ბატონი გივი გახლდათ ყველასათვის უსაყვარლესი ადამიანი და მსახიობი, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, სახალხო არტისტი ამ სიტყვის სრულყოფილი მნიშვნელობით. გივი ბერიკაშვილი იყო საქართველოს უდიდესი გულშემატკივარი, მისი გული საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და საქმის სიყვარულით ძგერდა.მისი გარდაცვალება გახლავთ უდიდესი დანაკაგი სრულიად საქართველოსათვის. ქართულ თეატრსა და კინოში მის მიერ შექმნილი სახეები მუდამ ემახსოვრება ქართველ მაყურებელს. „დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს გივი ბერიკაშვილის ოჯახს, მის ერთგულ მაყურებელსა და სრულიად საქართველოს.

 

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი პროექტით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია ირჩევს. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების ვადები პროექტში გაწერილი არ არის.

„როდესაც სახელმწიფო საბავშვო ბაღის მოსწავლესავით ხელს იშვერს უფროსი მეგობრებისაკენ ან დამცავებისაკენ : აი, ჩვენ ჩავაყენეთ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში და მათი მხრიდან რეაგირება იქნება. ჩვენ რას ვაკეთებთ?! საერთაშორისო თანამეგობრობას იმ ფონზე, რაც მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში საქართველოსთვის არ სცალია და ეს მგონი ესმის ნებისმიერ გონიერ ადამიანს. ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს ჩვენთვის არ სცალია და ჩვენს ხელისუფლებასაც ასევე არ სცალია ქვეყნის პრობლემების მოსაგვარებლად. საქართელოს მოსახლეობამ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს თუ რა ცვლილებები სჭირდება უახლოეს მომავალში ქვეყანას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, ვინც ამ რეალობას შეეგუება ავტომატურად ხელს მოაწერს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვას,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

„ეს არის ის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელიც სათუთად უნდა გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, რომ 9 აპრილის მონაპოვარით შემდგომში განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიზაცია, რეალური დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისა და განვითარების გზით.“ - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოსა და მთელს მართლმადიდებლურ სამყაროს ულოცავს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 

„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად საქართველოს ულოცავს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ სიყვარულს, მშვიდობასა და ბევრს სიხარულს. დაე, მშვიდობა, კურთხევა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობა არ მოაკლდეს ჩვენს ქვეყანას.