„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვედეთის ელჩთან ურლიკ თიდესტრომთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ შვედეთის გამოცდილების გაზიარება აუცილებელია საქართველოსთვის, რადგან შვედეთი არის სახელმწიფო, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან, მაგრამ არ არის ნატოს წევრი სახელმწიფო.
,,პატრიარქის მიერ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება არის საზოგადოების უამრავი პროვოკაციისგან თავის არიდება და დაცვა." - ასე ეხმაურება ,,დემოკრატიული მოძრაობის" ერთერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ოჯახის სიწმინდის დღეს.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის სტატიას, სათაურით "ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობა"-ს ამერიკული და სხვადასხვა ევროპული გამოცემები „EUtoday.net“, „Eupoliticalreport.eu, „Euractive.com“ Intopolicydigest.org აქვეყნებენ. ინფორმაციას "დემოკრატიული მოძრაობა" ავრცელებს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა მათ შორის არსებულ დიდი ხნის ნაცნობობას და საქმიან ურთიერთობას. ამჯერად შეხვედრის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესების შეფასება და „დემოკრატიული მოძრაობის“ სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კვლავ აგრძელებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნინო ბურჯანაძე პირადად იცნობს ელჩების უმეტესობას და ყველა მისი შეხვედრა არის საინტერესო და საქმიანი.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საფრანგეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საპრლამენტო ოპოზიციის ლიდერები და არსამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.