„მე ველოდებოდი ეუთოს ასეთ დასკვნას, რადგან წარმოუდგენელი იყო, მას თვალი დაეხუჭა ისეთ უკანონობაზე და კანონის უხეშ დარღვევაზე, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამ დოკუმენტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან მთელი მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რაზეც აქამდე მხოლოდ ჩვენ, ოპოზიცია ვსაუბრობდით“. - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
„ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად ვიჯექი ერთ მაგიდასთან, მახსენდება 9 აპრილის აქტი, სვეტიცხოველში გატეხილი ღამე, დაჩოქილები რომ ვიყავით... ე, ჩემო ბიძინა, რეები ვიცი და რამდენი რამე მაქვს გასახსენებელი, იცი? რა გამომივლია? რომ ვერ იოცნებებ, 7 მილიარდი კი არა, 70 მილიარდი რომ გქონდეს, ვერასოდეს რომ ვერ მიხვდები, რა განცდაა ეროვნულ გმირებთან ერთად ყოფნა“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.
„ძალიან საგანგაშო იყო ის განცხადება, რომელიც ბატონმა გრიგორი კარასინმა გააკეთა. ეს არის იმ უგუნური და არასახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება აწარმოებს ამ წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
უმრავლესობის რღვევის პროცესი ვერ შეჩერდება, ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების კონსოლიდირება ვერ შეძლო, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სტუმრობისას განაცხადა.
ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს, შეასრულოს ის დანაპირები, რომელიც 2012 წლამდე წარმოუდგინა მოსახლეობას და ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები,-ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, სამოქალაქო მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ შეხვედრაზე განაცხადა.
უმრავლესობის დაშლის პროცესი აბსოლუტურად შეუქცევადია და რაც არ უნდა ეცადოს ბიძინა ივანიშვილი, ის ამის შეჩერებას თავისი მილიარდებით მაინც ვერ შეძლებს, - ასე აფასებს „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. მისი განცხადებით, დასაფასებელია ე.წ. ამბოხებულთა პოზიცა, თუმცა ის ფაქტი, რომ დღეს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და სხვები აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძეს და არა ბიძინა ივანიშვილს, შეიძლება იყოს ტაქტიკა.