„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახური ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას ეხმაურება. განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
”დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მიმართავს საქართველოს მთავრობას, ნუ გამოიჩენენ პოლიტიკურ უგუნურებას და სასწრაფოდ დაიწყონ მოლაპარაკება რუსეთის მთავრობასთან. ასე ეხმაურება ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას.
ვინ იქნება თბილისის მერი და ეყოლება თუ არა ოპოზიციას ერთი საერთო კანდიდატი - ამ საკითხზე არასაპარლამენტო ოპოზიცია შეხვედრებს განაგრძობს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერთან კახა კუკავასთან კონსულტაციები გამართა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შესაძლოა მსგავსი ფორმატის შეხვედრა „ლეიბორისტულ პარტიასთან“ უახლოეს დღეებში გაგრძელდეს.
რამდენით უნდა გადმოწიონ კიდევ საზღვარი, რომ გონს მოვიდეს ხელისუფლება, პოლიტიკური სპექტრი, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დიალოგზე უარს ამბობს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მცოცავი ოკუპაციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ხელისუფლებამ ორი თვით ადრე უკვე იცოდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ბორდერიზაციას გააგრძელებდა,- ამის შესახებ ,,პირველ რადიოსთან" საუბარში ,,დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა შეხვედრაზე განუცხადა, რომ მათ ამ დრომდ ებორდერიზაცია შეჩერებული ჰქონდათ , თუმცა ივნისიდან განაახლებენ.
შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგეს? ამ საკითხზე "პირველ რადიოსთან" "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე საუბრობს და ამბობს, რომ შეთანხმება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება, რაც "ქართული ოცნების" ბრალი იქნება. მისივე თქმით, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულების მქონე ოპოზიციური პარტიები მზად არიან საერთო შეხების წერტილი მონახონ. მისივე თქმით, რეალურად, ქართულ ოცნებას არ სურს კონსენსუსის მიღწევა და ამ მიზნით მას "დრო გაყავს"