პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებზე, და განაცხადა რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ერთმნიშვნელოვნად შეცვლის მსოფლიოს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევა ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ მსოფლიო რომელშიც ჩვენ დღემდე ვცხოვრობდით რადიკალურად შეცვლილია და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, ახალი მსოფლიო ცხოვრება იწყება. როგორ განვითარდება მოვლენები რა თქმა უნდა ძნელად პროგნოზირებადია იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობს დემოკრატიული და სერიოზული ინსტიტუტები აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს ძალიან გაუძნელდება ამ სისტემისგან პრინციპულად შორს გასვლა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ის ჩარჩოები რომელიც არსებობს, ტრამპის მიერ იქნეს დანგრეული.“

 

ქეთი ზაქარეიშვილი: ქვეყანაში არ არსებობს შრომის ისნპექციის შესახებ კანონმდებლობა

დღეს „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე იურიდული სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი ზაქარეიშვილმა ისაუბრა შრომის ინსპექციის უფუნქციობაზე.

„ქვეყანაში არ არსებობს შრომის ინსპექციის გამართული ინსტიტუტი. არ არსებობს რეალური სამართლებრივი და ქმედითი მექანიზმები, რომელიც ურუნველყოფს ქვეყანაში შრომის პირობების, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაოს გარემოს შექმნას.“

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის პროცესში ქვეყანას დაევალა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. სწორედ ამიტომ საქართველოს „შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის“ სამინისტროში შეიქმნა შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მთავრობის დადგენილების ფარგლებში და მხოლოდ რეალურად სარეკომენდაციო საქმიანობითაა დაკავებული.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე: „ზვარეს ინციდენტი არის ერთგვარი გვირგვინი იმისა, რასაც მანამდე საპროტესტო აქციების სახით ჰქონდა ადგილი.“

დღეს, „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კომანტარი გააკეთა სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საინვესტიციო პროექტის განმახორციელებელი კომპანიის მენეჯმენტის ჩინელმა წარმომადგენლებმა, სცემეს საქართველოს მოქალაქე დაქირავებულ მუშახელს. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი მღელვარების დიდმა ტალღამ გამოიწვია ის , რომ ჩვენმა სამართალდამცავმა ორგანოება კეთილი ინებეს დაეკავებინათ რამდენიმე ბრალდებული პირი.

 

ანონსი

ხვალ, 8 ნოემბერს, 14:00 საათზე  "დემოკრატიული მოძრაობის" სათაო ოფისში (აბულაძის 8) პარტიის მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამართავს ბრიფინგს შრომის ინსპექტირებასთან დაკავშირებით.
 

ნინო ბურჯანაძე: საოცარია რომ ეს ქვეყანა დგას კიდევ ფეხზე!

დღეს, ნინო ბურჯანაძემ კოენტარი გააკეთა ლევან იზორიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სამხედრო ძალებში სავალდებულო გაწვევის აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანა არ ჰგავს ქვეყანას.

„ერთი თავდაცვის მინისტრი რომ იღებს გადაწყვეტილებას და ორი თუ სამი თვის ინტერვალით მოდის მეორე მინისტრი, იმავე გუნდიდან და იღებს პრინციპულად სხვა, რადიკალურად საპირისპირო გადაწყვეტილებას იგივე საკითხზე ეს რაზე მეტყველებს?! წარმოუდგენელია ერთი გუნდის მიერ დანიშნული ორი მინისტრის ერთმანეთის აბსოლუტურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და არ აქვს ახლა პრინციპული მნიშვნელობა რომლის გადაწყვეტილება იყო სწორი. მე არ ვსაუბრობ გადაწყვეტილების სისწორეზე, მე ვსაუბრობ ფაქტზე, რომ ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს. დღეს ერთი მინისტრი ამბობს ერთს, ხვალ მეორე მინისტრი აბსოლუტურად საწინააღმდეგოს, საოცარია რომ ეს ქვეყანა დგას კიდევ ფეხზე“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ნინო ბურჯანაძე: ყველამ იცოდა, რომ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის სკამი შერყეული ჰქონდა!

დღეს, ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა მიხელ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია, უკრაინის ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის არსებულ პრობლემებზე, ყველასათვის იყო ცნობილი და მისი განსაკუთრებული გააქტიურება საქართველოში, არჩევნებთან დაკავშირებით, სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მას ძალიან შერყეული ჰქონდა ოდესის გუბერნატორის სკამი.

 

ნინო ბურჯანაძე არასაპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს

დღეს, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა პარტიის სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა.

„2016 წელს, ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მესამედ ჩაატარა არჩევნები უსამართლო სისტემით, რომელიც შექმნილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რომელიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მიმართული იყო ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დარჩენისაკენ და ამ სისტემას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს არჩევნები შეაფასა როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი, არის ტყუილი.

 

ნინო ბურჯანაძე: განცხადებები ორპალატიან პარლამენტთან დაკავშირებით, ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დღეს კომენტარი გააკეთა რუსულ - ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თვალნათლივ ხედავს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ მხოლოდ ზოგად განცხადებებს და არანაირი პროგრესი რეალურად ამ ურთიერთობებში არ არის.

„მე ვვლი, რომ ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია ვერ გაბედავს რუსეთთან სერიოზული და ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვას. მე ველოდები კვლავ ზერელე საუბრებს, ველოდები შეიძლება რაღაც ტიპის შეღავათს იგივე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მაგალითად სამოქალაქო ავიაციის მფრინავებისათვის ვიზების გამარტივებას, რაც შეღავათებს დაუწესებს მხოლოდ თხუთმეტ  ადამიანს. ასევე შეიძლება ვიხილოთ რაღაც მცირე ძვრები იგივე ბაზრის გახსნის მიმართულებით, თუმცა არ ველოდები დიდ გარღვევას“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ