გასაკვირი არცაა მთავრობის არასერიოზულობა, რადგან მიღებული მხარდაჭერის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის, მოსახლეობა კმაყოფილია და შესაცვლელიც ბევრი არაფერია. ასე რომ რაიმე რეალურ ცვლილებებს არც ველოდები, რადგან ამის არც რესურსი აქვს „ქართულ ოცნებას“ და არც პოლიტიკური ნება“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

 

„ჩვენი პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ძალიან ნათლად გამოჩნდებოდა უსუსურობა იმ გუნდისა, რომელსაც ჩვენ ახლა პარლამენტში ვხედავთ,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია პირველ-ში სტუმრობისას. მისი თქმით, ეს ძალიან კარგად იცოდა ბიძინა ივანიშვილმა და სწორედ ამიტომ 30 კაციან თათბირზე განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძე და მისი გუნდი პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში ძალიან მალე მოახერხებს პარლამენტის სრული ზეგავლენის მოპოვებას.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობა ახლა არკვევს და გაოგნებულია იმ ფაქტით რომ დაუდგენელია საზღვრები რუსეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. თუმცა ეს პრობლემა წლებია დგას. სამწუხაროდ ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს მის მოგვარებას, რადგან ამას სჭირდება ძალიან სერიოზული პროფესიონალიზმი, ცოდნა და პრინციპულობა.

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დილემის წინაშე აყენებს გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.

დიმიტრი ლორთქიფანიძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც კავკასიაში რუსული სამხედრო შენაერთების გაძლიერებას ეხება. ლორთქიფანიძის განცხადებით, გალის ქართული მოსახლეობა ორი „ცუდი“ არჩევანის წინაშე დგას.

23 ნოემბერს სრულიად საქართველო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. "დემოკრატიული მოძრაობა" ულოცავს სრულიად საქართველოს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღის მადლი არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს და ჩვენს სამშობლოს, მრავალს დაესწარით საყვარელ ადამიანებთან ერთად, ჯანმრთელად და ბედნიერად, ერთიან საქართველოში!

 

დღეს, ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამრთულ ბრიფინგზე ლარის კურსის ვარდნაზე ისაუბრა. მან ხაზი გავუსვა იმას, რომ ქვეყანაში ნამდვილად ძალიან სახიფათო ტენდენციები შეინიშნება, რომელზეც იგი არჩევნებამდეც საუბრობდა. ლარის კურსის შენარჩუნება წინა საარჩევნოდ იყო აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი. ხელისუფლება ლარის ხელოვნური გამყარებით უბრალოდ ატყუებდა მოსახლეობას, იმისათვის, რომ მეტი ხმა მიეღო არჩევნებში და სინამდვილეში კი კიდევ უფრო ართულებდა ლართან დაკავშირებულ პრობლემას.“მისი თქმით, ლარის კურსი არის უტყუარი ინდიკატორი ეკონომიკის განვითარებისა.

დღეს, ნინო ბურჯანაძემ ჯურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის გუბაზ სანიკიძესთან კონსულტაციები და თანამშრომლობა სასიამოვნო იქნება. მან დაადასტურა სანიკიძესთან კონსულტაციების მიმდინარეობა, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ლაპარაკი ნაადრევად მიიჩნია.

„კონსულტაციები, ალბათ, უფრო გარღმავდება. რა ფორმას მიიღებს ის, მომავალში შევხედოთ, თუმცა მე გიდასტურებთ, რომ ჩემთვის გუბაზ სანიკიძესთან კონსულტაციები და თანამშრომლობა სასიამოვნოა. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, გადაწყვეტილება თავად სანიკიძემ უნდა მიიღოს, რა ფორმით და ვისთან ითანამშრომლოს. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს ადამიანური, ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ეს არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ერთნაირი ხედვა ქვეყნის დღევანდელი პრობლების თაობაზე, ასევე სამომავლო განვითარების თაობაზე. რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრმლობა, ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე გიპასუხებთ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.