გიგლა ბარამიძე : დღეს ხელისუფლება საკუთარ ხალხს გაექცა
„დღეს საკონსტიტუციო განხილვაზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება გაექცა საკუთარ ხალხს,“ - ასე გამოეხმაურა გიგლა ბარამიძე თბილისში საკონსტიტუციო განხილვას, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ჩაიშალა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას არ სურს, რომ ქართული მიწა გაიყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რადგან იგი გახლავთ სტრატეგიული, განუახლებელი და ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსი.
„ქართული მიწა არ ეკუთვნის რომელიმე ხელისუფლებას. იგი ხალხის და ქვეყნის საკუთრებაა. დაუშვებელია მისი გაყიდვა საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირებზე. „ქართულმა ოცნებამ“ არ მოუსმინა საკუთარ მოსახელობას და მიიღო ის შედეგი, რომ შუშის სასახლეში დაწერილი კონსტიტუციო ხალხმა არ მიიღო,“- განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

FaceBook Twitter Google