„ლიდერთა საბჭომ მოამზადა ძალიან საინტერესო დოკუმენტი წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამერიკის ელჩმა თითქოსდა სპეციალურად იჩქარა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებასთან დაკავშირებით,რაც რბილად რომ ვთქვათ მეტად უცნაურია, როდესაც აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია გამონაკლისის გარეშე საარჩევნო გარემოს აფასებს უთანასწოროდ და უსამართლოთ, ხოლო ამერიკის ელჩი ამ დროს აკეთებს პოზიტიურ განცხადებას იმავე გარემოსთან დაკავშირებით.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ იუსტიციის სახლს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ სხვა ნაგებობებს აბრები წარწერით - „ზვიად გამსახურდიას სანაპირო“ მიამაგრეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და გიორგი ახვლედიანმა მარჯანიშვილის ქუჩაზე „იეჰოვას მოწმეების სააგიტაციო პუნქტის დემონტაჟი განახორციელეს.
„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღმაშენებლის გამზირზე ყველა არაბულენოვან სარეკლამო აბრას ქართულენოვანი შესატყვისები დააწერეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს.
„როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე ბორჯომშიც ჩვენ გვყავს ძალიან კარგი მაჟორიტარობის კანდიდატები და გვაქვს ასევე ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული საარჩევნო სია. ნაწილობრივ ივანიშვილმა უკვე იყიდა არჩევნები, რაზეც ლაპარაკობს თუნდაც ის თანხები, რომელიც უკვე დახარჯული აქვს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიაში. 11 მილიონი მთლიანად ოპოზციის 300 ათასის წინააღმდეგ. თან აღსანიშნავია, რომ ნახსენები 11 მილიონი გახლავთ ოფიციალურად დადასტურებილი ციფრი და თქვენ ალბათ ხვდებით რამდენად აღემატება არაოფიციალური ფინანსები.“ -ასეთი განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანაძემ ბორჯომში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
„მე ძალიან მიხარია, რომ ადამიანები ასე აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს წინასაარჩენო კამპანიაში. მიხარია, რომ ახალქალაქშიი ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის გამოირჩევიან ახალგაზრდები,“- ასეთი განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანძემ ახალქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.