ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილის ოინები დამთავრდა
ბიძინა ივანიშვილის ოინები დამთავრდა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” „დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონსტიტუციო რეფორმასთან მიმართებაში დესტრუქციულ მოქმედებებში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

”პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თვითმიზანი გახდა დააშანტაჟოს პრეზიდენტი, დააშანტაჟოს ამომრჩეველი, როდესაც ის საუბრობს მარგველაშვილის დესტრუქციულ ქმედებებზე საკონსტიტუციო ქმედებებთან დაკავშირებით, სხვა არაფერია, გარდა შანტაჟისა. ბიძინა ივანიშვილმა ნათლად დაინახა, რომ რაც გამოუვიდა წინა საპრეზიდენტო არჩევნებში და ხალხს აარჩევინა თავისი კანდიდატურა, ეს ახლა არ გამოუვა. მაშინ ჯოხიც რომ დაედო ბიძინას და ხალხისთვის ეთქვა ეს აირჩიეთო აირჩევდნენ ჯოხს, თუმცა მე არ ვამბობ რომ გიორგი მარგველაშვილი ჯოხი იყო. ხალხის ნდობა მაშინ განუსაზღვრელი იყო ივანიშვილის მისამართით და სულერთია ვის აირჩევდნენ, ოღონდ ბიძინას ეთქვა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მას ეს არ გამოუვა, ხალხმა მის მიმართ ნდობა დაკარგა, იცის, რომ მის არჩევანს არ გაიზიარებენ, ამიტომ გადაწყვიტა საკონსტიტუციო ცვლილება და სურს, რომ ხმოსნებმა გადაწყვიტონ ვინ იქნება პრეზიდენტი. „დემოკრატიული მოძრაობა“ ხალხთან ერთად აიძულებს ამ მთავრობას, ვერ მიიღონ ასეთი კონსტიტუცია. ამას ყველა დაინახავს, რა შეგვიძლია ხალხთან ერთად” , - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31