,,დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ქალს, ულოცავს გაზაფხულის მშვენიერ დღესასწაულს, ქალთა საერთაშორისო დღეს-8 მარტს. დღესასწაული ემთხვევა გაზაფხულის პირველ დღეებს, რაც ასოცირდება განახლებასთან, იმედებთან და სილამაზესთან. ძვირფასო ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებას, სიყვარულითა და სიკეთით სავსე ცხოვრებას. აგხდენოდეთ ოცნებები და მშვიდობიან და ერთიან საქართველოში გეცხოვროთ.
წერილი მხოლოდ დეტალია. ვინ დაწერდა ამ წერილს, ვინ გადასცემდა მამუკა ხაზარაძეს, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი. აქ მთავარი ის არის, რომ პროცესის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარს "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს.
„ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს არ აინტერესებს ამ ქვეყნის განვითარება. მათ ინტერესებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები ეწირება. ამის მაგალითია ის აჟიოტაჟი, რაც ანაკლიის პორტთან მიმართებაში ხდება,“ - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, რადგან ის თავის თავს ებრძვის. როდესაც ადამიანი თავის თავს ებრძვის და თავის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, ამას მილიარდები არ შველის“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანატოლი ბიბილოვი ახერხებს, რომ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და ესაუბროს იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს იმ ხალხს, რომელსაც ის წარმოადგენს. ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა შეაფასა.
„მინდა აღფრთოვანება გამოვხატო მამუკა ხაზარაძის პოზიციასთან დაკავშირებით. საქართველოს ისტორიაში მამუკა ხაზარაძე არის პირველი ბიზნესმენი, რომელმაც გაბედა და ასე ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებას. მან საკუთარი ღირსების, პრინციპების დასაცავად გაბედა და თქვა საშიში სიმართლე“. - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე