„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკაში, ქალაქ ლას-ვეგასში მუსიკალური ფესტივალის დროს მომხდარი შემზარავი თავდასხმის გამო. ნევადის შტატში განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა 58 და დაშავდა 515 მოქალაქე. ეს უპრეცენდენტო და შემზარავი ტრაგედიაა.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის კახა კუკავას ინფორმაციით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სადაც მათი ბლოკის კანდიდატებს უკავიათ ლიდერის პოზიციები, „მმართველი პარტია და მასთან შეზრდილი უსაფრთხოების სამსახურები ჩვენს კანდიდატებს ემუქრებიან, აშინებენ და კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ“.
„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ბოროტი გეგმის ნაწილი, რომ ყველა არჩევნების წინ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება იყოს და ამით „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს.
ბლოკმა "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ ჟუნალისტებთან საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, " ქართული ოცნება" არ აპირებს არჩევნები ჩაატაროს, აპირებს არჩევნების შედეგები დაწეროს. ამის შესახებ ბურჯანაძემ გუშინ თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აფხაზეთში ომის დაწყების დღეს იხსენებს და უსამძიმრებს დაღუპული მეომრების ოჯახს და დასძენს, რომ სამძიმარს უცხადებს, როგორც ქართულ ასევე აფხაზურ ოჯახებს, ვინც ეს ტრაგედია საკუთარ თავზე გამოსცადა.