ბატონი ვანო საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას შეეწირა. მან მთელი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე და მის დაცვაში გაატარა. სწორედ ასეთ გმირებზე დგას დღევანდელი ჩვენი საქართველო.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ვანო გოლოშვილის ოჯახსა და ახლობლებს. მათ სული სიმხნევეს და გამძლეობას უსურვებს.

23 ნოემბერს სრულიად საქართველო გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. ეს დღე არის უდიდესი დღესასწაული.

"დემოკრატიული მოძრაობა" ულოცავს სრულიად საქართველოს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად, ერთიან საქართველოში!
საპრეზიდენტო არჩევნების წინ აღმასრულებელ ხელისუფლებაში კედევ არის მოსალოდნელი. ასეთ პოლიტკურ პროგნოზს ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე აკეთებს.
,,უახლოეს ერთ წელიწადში, ძალიან სერიოზული ცვლილებები და პოლიტიკური გადათამაშება მოხდება. დეტალებს ახლა არ ვიტყვი, მაგრამ ძალიან დიდი ამბები გველოდება. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი, საკადრო ცვლილებების ერთ სერიოზულ ჩამოქროლებას ვიხილვთნ ეს რამდენიმე თვეში მოხდება“, - აცხადებს გიგლა ბარამიძე ,,ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
რუსეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარება შეცდომა იყო, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის პირველ არხზე, ვლადიმერ პოზნერის გადაცემაში გააკეთა.
მე მივაღწევ რუსული ჩექმის საქართველოდან გაყვანას, თუ ამის მანდატს საქართველოს მოსახლეობა მომცემს, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, „ლიდერთა საბჭოს“ სარჩელის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს უნდა დასრულდეს.