„საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა დღევანდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის სისტემური მახასიათებელია და ამ კუთხით, როგორც ჩანს იუსტიციის სამინისტრო „ლიდერობს“,-ასე შეაფასა დიმიტრი ლორთქიფანიძემ სახალხო დამცველის მიერ იუსტიციის მინისტრისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
„მკვეთრად ნეგატიურად ვაფასებ საზღვრის უკანონო გადმოწევის ნებისმიერ ფაქტს, ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურად ჩვენი სამშობლო პატარევდა. ფაქტია, რომ ყოველწლიურად ჩვენს მოსახლეობას ართმევენ მიწებს რომლებიც მათ ეკუთვნით“-ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ საზღვრების გადმოწევის საკითხი.
მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი და შესაწუხებელია ის ფაქტი, რომ ამაზე ჩვენი ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ ახდენს.
„როდესაც წინასწარ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესა თუ ის ბაზრობა სჭირდება კონკრეტულ პროექტსა თუ ინტერესს და შედეგ ეს ბაზრობა იწვის, ეს ყველაფერი საკმაოდ საეჭვო ვითარებას ქმნის,“-ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარს.
პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა რეგიონში საკუთარი კანდიდატების დასახელებას აპირებს.
როგორც „დემოკრატიულ მოძრაობაში“ პარტიაში განაცხადეს, პარტია ყველა რეგიონში აპირებს საკუთარი კანდიდატების დასახელებას. თბილისის მერობის კანდიდატად კი ორი კანდიდატურა განიხილება, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ამ ორიდან რომელს დაასახელებს პარტია თბილისის მერად, უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს შეეხო და ვარაუდი გამოთქვა, რომ ყატარში არსებული კრიზისის გამო ირანსა და არაბულ სამყაროს შორის ომი დაიწყება.