ფოთში, პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მან მხარდამჭერებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბატონი გოჩა მამულაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი გოჩა გახლდათ ღირსეული ადამიანი და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი. „დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს გოჩა მამულაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და მათ გამძლეობასა და სულის სიმხნევეს უსურვებს.

„ჩვენ ბათუმში ყოველთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, იმდენად დიდი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა იმ მაშტაბით ხმების მოპარვა, როგორც ეს მან შეძლო დანარჩენ საქართველოში. ბათუმში იმ გაყალბების პირობებშიც კი ორჯერ მეტი შედეგი გვქონდა ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში“ – ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ ბათუმში ქალაქის მერისა და მაჟორიტარობის კანდიდატების მოსახლეობისათვის წარდგენის შემდეგ.
„დღეს მედიასაშულებებით გავრცელდა აბსოლუტურად სკანდალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილთან მიმართებაში, სასამართლომ გამოიტანა მოტივირებული გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს,“ - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ დღეს დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
კონსტიტუციაზე ნამცხვრის გამოცხობის ასოციაცია რატომ გაუჩნდა პარლამენტის თავმჯდომარეს და თან მამაკაცს არ ვიცი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის მალფუჭებადი ნამცხვარი და ვარგისიანობის ვადა მას მხოლოდ ხელისუფლებისათვის აქვს, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა ვეტოზე უარი განაცხადოს. ამასთანავე იგი ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტთან ოპოზიის მიმდინარე შეხვედრა, სწორედ ამის დასტურია. ნინო ბურჯანაძის განმარტებით, თუ პრეზიდენტის ვეტოში ასახული იქნება ოპოზიციის წინადადებები და ამას ხელსუფლება გაითვალსიწინება, ეს ქვეყანას კონსტიტუციური ჩიხიდან მეტ-ნაკლებად გამოიყვანს.