„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ მე, რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში ან როგორც მინიმუმ ხელისუფლებას მაინც, რომ გაეთვალისწინებინა ჩემი რჩევები რუსეთთან მიმართებაში, დღეს გაცილებით უკეთესი რეალობის წინაშე ვიდგებოდით.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ეკლესიის დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყნის არსებობის ყველა ეტაპზე მნიშნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში. სწორედ ავტოკეფალიის შედეგია ის ტაძრები და წიგნები, რომლითაც დღეს თავს ვიწონებთ მსოფლიოს წინაშე. სწორედ ეკლესიის წიაღში შეიქმნა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეკლესიის გაერთიანება და დამოუკიდებლობა ყოველთვის იყო საფუძველი სახელმწიფოს განვითარებისა და გაერთიანების.

რატომ ვიგონებთ რაღაც გაუგებარს, ხომ ჩავაბარეთ ქალდანს გასაღები, ხომ იყო საუბარი, რომ სუს-ი დაგვექმედებარებინა პარლამენტისთვის, ხომ დავუქვემდებარეთ პარალემენტს, რატომღა ხდება ეს გადანაწილება-გადმონაწილება, ეს არის თითიდან გამოწოვილი პრობლემა, რადგანაც ვიღაცა ვიღაცას არ ენდობა და პრეზიდენტმა საზოგადოებას თავი შეახსენა, რადგანაც მარგველაშვილი ახალი პოლიტიკური საქმიანობისთვის ემზადება და ცუდია, რომ თავის თანამდებობას პირადი პოლიტიკური საკითხებისთვის იყენებს" „მისტერ ვეტო" თავის თავს ვეტოსთან დაკავშირებით ყოველთვის გვახსენებს. მოსმენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მაქვს და მიმაჩნია, რომ მოსმენები თავისთავად საშინელება და არასწორია, მაგრამ როდესაც ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში, არ გვაქვს უფლება, შევასუსტოთ ეს ინსტიტუტი, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ.

თუმცა, ელოდნენ, როდის წამოდგებოდა ფეხზე, რათა წაეყვანათ ქალაქის სამმართველოში. დრო აღარ ითმენდა, ამიტომ ჩვენ ვიმოქმედეთ ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლის მიხედვით და იმ მომენტში, უპირატესი ინტერესი ის იყო, რომ წამებას არ დაქვემდებარებოდა ეს ადამიანი და რამენაირად გამოგვეხსნა კლანჭებიდან. მას იცავდა სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე საბადრაგო პოლიციის ნაწილი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეპარებინა ბატონი შალვა, ბუნებრივია, როგორც მიცვალებული, ისე უნდა გამოგვეყვანა. გადავაფარეთ მას ზეწარი და საკაცით გამოვიყვანეთ, გამოვიძახეთ მანამდე კერძო სასწრაფო დახმარების მანქანა და წავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დღეს იწყება აზერბაიჯანელთა საყვარელი დღესასწაული, ნოვრუზ-ბაირამი, რომელიც ახალი წლის შემოსვლასთან ასოცირდება. ჩვენთვის მეტად სასიხარულოა, რომ ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლების მშვიდობიანი და ძმური თანაცხოვრება მრავალ საუკუნეს ითვლის. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც ვხედავ  ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეების თავდადებას საქართველოს ღირსეული და უკეთესი მომავლისათვის.

„დემოკრატიული მოძრაობა“ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, ულოცავს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და სიხარულს ოჯახებში.

 

„ის დრამატული მოვლენები, რასაც 26 მაისს ჰქონდა ადგილი შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული,“- ასე გამოეხმაურა დიმიტრი ლორთქიფანიძე პროკურატურის მიერ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე მისი მოწმის სტატუსით დაბარებას.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე ეს არ შემოიფარგლება ერთი,ორი ან თუნდაც ათი ეპიზოდით, თუმცა მისთვის ჯერჯერობით უცნობია რა კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებაში ინტერესედება პროკურატურა, თუმცა მზად არის მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას.