პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ახალი ამბები

გიგლა ბარამიძე მთაწმინდისა და ოქროყანის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.

გიგლა ბარამიძე მთაწმინდისა და ოქროყანის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა. ბარამიძემ საშობაო ნობათი გადასცა მრავალშვილიან ოჯახებსა და უფროს თაობას. 
 

„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს!

დღეს სრულიად საქართველო აღნიშნავს უდიდეს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე არის სულიერი თავისუფლების, სიკეთისა და ჰუმანიზმის დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის.

„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მთელ მართლმამდიდებლურ სამყაროს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს! გისურვებთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მშვიდობას და სიყვარულს, ოჯახურ კეთიდღეობასა და ბედნიერებას, წარმატებასა და წინსვლას საქმიანობაში.

2017 წელი ყოფილიყოს წარმატებისა და ნაყოფიერების მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის!

 

"ნაციონალების ერთ-ერთი ფრთა ძალიან ხშირად დადის “ოცნების” მთლად უფროსთან მოლაპარაკებებზე"

"მოგვდის ძალიან სერიოზული ინფორმაცია, რომ ნაციონალების ერთ-ერთი ფრთა ძალიან ხშირად დადის “ოცნების” მთლად უფროსთან მოლაპარაკებებზე თუ კონსულტაციებზე"- ამ განცხადებას "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერრი გიგლა ბარამიძე "ახალ თაობასთან" ინტერვიუში აკეთებს.

 

"დემოკრატიული მოძრაობა" გილოცავთ შობა-ახალ წელს!

„დემოკრატიული მოძრაობა“ გილოცავთ ახალ წელს. გისურვებთ სიკეთეს, წინსვლასა და წარმატებას. ახალი 2017 წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომტანი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენთაგანისათვის.


 

„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო.

„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამო. სამძიმარს უცხადებს რუს ხალხს, გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დროა ყველამ გააერთიანოს ძალები ტერორიზმის წინააღმდეგ.

 

 

 

„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს გერმანიაში განხორციელებული ტერაქტის გამო

„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს გერმანიაში განხორციელებული ტერაქტის გამო. სამძიმარს უცხადებს გერმანელ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს. დღეს მთელი ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს საერთო მტრის, ტერორიზმის წინააღმდეგ. ტერორიზმს ეროვნება არ აქვს. იგი ყველას საერთო მტერია, ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დადგეს.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „გირჩის“ წევრების ქმედება ზნეობრიობის ყველანაირ ზღვარს სცდება!

„გინდა, საჯარო მოსამსახურე გახდე? გინდა, შენი ქვეყნის მართვაში მონაწილეობდე? - მაშინ დაივიწყე ყოველგვარი მარიხუანა", - ასე ეხმიანება „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ნარკოპოლიტიკას „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.

„მიმაჩნია, რომ ის აღვირახსნილი ექსპანსია, რომელსაც, „გირჩის" თამადობით, ნეოლიბერალური პოლიტიკური ძალები ეწევიან, ზნეობრიობის ყველანაირ ზღვარს სცდება. მათ მოთხოვნებს განვიხილავ, როგორც პროპაგანდის მცდელობას, რომ ახალგაზრდებში დათესონ აზრი, თითქოს მარიხუანა არ არის საზიანო და მისი მოხმარება თითქოს არავითარ პრობლემას არ იწვევს.

 

41+5 კითხვა ბიძინა ივანიშვილს

საქართველოში ყველა არჩევნების შემდეგ მუდმივი კამათის საგანია არჩევნების ლეგიტიმურობის (ან ლეგიტიმურობის ხარისხის) და საარჩევნო გარემოს საკითხი.

ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და კოალიციაში შემავალი ყველა პარტია და ლიდერი სამართლიანად აკრიტიკებდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში არსებულ საარჩევნო გარემოს. კატეგორიულად ითხოვდა გარემოს გაუმჯობესებას. აცხადებდა, რომ არსებული კანონმდებლობით და სისტემით ჩატარებული არჩევნები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებოდა სამართლიანად.

„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რადიკალურად შეცვლიდა საარჩევნო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტების და ოპოზიციის მოთხოვნას გაითვალისწინებდა. თუმცა, იმავე სტანდარტებით ხელისუფლებაში ყოფნისას სამი არჩევნები ჩაატარეთ.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ