„დემოკრატიული მოძრაობა“ ლონდონში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ლონდონში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.
”თანამედროვე მსოფლიოს „შავი ჭირი“ - ტერორიზმი კვლავ მძვინვარებს და ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. ინგლისში, ევროპის ცენტრში განხორციელებულმა კიდევ ერთმა შემაძრწუნებელმა ტერორისტულმა აქტმა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ნინო ბურჯანაძე და „დემოკრატიული მოძრაობა“ ლონდონში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ინგლისელ ხალხს, გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს”, - აცხადებენ პარტიაში.
FaceBook Twitter Google