„ჩემთვის გაუგებარია ბატონი ელისაშვილის განხადება, რომელიც ერთის მხრივ ამბობს , რომ „ქართული ოცნება“ ცხვრებივით მიერეკებოდა ამომრჩეველს საარჩევნო უბნებთან და მეორესმხრივ იმევე „ქართულ ოცნებასა“ და კალაძეს წარმატებას უსურვებს“- ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ის კალაძესა და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„ხელისუფლების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფლად, დემოკრატიულიად და სამართლიანად ჩატარდა. მათი თქმით, არჩევნები სადამკვირვებლო მისიების და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სამართლიანად შეფასდა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ”ივანიშვილმა ბრძანება გასცა, რომ სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად „ევროპული საქართველოსთვის“ ხმების ხელოვნური მომატება მომხდარიყო”.
„ლიდერთა საბჭოში შევთანხმდებით უახლოეს პერიოდში დიდი სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებასთან, რადგან საარჩევნო პერსპექტივა ამ ქვეყანაში გუშინ საღამოს 8 საათზე ხელისუფლების მიერ გამოირიცხა.“- ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ლიდერთა საბჭოს ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
„წინაასაარჩევნო პერიოდი იყო აბსოლუტურად უთანასწორო, უსამართლო და არადემოკრატიული და გამოცხადებული შედეგებიც მოულოდენელობას არ წარმოადგენდა, რადგან ნათელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად ეცდებოდა არჩევნების გაყალბებას და მასზე მანიპულირებას, რათა თბილისში მოეპოვებინათ ე.წ. უპირატესობა თბილისში,“- ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
დიახ ახლა იწყება ხნების დაცვისთვის ბრძოლა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ცალკეული უბნებიდან დაიწყეს ჩვენი წარმომადგენლების გამოყრა. მინდა მივმართო ლიდერთა საბჭოს მხარდამჭერებს და მასში შემავალი პარტიების კომისიის წევრებს, ბოლომდე იბრძოლეთ თითოეული ხმის დასაცავად.