ნინო ბურჯანაძე : აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებამ გამოააშკარავა, რომ ჩვენ უბრალოდ სახელმწიფო არ გვაქვს
„აქ არის ორი მომენტი, ან ეს ადამიანი მოიტაცეს და ამის შესახებ ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი იცოდა და ეს ძალიან ცუდია, ან ამ ადამიანის მოტაცებაში ჩართული იყო ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახური და ესეც ანალოგიურად ძალიან ცუდია. რაც საერთაშორისო სარბიელზე ახასიათებს საქართველოს როგორც არასანდო ქვეყანას,“ - ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს.
„მე მხოლოდ ახლა გავიგე ამ ადამიანის შესახებ, ბუნებრივია არ ვიცი რამდენად რეალურია აზერბაიჯანული მხარის პრეტენზიები, მაგრამ თუ ეს ადამიანი არ იმსახურებდა დაცვასა და თავშესაფარს, მაშინ მისთვის გარანტიების სახელმწიფოს არ უნდა მიეცა და თუ ეს ადამიანი გარანტიით იყო საქართველოში მაშინ, როგორც ნებისმიერი მოქალაქე დაცული უნდა ყოფილიყო მსგავსი შემთხვევებისგან,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31