„დემოკრატიული მოძრაობა“ ლონდონში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.
„აქ არის ორი მომენტი, ან ეს ადამიანი მოიტაცეს და ამის შესახებ ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი იცოდა და ეს ძალიან ცუდია, ან ამ ადამიანის მოტაცებაში ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახური და ესეც ანალოგიურად ძალიან ცუდია. რაც საერთაშორისო სარბიელზე ახასიათებს საქართველოს როგორც არასანდო ქვეყანას,“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
1 ივნისს სრულად საქართველო მოციქულთასწორის ქართველთა განმანათელებელი ქალწულის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღვაწლი საქართველოს წინაშე უდიდესია.
"დემოკრატიული მოძრაობა" ულოცავს სრულიად საქართველოს ნინოობის დღესასწაულს. ამ დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად, ერთიან საქართველოში!
ვუსურვებთ მათ მშვიდობიან ქვეყანაში, ლაღ და უზრუნველ ცხოვრებას, სადაც ყოველი მათგანის კეთილდღეობა იქნება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი და უპირველესი საზრუნავი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე საქართველოში დადგება ის დრო, როდესაც ხელისუფლება გაატარებს სწორ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას და ყველა მშობელი მოახერხებს საკუთარი შვილებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნვეყოფასა და სრულფასოვანი განათლების მიცემას. ბავშვები ქვეყნის მომავალია და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს თითოეულ მათგანზე ქვეყნის უკეთესი და ჯანსაღი მომავლისათვის.

"დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე აზებაიჯანელი ჟურნალისტის, აფგარ მუხტარლის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების უსუსურობის კიდევ ერთი მაგალითია.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი, სამარცხვინოს უწოდებს საკონსტიტუციო განხილვებს, რომელიც კონსპირაციულად ტარდება თბილისის რამდენიმე რაიონში ერთდროულად.