ნინო ბურჯანაძე : დასაგმობია, რომ ასეთ ფორუმებს საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს რუსეთის მაღალჩინოსნებთან დასალაპარაკებლად და ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად
„ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა ის ისტერიკა, რომელიც ატყდა იმასთან დაკავშირებით რომ ქუმსიშვილი მედვედევის გვერდით იდგა.“ -
ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საქართველოს ვიცე პრემიერისა და დიმიტრი მედვედევის გვერდიგვერდ დგომასთან ატეხილ აჟიოტაჟს.
„ან საერთაშორისო პროტოკოლი არ წაგიკითხავთ, ან საერთაშორისო შეხვედრებსა ან ფორუმებში არ მიგიღიათ მონაწილეობა?! რა უნდა ეთქვა ქუმსიშვილს?! არ დავდგები მედვედევის გვერდითო?! ძალიან ცუდი ის არის, რომ მან არ გამოიყენა შესაძლებლობა დალაპარაკებოდა იმ ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერს, რომელთანაც ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემები გვაქვს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მას არ მჯერა, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს იძახიან არ დაველაპარაკოთ რუსეთსო არ ფიქრობენ საქართველოს გამთლიანებაზე. ალბათ ფიქრობენ, მაგრამ უცოდინარობით ხელს უწყობენ, რომ საქართველოს გაერთიანება საერთოდ შეუძლებელი გახდეს.
„მოვუწოდებ ყველა ამ ადამიანს, თუ მართლა გულწრფელად გინდათ საქართველოს გაერთიანება, თვალები გაახილეთ და სამარცხვინო კომენტარებს ნუ აკეთებთ. დასაგმობია, რომ ასეთ ფორუმებს საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს რუსეთის მაღალჩინოსნებთან დასალაპარაკებლად და ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google