ანონსი
19:17 / 07.11.2016
ხვალ, 8 ნოემბერს, 14:00 საათზე  "დემოკრატიული მოძრაობის" სათაო ოფისში (აბულაძის 8) პარტიის მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამართავს ბრიფინგს შრომის ინსპექტირებასთან დაკავშირებით.

დღეს, ნინო ბურჯანაძემ კოენტარი გააკეთა ლევან იზორიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სამხედრო ძალებში სავალდებულო გაწვევის აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანა არ ჰგავს ქვეყანას.

„ერთი თავდაცვის მინისტრი რომ იღებს გადაწყვეტილებას და ორი თუ სამი თვის ინტერვალით მოდის მეორე მინისტრი, იმავე გუნდიდან და იღებს პრინციპულად სხვა, რადიკალურად საპირისპირო გადაწყვეტილებას იგივე საკითხზე ეს რაზე მეტყველებს?! წარმოუდგენელია ერთი გუნდის მიერ დანიშნული ორი მინისტრის ერთმანეთის აბსოლუტურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და არ აქვს ახლა პრინციპული მნიშვნელობა რომლის გადაწყვეტილება იყო სწორი. მე არ ვსაუბრობ გადაწყვეტილების სისწორეზე, მე ვსაუბრობ ფაქტზე, რომ ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს. დღეს ერთი მინისტრი ამბობს ერთს, ხვალ მეორე მინისტრი აბსოლუტურად საწინააღმდეგოს, საოცარია რომ ეს ქვეყანა დგას კიდევ ფეხზე“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

დღეს, ნინო ბურჯანაძემ კომენტარი გააკეთა მიხელ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ინფორმაცია, უკრაინის ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის არსებულ პრობლემებზე, ყველასათვის იყო ცნობილი და მისი განსაკუთრებული გააქტიურება საქართველოში, არჩევნებთან დაკავშირებით, სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მას ძალიან შერყეული ჰქონდა ოდესის გუბერნატორის სკამი.

დღეს, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა პარტიის სათაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სისტემაზე ისაუბრა.

„2016 წელს, ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მესამედ ჩაატარა არჩევნები უსამართლო სისტემით, რომელიც შექმნილი იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რომელიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მიმართული იყო ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში დარჩენისაკენ და ამ სისტემას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს არჩევნები შეაფასა როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი, არის ტყუილი.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა დღეს კომენტარი გააკეთა რუსულ - ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თვალნათლივ ხედავს ხელისუფლების მიერ გაკეთებულ მხოლოდ ზოგად განცხადებებს და არანაირი პროგრესი რეალურად ამ ურთიერთობებში არ არის.

„მე ვვლი, რომ ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია ვერ გაბედავს რუსეთთან სერიოზული და ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვას. მე ველოდები კვლავ ზერელე საუბრებს, ველოდები შეიძლება რაღაც ტიპის შეღავათს იგივე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, მაგალითად სამოქალაქო ავიაციის მფრინავებისათვის ვიზების გამარტივებას, რაც შეღავათებს დაუწესებს მხოლოდ თხუთმეტ  ადამიანს. ასევე შეიძლება ვიხილოთ რაღაც მცირე ძვრები იგივე ბაზრის გახსნის მიმართულებით, თუმცა არ ველოდები დიდ გარღვევას“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს გადაქცევა საპარლამენტო რესპუბლიკად იქნება პრაქტიკულად ქვეყნის დაქცევა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩემი ღრმა რწმენით, და ეს ღრმა რწმენაც დაფუძნებულია რეალობაზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში უნდა შენარჩუნდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი. დღეს ძალიან ბევრი საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სრულყოფილად უნდა გადაიქცეს საპარლამენტო რესპუბლიკად. ეს იქნება ქვეყნის პრაქტიკულად დაქცევა და სახელმწიფოებრიობის გაუქმება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.