსათვის, - ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ Palitranews-ის გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ