პოზიცია
არქივის კალენდარი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
  
ნინო ბურჯანაძე: ფაქტი, როდესაც მოსახლეობა ესე სპონტანურად უპირისპირდება სამართალდამცავებს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს

„ბათუმში გამართული აქცია შედგებოდა ორი ნაწილისაგან, პირველი ეს ნამდვილად იყო სპონტანური პროტესტი და ხელისუფლებამ პირველ რიგში ამ სპონტანურობაზე უნდა გააკეთოს აქცენტი,“ - ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ ბათუმში მომხდარი ინციდენტი.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში აჭარაში ნამდვილად იყო უკმაყოფილება პატრულისა და ხელისუფლების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციამ არ უნდა შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, თუმცა ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების უფლება საქართველოში არავის აქვს.

„ხელისუფლებამ კარგად უნდა გაანალიზოს რა მოხდა ბათუმში, რადგან ფაქტი, როდესაც მოსახლეობა ესე სპონტანურად უპირისპირდება სამართალდამცავებს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ხელისუფლების მხრიდან ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება,“-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისი განცხადებით, საპროტესტო ტალღის მეორე ნაწილი არ არის გამორიცხული გამოყენებული ყოფილიყო იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, თუმცა ხელისუფლების დანაშაული აქაც აშკარაა. მათ არ უნდა მიეყვანათ საქმე იქამდე, რომ ბათუმში ქვების სროლა და მანქანების დაწვა დაწყებულიყო.

„საწყის ეტაპზე ვითარების განმუხტვა მერწმუნეთ სავსებით შესაძლებელი იყო. ხელისუფლებას რომ დაეწყო მოსახლეობასთან მოლაპარაკება, ან უბრალოდ შეხვედროდა და მოესმინა მათი პრობლემები საქმე აქამდე არ მივიდოდა, მაგრამ მთავრობამ ვერ მოახერხა, რომ საკუთარ ხალხს დალაპარაკებოდა. შემდეგ კი ვერ გადაწყვიტა რა უნდა ეთქვა. სწორედ ამიტომ პირველი განცხადებაც 5 საათზე გაკეთდა, რაც ძალიან დაგვიანებული გახლდათ,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მალე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები მოდის, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ აღნიშნული დაპირისპირება მხოლოდ მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის იყოს წარმოჩენილი. „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ საპარლამენტო არჩევნების მსგავსად წინასაარჩევნოდ ახლაც წარმოაჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“ საფრთხობელად და მოსახლეობა იძულებული გახადოს არჩევანი მხოლოდ ცუდ „ქართულ ოცნებას“ და უარეს „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გააკეთებინოს.

 

 
არხის ვებ მისამართი არ მითითებულა.

კვირის ვიდეო









ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხ