გიორგი ახვლედიანი: „მთავრობა მალავს თავის სამარცხვინო საკონსტიტუციო განხილვებს“
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი, სამარცხვინოს უწოდებს საკონსტიტუციო განხილვებს, რომელიც კონსპირაციულად ტარდება თბილისის რამდენიმე რაიონში ერთდროულად.
„ხელისუფლებას ჩაუვარდა ფილარმონიაში ჩატარებული განხილვა, თავზე დაემხოთ თავისი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი და მას შემდეგ გადაწყვიტეს კონსპირაციულად ჩაეტარებინათ დანარჩენი განხილვები. მაგალითად, დღეს რამდენიმე რაიონში ჩაატარეს შეხვედრა, არც გრაფიკი მოგვაწოდეს, არც წინასწარი ინფორმაცია არსებობდა ამ შეხვედრებზე და რაც მთავარია, აკრძალეს პირდაპირი ტრანსლაცია მე-2 არხზე. ეს არის შეშინებული მთავრობის გადაწყვეტილება. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა, რომ საჯარო განხილვები დაიწყო და ასე არასაჯაროდ ჩაატარო.

FaceBook Twitter Google