პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე განაგრძობს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

ნინო ბურჯანაძე განაგრძობს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას. შეხვედრებზე საუბარია 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე. ნინო ბურჯანაძე ელჩებს აწვდის დოკუმენტურ მტკიცებულებებს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. შეხვედრები ამ კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება.

 

 

დემოკრატიული მოძრაობა სამძიმარს უცხადებს ავარიის შედეგად გარდაცვილი ჯარისკაცის ოჯახს.

„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო. სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის თანამებრძოლებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ასევე უსურვებს გამოჯანმრთელებას სხვა დაშავებულებს და იმედს იტოვებს რომ მალე დაუბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს.
 

დღეს ნინო ბურჯანაძემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

დღეს ნინო ბურჯანაძემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

“აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ, მე არაფერი ახალი არ მომისმენია. ის რომ გაგრძელდება საუბრები ეს აბსოლუტურად ბუნევრივი განცხადებაა. რაც შეეხება ვიზების გამარტივებას, აქ ლაპარაკი არის საჰაერო მიმოსვლის ეკიპაჟების ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით და ამაზე ხაზის გასმა ცოტა უხერხულიც კი მგონია. მე ვიზებთან დაკავშირებით ვსაუბრობდი იმაზე, რომ არსებობდა რეალური შანსი, არა მხოლოდ გამარტივებულიყო სავიზო რეჟიმი, არამედ საერთოდ გაუქმებულიყო ვიზები საქართველოს მოსახლეობისთვის. მით უფრო, რომ შარშანდელი ჩემი ვიზიტის შემდეგ ზაფხულში პუტინმა გააკეთა განცხადება სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით.“

 

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრებს მართავს

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს ხვდება.

შეხვედრების მიზანია, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნონ იმ დარღვევებს, რომლებსაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი. ასევე მათ მიეწოდათ ინფომაცია იმ სასამართლო პროცესების თაობაზე, რომელზეც „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნაზე უარი მიიღეს:

 

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

როგორც „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლებზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

„შეუიარაღებილი თვალითაც ჩანს თუ როგორ გააყალბეს არჩევნები. მე ხელთ მაქვს ოზურგეთის რაიონის მოხსენებითი ბარათები, სადაც მოყვანილია მაგალითი თუ როგორ ხდებოდა მანიპულირება როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მაგალითის გავრცელება შეიძლება მთელ საქართველოზე. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელების უმრავლესობა გახლავთ ქალაქისა და რაიონის თანამდებობის პირები, ქალაქის მერები, თემის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ა.შ. ყველა საარჩევნო უბანზე პარალელურად შექმნილი იყო მიკრო შტაბები, სოფლის რწმუნებულების, საკრებულოს დეპუტატების, საჯარა სკოლების ბაღების ხელმძღვანელების, საჯარო სტრუქტურაში დასაქმებული პირებით. მათთან პირდაპირ კოორდინაციაში იყო სუს-ი, რომელიც ამ ადამიანების მეშვეობით ახდენდა ამომრჩეველზე ზეწოლას.

 

ბიძინა ივანიშვილი და „ქართულმა ოცნება“ ვერავის ვერ გადააბრალებს, იმ უარებს, რომლებიც ჩვენ მივიღეთ უბნების გახსნასთან დაკავშირებით.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

„მართალია ჯერ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოუპოვებია, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის აჩრდილი უკვე აშკარად დადის საქართველოში. ეს ძალიან ნათლად ჩანს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელ გადაწყვეტილებაში, როდესაც ჩვენ პრაკტიკულად უპრეცენდენტო რამის მომსწრენი გავხდით. ყოველ შემთხვევაში, სამართლებრივ დონეზე საქართველოში, მე რამდენადაც ვიცი ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა. გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეცვალა ორგანული კანონის - საარჩევნო კოდექსის რეგულაცია, რაც სრული აბსურდია. რადგან აბსოლუტურად შეუძლებელია ნებისმიერმა უწყებამ კანონქვემდებარე აქტით შეცვალოს კანონი, მითუმეტეს, როდესაც ლაპარაკია ორგანულ კანონზე. საარჩევნო კოდექსით ყველა პარტიას, მით უმეტეს კვალიფიციურ პარტიებს, გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი წარმომადგენლები ყოფილიყვნენ საარჩევნო უბნებზე, როგორც პირველი ტურის, ასევე მეორე ტურის დროს.ეს დაფიქსირებული იყო 2014 წლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშიც, სადაც ძალიან ნათლად ეწერა, რომ პირველი ტურისათვის დანიშნული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა გრძელდებოდა არჩევნების დასრულების დღემდე, მათ შორის მეორე ტურების ჩათვლით,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

 

 

ნინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგებულები არიან!

,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, „მაესტროს“ ,,ღამის კონტაქტის“ პირდაპირ ეთერში, განაცხადა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სურათი ძალიან მძიმეა. მისი თქმით, ეს არ არის პესიმიზმი ეს არის - რეალისტური ხედვა, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია.

,,იძულებული ვარ საზოგადოებას გავახსენო, რამდენჯერ ისროლეს

(კენჭები კი არა ) ქვები ჩემი მიმართულებით იმის გამო, რასაც ვამბობდი და რაც საზოგადოებას არ მოსწონდა, ოღონდ მერე, ჩემი პროგნოზები ყოველთვის მართლდებოდა.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე ტიპის თანამშრომლობას ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის ხმის არ მიცემა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნაციონალებს დაუჭიროს მხარი.

 

ნინო ბურჯანაძესა და კრისტიან ურსეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ნინო ბურჯანაძესა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ბატონ კრისტიან ურსეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, იმ დარღვევებსა და მანიპულირების ფაქტებს, რომელიც „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ დააფიქსირა.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ