„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულის მაღაროში გარდაცვლილი ადამიანების გამო.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ტყიბულში მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღნიშნული შემთხვევა ობიექტურად იქნას გამოძიებული და დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს კანონის წინაშე. აუცილებელია, შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა , რომელიც უზრუნველჰყოფს ადამიანებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რომელშიც თითოეული ადამიანის უფლება თანაბრად იქნება დაცული.
FaceBook Twitter Google