‘’დემოკრატიული მოძრაობა,’’ ხელისუფლების ინიციატივას, აღარ გადასცეს პირდაპირ ეთერში, კონსტიტუციის საჯარო განხილვის პოცესი, საკუთარი მოსახლეობისგან დამალვის მცდელობად აფასებს.

ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა თბილისელებს დაემალოს და ფილარმონიაში ჩაშლილი საკონსტიტუციო განხილვის შემდეგ, პროცესი კვლავ რეგიონებში დააბრუნოს, ამჯერად უკვე, მთელ მოსახლეობას ემალება და სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას წყვეტს. ‘’დემოკრატიული მოძრაობა’’, ხელისუფლების ამ ქმედებაში ხედავს შიშს საკუთარი მოსახლეობის მიმართ. განსხვავებული აზრის მიუღებლობას და უსუსურ მცდელობას დაემალოს საზოგადოებას, რომლისთვისაც მიუღებელია ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ‘’ქართული ოცნება’’ გვახვევს თავს.

ხელისუფლებამ ნათლად მოისმინა საზოგადოების პროტესტი, ერთპარტიული კონსტიტუციის და ერთპარტიული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ. თუ ‘’ოცნებაში’’ თვლიან, რომ პირდაპირი ეთერის გათიშვით და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვით ამ საპროტესტო მუხტს გაანელებენ, ძალიან ცდებიან, ნათქვამია განცხადებაში.
‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ იტოვებს იმედს, რომ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არის დარჩენილი საღად აზროვნეების რესურსი და მოუწოდებს ‘’ქართულ ოცნებას,’’ უარი თქვას იმ საკონსტიტუციო ინიციატივებზე, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების ინტერესზეა მორგებული და რომელიც უკიდურესად ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში.

‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად განაწილებას, პარტიების გაძლიერების შესაძლებლობას ბლოკების მეშვეობით და ბარიერის შემცირებას.
ასევე ‘’დემოკრატიული მოძრაობა’’ კატეგორიულად აყენებს მოთხოვნას, აიკრძალოს ქართული მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვა და ეს აკრძალვა დაფიქსირდეს კონსტიტუციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა, მთლიანად დაეკისრება ხელისუფლებას, ნათქვამია განცხადებაში.


 

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31