დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროს სასამართლოში უჩივის
„დემოკრატიული მოძრაობის" წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობა“ იუსტიციის სამინისტროს სასამართლოში უჩივის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, მიწის გაყიდვის აკრძალვის ინიციატივით ნინო ბურჯანაძის პარტია ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც საკონსტიტუციო განხილვები დაიწყო.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, პარალელურად პარტიამ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 2012-2017 წლებში თუ რა რაოდენობის მიწა გაიყიდა უცხოელ მოქალაქეებზე, ასევე მოითხოვა ინფორმაცია, ამავე პერიოდში რამდენმა უცხოელმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

„მიუხედავად იმისა, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ თეა წულუკიანის უწყებას ორჯერ მიმართა, იუსტიციის სამინისტროს დღემდე არ უპასუხია. 4 ივნისს, ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველანაირი ვადა ამოიწურა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ საჯაროდ აფრთხილებს იუსტიციის მინისტრს, თუ კვირის ბოლომდე ინფორმაციას არ გასცემს, სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა. - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
FaceBook Twitter Google