გიგლა ბარამიძე: ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიას ორი უდიდესი ტყუილით იწყებს

რა მოსთხოვა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილმა, როგორ გადააგდო ის ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორ გავიდა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები, რატომ ჩამოჰყავთ მთავრობის გადასახალისებლად ხალხი რუსეთიდან? - ამ თემებზე ''ახალ თაობას'' ყოფილი პოლიტდევნილი, ''დემოკრატიული მოძრაობის'' ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ ომის გაჩაღებისთვის უნდა დაისაჯოს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება, - ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
8 აგვისტო, ერთი მხრივ, ტრაგედიაა არამხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის და არანაკლები ტრაგედიაა, რომ ამ ადამიანების წინაშე ჩვენ შერცხვენილები ვართ. ჩვენი გმირების პატივსაცემად, არც ერთ ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს, არაფერი გაუკეთებია არც საააკშვილის და არც ივანიშვილის ხელისუფლებას იმის გარდა, რომ ამ გმირების საფლავებზე გვირგვინები მოეტანა, - ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძამათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც ოჯახის წევრებთან და თანაგუნდელებთან ერთად მივიდა.
"დემოკრატიული საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სატელევიზიო ეთერის მეშვეობით მიმართავს.

როგორც სანიკძე აღნიშნავს, ივანიშვილმა და "ქართულა ოცნებამ" მორალური უპირატესობა დაკარგა.
"ბატონო ბიძინა, რატომ ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის სინდის–ნამუსი, ერის მამა, მარჩენალი. რატომ იბრალებთ?...თითქოს საზოგადოება განსხეულდა თქვენში. ვინ ხართ საერთოდ, რატომ აძლევთ ამის უფლებას თქვენს თავს",– მიმართავს სანიკიძე.

სასამართლო გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, ჩემი დამკავებელი პოლიციელები ისევ სისტემაში მუშაობენ, ეს ხომ აბსურდია? - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ბექა პეტრიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს საბერძნეთში მომხდარ საზარელ ხანძართან დაკავშირებით, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ეს გახლავთ დიდი ტრაგედია მთელი ქვეყნისათვის, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა საბერძნეთს. „დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ბერძენ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა დაშავებულს კი მალე გამოჯანმრთელებასა და სულის სიმხნევეს უსუსრვებს.