პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატური განცხადებების გამო შეწყვიტა.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მზად არ არის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი ერთიანად განიხილოს, ამ ინიციატივაზე ნაწილ-ნაწილ მსჯელობა მოხდება.
მე არავის არ ვთხოვ ანგარიშის ჩაბარებას და რუსეთში საქმის გასარჩევად არ ვყოფილვარ ჩასული, - ასე უპასუხა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურალისტების კითხვას, რუსეთში ხომ არ უთქვამთ, რატომ არის ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში და რა გააკეთა რუსეთმა მის გასათავისუფლებლად.
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში არ მოუხდია.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელიც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
,,მოგეხსენებათ რომ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება.