გიორგი ახვლედიანის ინფორმაციით, ზუგდიდში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვაზე, „ქართულ ოცნებას“ ხალხი სიებით შეჰყავს
„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი ახვლედიანის ინფორმაციით, ზუგდიდში, ჭადრაკის სასახლეში, სადაც საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა უნდა გაიმართოს, „ქართულ ოცნებას“ ხალხი სიებით შეჰყავს.
მისი თქმით, დღევანდელ განხილვაზე მთლიანად მობილიზებული არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ხოლო ის, ვინც შესაძლოა კრიტიკული აზრი გამოთქვას, საერთოდ ვერ შედის დარბაზში და მხოლოდ დარბაზის კარებიდან თუ მოისმენს რამეს. „ეს არის უპრეცედენტო რამ. ისეთი რამე იკადრა „ქართულმა ოცნებამ“, რომ მისგანაც კი გაგვიკვირდა. ხალხის ნაწილი შეჰყავთ უკანა კარიდან, ნაწილი კი, სიებით. ის ვინც, შესაძლოა კრიტიკული აზრი გამოთქვას, საერთოდ ვერ ახერხებს შესვლას. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ მხოლოდ ტაში დაუკრან, კრიტიკული აზრი კი არ მოისმინოს“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
FaceBook Twitter Google