პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე: “გადავხედოთ დინამიკას, როდის ახსენდება ხელისუფლებას გახმაურებული საქმეები, როგორც წესი ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობას სჭირდება ქულების ჩაწერა ან რაიმეზე ყურადღების გადატანა,”

მისი თქმით, ყველა არჩევნებში, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩნდებოდა დაპირება, რომ გახმაურებული საქმეები გაიხსნებოდა. ატყდებოდა აჟიოტაჟი და შემდეგ არაფერი არ ხდებოდა.

„ გავიხსენოთ თუნდაც ყალბი პირადობების აღმოჩენის საქმე, რომელზეც გამოძიება არ ყოფილა, რადგან ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს პირადობები „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ნაკლებად არც მას გამოადგებოდა არჩევნების დღეს და გამოიყენა კიდეც. ასევე იარაღისა და ასაფეთქებელი მასალების აღმოჩენის ფაქტი, რომელიც ბოლო არჩევნებამდე სულ რაღაც სამი კვირით ადრე დაფიქსირდა, თუმცა გამოძიება არც მას მოჰყოლია.“ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მსაგვსი მანიპულაციებით ხელისუფლება უბრალოდ აბრიყვებეს მოსახლეობას და სამწუხარო ისაა, რომ ეს გამოსდის კიდეც.

 

ნინო ბურჯანაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიცალა იმისთვის, რომ 26 მაისის მონაწილეებს არა თუ სამსახური შესთავოზოს, არამედ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანოს

„საერთაშორისო გამჭივირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო ინფორაცია პარტიების დაფინანსებასთან დაკავშრებით. 2012 წლის აგვისტოში ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ურიცხავდნენ ათეულ ათასობით ლარს დღეს ქართული ოცნების მთავრობაში ძალიან მაღალ თანამდებობებს იკავებენ“- განაცხადა ნინო ბურჯანძემ.

 

ნინო ბურჯანაძე: თუ 26 მაისი სრულყოფილად იქნება გამოძიებული ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ბოდიშის მოხდა ჩემთან და ჩემს თანაგულებთან

„ბიძინა ივანიშვილს მოუწევს ბოდიშის მოხდა ჩემთან და ჩემს თანაგულებთან იმ პოზიციების გამო, რომელიც მას ჰქონდა 26 მაისთან დაკავშირებით,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს ამ საქმის ობიექტური გამოძიება, რადგან ამ შემთხვევაში გამოჩნდება, რომ მისი მილიარდების მიუხედავად 26 მაისის გარეშე იგი ვერ შეძლებდა ხელისუფლებაში მოსვლას. ასევე გამოჩნდება ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელების როლი და შეუპოვარი ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მოიხსნება ნებისმიერი კითხვის ნიშნები, რომლის გაღვივებასაც ხელს უწყობენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. ხალხი რეალურად შეაფასებს 26 მაისის მოვლენებს და მისი ლიდერების ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ და გამბედავ ნაბიჯებს.

 

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: თავდაცვის სამინისტრო 1200 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს

"დემოკრატიული მოძრაობის" წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო 1200 თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას გეგმავს.

ამის შესახებ მან news.ge-ს დღეს განუცხადა. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი ძალიან მტკივნეული რეფორმების გატარებას გეგმავს.

"ეს მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის შეკვეცით არ განისაზღვრება, არამედ, სამწუხაროდ შტატების მასობრივი შემცირებითაც.

 

გუბაზ სანიკიძე: მე ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე ვიყო იმ პოლიტიკურ ლიდერთან, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, დიდი პოლიტიკური ბიოგრაფია და პერსპექტივა

„მე ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე ვიყო იმ პოლიტიკურ ლიდერთან, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, დიდი პოლიტიკური ბიოგრაფია და პერსპექტივა“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მან აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა მისი გადაწყვეტილება განსაზღვრა იმ ვითარებამ, რაც ქვეყნის შიგნით გახლავთ შექმნილი. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საგარეო ფაქტორებმა.

 

ნინო ბურჯანაძე: გუბაზ სანიკიძის ჩვენს გუნდში ყოფნა იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხის შემომტანი პოლიტიკურ პროცესებში

„მე ბატონ გუბაზს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, არა მხოლოდ პიროვნულად, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. შემიძლია ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ვთქვა რაც, ჩემი აზრით, უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი პოლიტიკოსის შეფასებაში. გუბაზ სანიკიძე არის ადამიანი, რომლისთვისაც უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველო, არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ეს არის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი ჩემთვის პოლიტიკოსის შეფასებებში, როდესაც ადამიანითვის უპირველესი არის სამშობლო და ქვეყნის ინტერესები.“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

 

ნინო ბურჯანაძე: შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დარწმუნდებით, რომ არც ერთ დასკვნაში სიტყვა სამართლიანი არ ფიგურირებს

„ჩვენ გვესმის, რომ საარჩევნო უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა საპარლამენტო კომპოზიციას ვეღარ შეცვლის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების თვითკმაყოფილი ტონი შეიცვალოს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. ტელეკომპანია მაესტროში მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით აპელირება და ფაქტი, რომ ისინი ძალიან დადებითად აფასებენ ჩატარებულ არჩევნებს სიმართლეს არ შეესაბამება:

 

გიორგი ახვლედიანი - პარლამენტში გვაქვს 48%-იანი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით, რომელსაც ოპოზიციურ ხასად „ნაცმოძრაობა“ ჰყავს დასმული

პარლამენტში გვყავს 48-პროცენტიანი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით, რომელსაც ოპოზიციურ ხასად დასმული ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.

ახვლედიანის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად იყო გაყალბებული, რის გამოც, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ