ხმა მივეცი ამ ქალაქში ცვლილებებს, ხმა მივეცი იმას, რომ 25 წლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში,"- ასეთი კომენტარი გააკეთა კახა კუკავამ მას შემდეგ რაც საარჩევნო უბანზე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.
ისნის საარჩევნო ოლქის 49–ე უბნის წარმომადგენლის, ნინო ჭეიშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესის დაწყებისას ხარვეზი გამოვლინდა.
„ისნის საარჩევნო ოლქის 49–ე უბანზე საკონტროლო ფურცელი უბანზე არარეგისტრირებულ ამომრჩეველს შეავსებინეს. თუმცა, აღნიშნული ფურცლის ყუთში ჩაგდება ვერ მოასწრეს და ამიტომ, აქტის შედგენისა და საჩივრის დაწერის შემდეგ საარჩევნო პროცესი აღდგა“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

„ლიდერთა საბჭომ“ ერთობლივი შეფასება გააკეთა და ჩვენი თანხვედრილი პოზიცია, არის რომ წინასაარჩევნო გარემო იყო ნამდვილად არასამართლიანი, არათანასწორი და დაძაბული, რადგან ძალიან ბევრი იყო ზეწოლის ფაქტები. აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციული რესურსის უზუმო გამოყენებასთან დაკავშირებით.“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძე „ლიდერთა საბჭოს“ სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც 14 ოპოზიციური პარტიის ლიდერი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებს შეხვდა.
„ლიდერთა საბჭომ მოამზადა ძალიან საინტერესო დოკუმენტი წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა თითქოსდა სპეციალურად იჩქარა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებასთან დაკავშირებით,რაც რბილად რომ ვთქვათ მეტად უცნაურია, როდესაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია გამონაკლისის გარეშე საარჩევნო გარემოს აფასებს უთანასწოროდ და უსამართლოთ, ხოლო ამერიკის ელჩი ამ დროს აკეთებს პოზიტიურ განცხადებას იმავე გარემოსთან დაკავშირებით.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის სახლს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ სხვა ნაგებობებს აბრები წარწერით - „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ მიამაგრეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და გიორგი ახვლედიანმა მარჯანიშვილის ქუჩაზე „იეჰოვას მოწმეების სააგიტაციო პუნქტის დემონტაჟი განახორციელეს.