„საპარლამენტო რესპუბლიკები წარმატებულად მოქმედებს იმ ქვეყნებში,სადაც არის ძალიან დიდი დემოკრატიული ტრადიციები, სადაც პოლიტიკური პარტიები არ წარმოადგენენ ხელისუფლების სატელიტებს, სადაც ერთი პარტიიდან მეორეში კალიასავით ხტომა მიუღებელია და სადაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ არ იყიდება საპარლამენტო მანდატები,“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომიისიაში გახმოვანებულ ინიციატივებს.

„ბათუმში გამართული აქცია შედგებოდა ორი ნაწილისაგან, პირველი ეს ნამდვილად იყო სპონტანური პროტესტი და ხელისუფლებამ პირველ რიგში ამ სპონტანურობაზე უნდა გააკეთოს აქცენტი,“ - ასე შეაფასა ნინო ბურჯანაძემ ბათუმში მომხდარი ინციდენტი.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში აჭარაში ნამდვილად იყო უკმაყოფილება პატრულისა და ხელისუფლების მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციამ არ უნდა შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები, თუმცა ქსენოფობიური განცხადებების გაკეთების უფლება საქართველოში არავის აქვს.

ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ყველა ხელისუფლების მიერ ქუჩაში გამოსული ხალხის მოღალატეებად გამოცხადება

ბათუმში მიმდინარე მოვლენებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა.

,,დემოკრატიული მოძრაობა“ ყველა ქალბატონს, ულოცავს გაზაფხულის მშვენიერ დღესასწაულს, ქალთა საერთაშორისო დღეს-8 მარტს. ძვირფასო ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრებას.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამ ფორმის „რუსთავი 2“-ის ეთერიდან გათიშვა საქართველოსთვის დიდი დარტყმა იქნება, ვინაიდან პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“ დღეს განსხვავებული აზრის მატარებელია.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი „აიპრესთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამის მიუხედავად ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე მისვლას არ აპირებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა ორგანიზებული.

იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრება იყო და ამ თემაზე საუბარი არ გაგრძელდება, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე სებასტიან კურცის განცხადებას.

როგორც ბურჯანაძემ „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებებიც კი არ უნდა დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციას მიიღებს.