ნინო ბურჯანაძე: „მიწის საკუთრების საკითხს რეფერენდუმზე გავიტანთ“
შემთხვევითი არ არის, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩვენმა პარტიამ პრინციპულად დააყენა მიწის საკუთრების დაცვის საკითხი. სწორედ, დემოკრატიულმა მოძრაობამ მოითხოვა კონსტიტუციაში საგანგებო მუხლის შეტანა, რომლითაც აიკრძალებოდა ქართული მიწის უცოელებზე გაყიდვა. მე მოხარული ვარ, რომ დღეს ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ამ ჩვენს ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს.
დღეს ქართული მიწა იყიდება უკონტროლოდ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთი თვის წინ იუსტიციის სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია მოვითხოვეთ, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ პასუხი არ მოგვცა. იმიტომ, რომ ქართული მიწა იყიდება ყოველგვარი კონტროლის გარეშე. როგორც ჩანს ეს არის ძალიან თანმიმდევრული პროცესი, ვიღაცის ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიყიდოს მიწის დიდი ნაწილი და ამიტომაც ეწინააღმდეგება ხელისუფლება იმ ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს მინიმუმ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მიწების გაყიდვის აკრძალვას.
მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ მქონდა კონსულტაციები ცალკეულ ოპოზიციურ არტიებთან და ვიცი რა მათი საჯაროც და არასაჯარო პოზიციაც, მივმართავ, აბსოლიტურად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ყოველგვარი პარტიული კუთვნილების მიუხედავად გავერთიანდეთ აღნიშნული საკითხის ირგვლივ. გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ჩვენც პოზიციას ეთანხმება და მოვემზადოთ რეფერენდუმისათვის. ეს არ უნდ აიყოს პარტიული კუთვნილების და ბრძოლის საკითხი ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ბრძოლის საკითხი.

მე მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ის რაც გუშინ მოხდა ხელისუფლებისათვის გაკვეთილი უნდა იყოს, თუმცა ჩანს, რომ ხელისუფლება გაკვეთილებს ვერ სწავლობს, გავერთიანდეთ რომ არ დავუშვათ ქვეყნისათვის დამანგრეველი კონსტიტუციის მიღება, არ მივცეთ ამ ხელისუფლებას კონსტიტუციის ამ ფორმით მიღების შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს შეუქცევად პროცესებს გამოწვევს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ თავისი ქმედებებით და თავისი გადაწყვეტილებებით ის დაუპირისპირდა არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას ცალკე აღებულს ან თუნდაც პარტიების ჯგუფს ის დაუპირისპირდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და დაუპირისპირდა საქართველოს მოსახლეობას. ამიტომ, სწორედ მოსახლოებამ უნდა თქვას თქვისი სიტყვა და ქვეყნისათვის მავნებლური კანონი არ უნდა მივაღებინოთ ბიძნა ივანიშვილს, რომელსაც უნდა ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს, ეს მართლაც ყოფნა არ ყოფნის საკითხია. უახლოესი ათწლეულების განმავლობაში ქვეყნისათვის და ამ გაერთიანებისათვის ვთვლი, რომ ყველანაირი პარტიული ინტერესი განზე უნდა იქნას გადადებული.

FaceBook Twitter Google