პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის ხელისუფლებისადმი ეს არის გედის სიმღერა და სხვა არაფერი. მისმა ამ განცხადებამ ის ძალებიც გააღიზიანა, ვინც რუსეთთან დიალოგის მომხრე იყო, - ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
“როდესაც სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს ასეთ წერილს უგზავნის, 90 % მაინც უნდა იყო უნდა იცოდე იქიდან რა პასუხს მიიღებ, ესცარის პოლიტიკა და დიპლომატია“- ასეთი კომენტარი გააკეთა ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის მხრიდან გიორგი კვირიკაშვილის წერილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
დღეს 20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები შეიკრიბებიან და ხელს მოაწერენ სარჩელს, რომელსაც სტრასბურგში გააგზავნიან. სარჩელი 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბებულ შედეგებს შეეხება. როგორც ,,დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტსაბჭის წევრი გიორგი ახვლედიანი
პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება რუსეთის ხელისუფლების მიმართ არის უკიდურესად დაგვიანებული, თუმცა თუ ეს საქმეს წაადგება, მე მას არ გავაკრიტიკებ, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრის მიმართვას.
,,დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ქალს, ულოცავს გაზაფხულის მშვენიერ დღესასწაულს, ქალთა საერთაშორისო დღეს-8 მარტს. დღესასწაული ემთხვევა გაზაფხულის პირველ დღეებს, რაც ასოცირდება განახლებასთან, იმედებთან და სილამაზესთან. ძვირფასო ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, წარმატებას, სიყვარულითა და სიკეთით სავსე ცხოვრებას. აგხდენოდეთ ოცნებები და მშვიდობიან და ერთიან საქართველოში გეცხოვროთ.

„მივმართავ ჩვენს ოს დებსა და ძმებს, არ მისცეთ ყველაზე მძიმე ტკივილსაც კი იმის შესაძლებლობა, რომ დაკარგოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისათვის“ -ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოსვნებასთან მიმართებაში ცხინვალში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.