პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე - საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად იქნება პრაქტიკულად ქვეყნის დაქცევა

საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად იქნება პრაქტიკულად ქვეყნის დაქცევა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩემი ღრმა რწმენით, და ეს ღრმა რწმენაც დაფუძნებულია რეალობაზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი. დღეს ძალიან ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სრულყოფილად უნდა გადაიქცეს საპარლამენტო რესპუბლიკად. ეს იქნება ქვეყნის პრაქტიკულად დაქცევა და სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ნინო ბურჯანაძემ დიპლომატიურ კორპუსთან და სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრები დაასრულა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დაასრულა დიპლომატიურ კორპუსთან და ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრები და მათ გადასცა სრული ინფორმაცია და მტკიცებულებები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
 

“ქართულმა ოცნებამ” “ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში საფრთხობელად გამოსაყენებლად გადაარჩინა

დღეს, ნინო ბურჯანაძემ, გამართულ ბრიფინგზე ჩვენს თანამოქალაქეებს მიმართა:

„ძვირფასო მეგობრებო, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოსახლეობა გაეცურებინა და ეს გამოუვიდა კიდეც საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელმაც გულუბრყვილოდ დაიჯერა მიშას და „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების საფრთხე. ჩვენ გაფრთხილებდით, რომ სწორედ იმიტომ გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ კოჰაბიტაციის გზით, რომ გულუბრყვილო ადამიანებს არჩევანი ჰქონოდათ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და არა „ქართულ ოცნებასა“ და რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას შორის. „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა მთელი ქართული საზოგადოება და გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ ამ არჩევნებში ნებისმიერ ფასად გამარჯვება მოეპოვებინა“.

 

ბიძინა ივანიშვილმა აღიარა რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა

დღეს, ნინო ბურჯანაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გაყალბდა ძალიან ბევრი ბიულეტენი, რამაც გამოიწვია მრავალ ოლქში მეორე ტურების საჭიროება.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საზოგადოებას უკვე მოსმენილი აქვს ამ ხელისუფლების მხრიდან განცხადებები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გვისმენდა მაშინაც კი, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2 წლის მოსული იყო, მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესოა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აყალბებს არჩევნებს, რომლის დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარების პასუხისმგებლობაც მთლიანად ეკისრებოდა ხელისუფლებასა და იმ გუნდს, რომელსაც ბატონი ბიძინა ხელმძღვანელობს და მფარველობს.

 

ნინო ბურჯანაძემ ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი შეხვედრა გამართა

ნინო ბურჯანაძემ მორიგი შეხვედრა გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ იგნასიო სანჩეს ამორთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან რობერტო მონტელასთან.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა მათ გადასცა დამატებითი მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ გაყალბებული ოქმების ასლები, რომელთა საფუძველზეც ითხოვდა პარტია უბნების გახსნას და ხმების გადათვლას.

 

 

 

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის" განცხადება

დემოკრატიული მოძრაობა, ყველა თავის მხარდამჭერს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში არ მიიღოს მონაწილეობა. არ დაუჭიროთ მხარი არც გამყალბებელ ქართულ ოცნებას და არ დაუჭიროთ მხარი, დამნაშავე ნაციონალურ მოძრაობას.

ამ ორი კოჰაბიტირებული პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ამაზე მიუთითებს, ასეულობით გაყალბებული ოქმი და ის რომ ხელისუფლებამ არც ერთი უბნის გახსნა და გადათვლა არ დაუშვა.

უბნების გადათვლის ასეთმა ისტერიულმა შიშმა საბოლოოდ დაგვარწმუნა ყველა, რომ ქართულ ოცნებას და მის ცესკოს ძალიან ბევრი რამ აქვთ დასამალი.

იმისათვის, რომ გარიგებული არჩევნები ბოლომდე საკუთარი სცენარით ჩაამთავრონ, დემოკრატიულ მოძრაობას და ყველა კვალიფიციურ პარტიას, მეორე ტურში დამკვირვებლების ყოლის უფლება ჩამოართვეს. ეს იმისთვის, რომ არავინ მათ დანაშაულებრივ გარიგებას არ დააკვირდეს, საჩივრები არ დაწეროს და შემდეგ საზოგადოებას არ ამცნოს.

 

მოვუწოდებთ ჩვენს მხარდაჭერებს, არ მიიღონ მონაწილეობა წინასწარ დაგეგმილ ფარსში

დღეს, ნინო ბურჯანაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააგრძელა ტრადიცია და კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი. მიიღო უპრეცენდენტოდ უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი კანონიერი მოთხოვნა და ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ასევე უკანონოდ გამოტანილი დადგენილება , რომელიც მიღებულ იქნა 2016 წლის 17 ოქტომბერს, რის საფუძველზეც ჩვენს წარმომადგენლებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება წაერთვათ.

 

ირაკლი ჭყოიძე: დაწერილია 600-ზე მეტი საჩივარი, რომელთა აბსულუტური უმრავლესობა ან განუხილველი დარჩა ან არ დაკმაყოფილდა

დღეს „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცენტრალურ საარჩენო კომისიაში, ირაკლი ჭყოიძემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა ცესკოს მიერ პროპორციული არჩენების შედეგების შეჯამებაზე. მან აღნიშნა, რომ ცესკოს მხრიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილება იყო ნაადრევი, დრო იმისთვის რომ ბოლომდე გამოეკვლიათ ის დარღვევები, რომლებიც აღმოჩენილ იქნა საარჩევნო პროცესში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ეს დრო ცესკომ არ გამოიყენა. გარდა ამისა, სამი ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნულმა კომისიის წევრმა, მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ არ ვეთანხმებით ამ არჩევნების პროპორციულ შედეგებს:

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ