პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
გრიგორი კარასინი: ნინო ბურჯანაძე ჩამოვიდა, ძალიან სასიხარულო ამბავია, ვიმედოვნებ, მომეცემა მასთან გასაუბრების საშუალება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაფართოების მომხრეა.

კარასინმა ეს განცხადება მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა, სადაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით საერთაშორისო მრგვალი მაგიდა იმართება. საერთაშორისო სამართლის კრიზისისადმი მიძღვნილ ფორუმში მონაწილეები გლობალური უშიშროების საფრთხეებზე მსჯელობენ. მასში გერმანიის, საქართველოს, იტალიის, კანადის, აშშ-ის, თურქეთის, საფრანგეთის, შვედეთის და დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ფორუმზე იმყოფება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

„ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებული კონტაქტების გაფართოებას ვუჭერთ მხარს. ის, რომ ჩვენთან სტუმრად ნინო ბურჯანაძე ჩამოვიდა, ძალიან სასიხარულო ამბავია. ვიმედოვნებ, მომეცემა მასთან გასაუბრების და აზრების გაცვლის საშუალება“, - განაცხადა კარასინმა "მაესტროსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან მორიგი შეხვედრა 15 ივლისს გაიმართება. კარასინის განცხადებით, ამჟამად შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს და განსახილველი საკითხების რაოდენობა გაფართოებულია.

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ